ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 8 2007, 02:20 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სადაა ეს ზღვარი? აი მაგალითი ისევ ხაჭაპურის. ზიან სუფრასთან და მიირთმევენ ხაჭაპურს: A, B, G, D პიროვნებები. A-მ მიირთვა დიდი სიამოვნებით ერთი ნაჭერი (ნამ, ნამ ©KAIROS) და მეტი არ სურდა უბრალოდ. B-მ მიირთვა ერთი ნაჭერი, თვალი დარჩა მეორე ნაჭერზე, მაგრამ იფიქრა ცოდვაში არ ჩავრდეო და თავი შეიკავა. C-მ არ იფიქრა ბევრი ცოდვაზე, ადგა და 7 ნაჭერი ხაჭაპური გემრიელად შესანსლა. დანაყრდა და შეირგო. D-მ არ იფიქრა ცოდვაზე, ადგა და მანაც 7 ნაჭერი ხაჭაპური შესანსლა. მაგრამ მან ფიზიკურად სუსტმა, ვერ აიტანა ნაჭამი და არ(!) შეერგო. მაინტერესებს, რომელი მათგანი ჩავარდა ცოდვაში? აჰაჰა მაგარია მასე მათემატიკურად არ ითვლება ცოდვები, მაგრამ შევეცდები 1. აქ არაა საუბარი რა რაოდენობით მიღებული რაღაც ( აქ ხაჭაპური); არამედ იმაზე, როგორი გავლენა მოახდინა სულზე, თუ აქ საკვები მიღებულია, როგორც საკვები და სიამოვნებაც ბუნებრივია, ზომიერია და არ გადამეტებული, მაშინ არაფერია პრობლემა, მაგრამ თუ ტკბობაში გადაიზარდა, რაც ერთი ნაჭერით იშვიათად ხდება, თუმცა შესაძლებელია, ასე რომ ნაჭრებამდე ვერ დავალთ 2. ვსაუბრობთ ცოდვაზე, რომელიც იბადება სულში და შერგება მონელება ან არ შერგება არ მონელება არაფერ შუაშია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტს ნორმალური ადამიანის სხეულიც ვერ იღებს, მაგრამ ეს სხვა თემაა, მაგრამ რადგან ადამიანი ერთობაა სულისა და სხეული, მაშინ სულში დაბადებული ცოდვის ფესვები ხშირად სხეულში უნდა ვეძებოთ, მარხვის იდეაც ამაშია, სხეულის დამორჩილებაც ამას გულისხმობს. ე.ი. სიზედმეტეს რაოდენობა კი არა სულის ამტანიანობა ე.ი. ცოდვაში არ ჩავარდნის პოტენციალი განსაზღვრავს ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით დალიე 3 ჭიქა, რადგან ერთი შეიძლება სულ გაითიშოს, მეორეს კი 3 დოქიც არაფერს აკლებდეს, ამიტომ ჩვენ ვამბობთ არ დალიო ( არ ჭამო, არ გაერთო, არ იძინო ... და ა.შ.) ზედმეტი, ამ ზედმეტში კი სწორედ ის ზღვარი იგულისხმება, რომლის იქით უკვე ცოდვაა. ახლა XAFRAN , რატომაა უზომოება ცოდვა, უზომოობა ცოდვა იმდენად რამდენადაც თავადაა ცოდვის ხელშემწყობი, რადგან სწოროდ უზომოდ ქცევის ( ჭამის, სმის, გართობის...) შემდეგ სულში იკარგება მთავარი კონცენტრაცია - ღვთისნიერ აზროვნება, შემოდის მიწიერი და ვნებიერი ტკბობა, რაც ცოდვაა და ახლა ამაზეც თუ მკითხავ რატომაა ცოდვაო, მაშინ მართლა ანი-ბანიდან უნდა დავიწყოთ დავით, თემა საინტერესოა, მაშინ გთხოვ ასე გავაკეთოთ, შევქმნი ცალკე თემას და ეს კამათი იქ გადმოიტანე... ღმერთმა იხსნას საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი