ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
Nov 8 2007, 01:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა რატომ ითვლება ხორციელი სიამოვნებნი ცოდვათ, და რატო ვართ მოწოდებულნი გავითავისუფლოთ თავი "მავნე დამოკიდებულობებისაგან რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი სიამოვნება და ტკბობა იმდანად არის ცოდვა რამდენადაც ის ხელს უწყობს ვნებების აღძვრას. გვინდა თუ არ გვინდა, ნებისმიერი სიამოვნება ასე თუი ისე ,რაღაც დოზით მაინც მაინც ვნებებს აღაგზნებს. რამეთუ დაცემულია ჩვენი ბუნება და ახალს არ ვიტყვი რომ ადამიანს არ შეუძლია რომ სრულიად უცოდველად შეინახოს თავი შეკითხვაზე თუ ვინ ცხონდება? მაცხოვარი პასუხობს კაცთაგან ეს შეუძლებელიაო!!! წმინდანებიც კი ამბობოდნენ რომ ისინი უკანასკნელი ცოდვილები იყვნენ, და რა თქმა უნდა ისინი არ თვალთმაქცობდნენ და თავსა და სხვებს არ ატყუებდნენ. !!! უბრალოდ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად გრძნობდნენ ადამიანდის დაცემულ ბუნებას. ამიტომაც არის რომ ქრისტიანს აცხოვნებს რწმენა და არა საქმე.!!! 14. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. 15. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ ძველ აღთქმაში როდესაც ებრაელები იყვნენ უდაბნოში მათ დაატყდათ თავს განსაცდელი კეძოდ კი გველები კბენდნენ მათ, ---- მოსემ კი სპილენძის გველი აღამაღლა და ვინც რწმენით შეხედავდა მას ისინი გველის ნაკბენებისგან იკურნებოდნენ. სპილენძის გველი კი არის სიმბოლო ეშმაკის ძალაუფლების შებოჭილობისა, და მართლაც მას შემდეგ რაც ქრისტემ სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და ჩვენ განვცხოველდით, ეშმაკმა დაკარგა თავისი ხელმწიფება ჩვენზე, ის უკვე თავის ნებაზე ვეღარ გვატარებს თუ ჩვენ თვითონ არ დავემორჩილეთ მის საცდურებს.) XAFRAN გავეცი შენ კითხვას პასუხი? პ.ს აქვე დავუმატებ რომ ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა აბა სიამოვნება თუ ცოდვაა ქრისტე რომ ღვინოს სვამდაო? - საქმე იმაშია რომ ქრისტეს არ ქონდა ცოდვით დაცემული ბუნება, ის იყო როგორც ადამი სანამ ვაშლს შეჭამდა (ვაშლი იყო თუ რა ხილიც იყო) ასე რომ მასში ვერანაირი ვნებები ვერ გაიღვიძებდნენ ღვინის სმით. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი