ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Nov 8 2007, 02:21 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კერძოდ მაგალითად ბუნებრივ სიამოვნებას გვანიჭებს ხაჭაპურის ჭამა ( ნამ, ნამ), მაგრამ გადამეტებული ტკბობა კი გემოთმოყვარეობა და მუცელღმერთობაა, გადამეტებულ ღვინის სიამოვნებას მემთვრალეობა ქვია, სექსუალურს მემრუშეობა, ძილს მცონარება და ა.შ. გადამეტებული იქამდის არსიამოვნებაც ანუ გლოვაც არ შეიძლება, გადამეტებული ყველაფერი მავნეა, იქამდის ლოცვაც და მარხვაც კი, როცა ისინი ბუნებრივი კალაპოტიდან ამოვარდნილი არიან! ვერ მოვითმინე მეც, კითხვა რომ არ დამესვა. სადაა ეს ზღვარი? აი მაგალითი ისევ ხაჭაპურის. ზიან სუფრასთან და მიირთმევენ ხაჭაპურს: A, B, G, D პიროვნებები. A-მ მიირთვა დიდი სიამოვნებით ერთი ნაჭერი (ნამ, ნამ ©KAIROS) და მეტი არ სურდა უბრალოდ. B-მ მიირთვა ერთი ნაჭერი, თვალი დარჩა მეორე ნაჭერზე, მაგრამ იფიქრა ცოდვაში არ ჩავრდეო და თავი შეიკავა. G-მ არ იფიქრა ბევრი ცოდვაზე, ადგა და 7 ნაჭერი ხაჭაპური გემრიელად შესანსლა. დანაყრდა და შეირგო. D-მ არ იფიქრა ცოდვაზე, ადგა და მანაც 7 ნაჭერი ხაჭაპური შესანსლა. მაგრამ მან ფიზიკურად სუსტმა, ვერ აიტანა ნაჭამი და არ(!) შეერგო. მაინტერესებს, რომელი მათგანი ჩავარდა ცოდვაში? პ.ს. პასუხის მიხედვით, მგონი კიდევ მექნება მერე კითხვა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 05:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი