ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 8 2007, 02:06 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩემო კარგებო,
დღეს საქართველოს მძიმე დღე ქონდა, მეც, აქაც დავჭამეთ ერთმანეთი, ამიტომ ცოტა ხანი მაცალეთ, გონს მოვეგები და ამ თემას აუცილებლად ჩავუღრმავდებით! ღმერთმა იხსნას საქართველო! კაიროსი! ციტატა ზომაზე მეტ სიამოვნებას მაინც უნდა გიპასუხო, არ შემიძლია დღეს, მაგრამ ვერ მოვითმინე, ცოტა უშინაარსოდ თუ გამომივიდა და დაუწყობლად მიშას დააბრალეთ ჰმ, საინტერესოა, რატომ ვერ გავიგეთ, რაა ეს უზომოობა, საერთოდ უზომო ,რომ ყოველთვის მავნეა, ეს საერთო მიღებული ჭეშმარიტებაა, სიამოვნება, როგორც დაგიწერე, თავად არაა ცოდვა, შესაბამისად იგი არ ვნებს სულს, მაგრამ როცა უზომოობაზე გვაქვს საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ გადამეტებულ სიამოვნებისას, უკვე ვცდებით ზომიერებას და ცოდვილ ტკბობაში გადავდივართ, კერძოდ მაგალითად ბუნებრივ სიამოვნებას გვანიჭებს ხაჭაპურის ჭამა ( ნამ, ნამ), მაგრამ გადამეტებული ტკბობა კი გემოთმოყვარეობა და მუცელღმერთობაა, გადამეტებულ ღვინის სიამოვნებას მემთვრალეობა ქვია, სექსუალურს მემრუშეობა, ძილს მცონარება და ა.შ. გადამეტებული იქამდის არსიამოვნებაც ანუ გლოვაც არ შეიძლება, გადამეტებული ყველაფერი მავნეა, იქამდის ლოცვაც და მარხვაც კი, როცა ისინი ბუნებრივი კალაპოტიდან ამოვარდნილი არიან! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
XAFRAN |
Nov 8 2007, 01:51 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
საერთოდ უზომო ,რომ ყოველთვის მავნეა, ეს საერთო მიღებული ჭეშმარიტებაა. აი ამაში ვერ შევთანხმდით რატოა უზომოება - მავნე მე არ მესმის. ამაზე არ მაკმაყოფილებს ის პასუხი რო ცოდვაა და მაგიტოა მავნე; იმიტო არ მაკმაყოფილებს ეს პასუხი რო ვერ ვხედავ უზომოებას რა ზიანი მოაქვს და უზომოება რატოა ცოდვა. არც ის პასუხი მაკმაყოფილებს,--- რო უფალმა ასე დაგვიდგინა და უნდა დავემორჩილოთო; არ მაკმაყოფილებს ასეთი პასუხიც რადგან შესრულება იმისა რაც არ გესმის---არ მომწონს. შეიზლება ეს ჩიხია და ვერ გამოვერკვევი ესეთი აზრებით ---- თუ ასეა ესეც ვთქვათ -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი