პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Beri_Sergi |
Nov 19 2006, 09:12 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
ციტატა ციტატა(Beri_Sergi @ Nov 17 2006, 09:40 PM) quotecudzlieresia sagollllllllllllllllllllllllQuoteEndQuoteEEnd დიდი მადლობა ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში... ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . . გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი, სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას. მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . . არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას და დემონების შეკივლება აკვდება ექოს. ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით, იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს. ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო, სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია . და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად, ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს. ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო. მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად , არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. 06.15.2005 თეა კანდელაკი ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი IBF.ATTACHMENT_20326 -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა. udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs -------------------- |
teo.. |
Nov 20 2006, 01:15 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs მადლობა უფალს და თქვენც რომ დროს უთმობთ ჩემს შემოქმედებას "ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის" ზოგჯერ, ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის, უკიდურეს ჟამსაც კი, შენგან, მცირედი ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება... ამიტომ, სანამ შეგიძლია ნუ დაშვრები, რადგან, საჭირო გახდე ვინმესათვის, თვითოეულთა ხვედრია მხოლოდ და ხედავდნენ იმედს მხოლოდ შენში - ღვთის დიდი მადლი... და თუ, არ გინდა ჟამიდან-ჟამზე, სინდისი შენი გექცეს მწამებლად, ეცადე მუდამ გააკეთო რაიმე კარგი და დაინახე,რომ, ეს "ტიტული", ჭეშმარიტია და არა ფარსი. ადამიანო! არავინ იცის ცხოვრება ქვეყნად უმზადებს ვის რას, რადგან, დანახვა საკუთარ თავის ძნელად აღმავალ საფეხურს მიჰგავს... იქნებ, სჯობს, ოდნავ დახარო თავი, იქნებ, შენს იქით ვინმეც შენიშნო, რომ, შენს წინ ფეხ-ქვეშ მიგდებულ კენჭზე არ წაჰკრა ფეხი და შენს წინ გათხრილ უფსკრულში არ გადაიჩეხო. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლიც დათესო, ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის… ვინძლო, სინდისმა უფლის კართან არ შეგვაჩეროს... იქნებ, შეგვეძლოს, ჭეშმარიტების ნათელ თვალებში, ჩაბუდებული იდუმალება ამოვიკითხოთ, ან, ამ საწუთროს ბედ-უკუღმა ჩარხთა ტრიალის დაუნდობელი კანონები გამოვიკითხოთ. ნუ შეგაშინებს, ჭეშმარიტებას დაუდგე მხარში. ვიცი, ძნელია სიმართლის თქმა, აღიარება. გადაგიჭრიან გზას პირ-სისხლა კრავთა ნიღბები და ყოველ სიტყვას დაგაჩნევენ ტანს იარებად, მაგრამ- მთავარი, სული ისევ დაგრჩება მთელი, ღვთის სამართალი ამ ქვეყნადაც დაიარება. ნუ შეგაშინებს! თუნდაც ერთი ამბობდეს მართალს, იმ ერთის აზრი - ბაირაღად აფრიალდება. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლი დათესო... ვინძლო ჩვენამდე მოაწიოს - საუფლომ განსჯის... ვინძლო, სინდისმა, უფლის კართან არ შეგვაჩეროს... 03.04.2002 ა.შ.შ.ფლირიდა -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი