სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
![]() ![]() |
| Beri_Sergi |
Nov 19 2006, 09:12 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
ციტატა ციტატა(Beri_Sergi @ Nov 17 2006, 09:40 PM) quotecudzlieresia sagollllllllllllllllllllllllQuoteEndQuoteEEnd დიდი მადლობა ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში... ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . . გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი, სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას. მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . . არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას და დემონების შეკივლება აკვდება ექოს. ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით, იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს. ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო, სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია . და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად, ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს. ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო. მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად , არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. 06.15.2005 თეა კანდელაკი ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი IBF.ATTACHMENT_20326 -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა. udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs -------------------- |
| teo.. |
Nov 20 2006, 01:15 AM
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs "ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის" ზოგჯერ, ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის, უკიდურეს ჟამსაც კი, შენგან, მცირედი ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება... ამიტომ, სანამ შეგიძლია ნუ დაშვრები, რადგან, საჭირო გახდე ვინმესათვის, თვითოეულთა ხვედრია მხოლოდ და ხედავდნენ იმედს მხოლოდ შენში - ღვთის დიდი მადლი... და თუ, არ გინდა ჟამიდან-ჟამზე, სინდისი შენი გექცეს მწამებლად, ეცადე მუდამ გააკეთო რაიმე კარგი და დაინახე,რომ, ეს "ტიტული", ჭეშმარიტია და არა ფარსი. ადამიანო! არავინ იცის ცხოვრება ქვეყნად უმზადებს ვის რას, რადგან, დანახვა საკუთარ თავის ძნელად აღმავალ საფეხურს მიჰგავს... იქნებ, სჯობს, ოდნავ დახარო თავი, იქნებ, შენს იქით ვინმეც შენიშნო, რომ, შენს წინ ფეხ-ქვეშ მიგდებულ კენჭზე არ წაჰკრა ფეხი და შენს წინ გათხრილ უფსკრულში არ გადაიჩეხო. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლიც დათესო, ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის… ვინძლო, სინდისმა უფლის კართან არ შეგვაჩეროს... იქნებ, შეგვეძლოს, ჭეშმარიტების ნათელ თვალებში, ჩაბუდებული იდუმალება ამოვიკითხოთ, ან, ამ საწუთროს ბედ-უკუღმა ჩარხთა ტრიალის დაუნდობელი კანონები გამოვიკითხოთ. ნუ შეგაშინებს, ჭეშმარიტებას დაუდგე მხარში. ვიცი, ძნელია სიმართლის თქმა, აღიარება. გადაგიჭრიან გზას პირ-სისხლა კრავთა ნიღბები და ყოველ სიტყვას დაგაჩნევენ ტანს იარებად, მაგრამ- მთავარი, სული ისევ დაგრჩება მთელი, ღვთის სამართალი ამ ქვეყნადაც დაიარება. ნუ შეგაშინებს! თუნდაც ერთი ამბობდეს მართალს, იმ ერთის აზრი - ბაირაღად აფრიალდება. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლი დათესო... ვინძლო ჩვენამდე მოაწიოს - საუფლომ განსჯის... ვინძლო, სინდისმა, უფლის კართან არ შეგვაჩეროს... 03.04.2002 ა.შ.შ.ფლირიდა -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
Irine პოეზია Aug 24 2006, 10:13 PM
mnate ხალხური
* * *
[color=#000000][b]... Aug 24 2006, 10:15 PM
mnate ხალხური
პირმა დაგ... Aug 24 2006, 10:30 PM
მარიამი რადგან მაინც მართლ... Aug 24 2006, 10:32 PM
mnate ანა კალანდაძე
მოდი... Aug 24 2006, 10:36 PM
Irine გალაქტიონ ტაბიძე
... Aug 24 2006, 10:47 PM
მარიამი ანა კალანდაძე
ბოდ... Aug 24 2006, 10:48 PM
IOANA რატი ამაღლობელი
დ... Aug 24 2006, 10:55 PM
mnate
ხოომ, ეს განსაკუთრ... Aug 24 2006, 10:59 PM
მარიამი კარგი ლექსი იყო :) Aug 24 2006, 11:02 PM
Irine სიმონ ჩიქოვანი
ვინ... Aug 24 2006, 11:02 PM
mnate
კი უდაოდ, ეხ ლაშა ბ... Aug 24 2006, 11:03 PM
მარიამი ნახეთ, რა კარგი ლოც... Aug 24 2006, 11:08 PM
mnate
ესაა ლოცვა მართლა... Aug 24 2006, 11:12 PM
მარიამი
მერაბ კოსტავასი Aug 24 2006, 11:14 PM
mnate
მაშინ აღარაფერი მ... Aug 24 2006, 11:16 PM
IOANA შოთა ნიშნიანიძე
უ... Aug 25 2006, 12:10 AM
glaxa სიჩუმე და სიმარტოვ... Aug 25 2006, 12:59 AM
eka-ekaterine "გემუდარები, ორგუ... Aug 25 2006, 10:36 AM
eka-ekaterine "ღმერთო,მიიღე ვედ... Aug 25 2006, 11:03 AM
Irine გოდერძი ჩოხელი
ნუ ... Aug 25 2006, 12:30 PM
IOANA ევგენი ევტუშენკოს ... Aug 25 2006, 12:55 PM
მარიამი
ევგენი ევტუშენკოს... Aug 25 2006, 01:16 PM
IOANA
მშვენიერია :)
ჰოო, ... Aug 25 2006, 02:46 PM
მარიამი გოდერძი ჩოხელის ლე... Aug 25 2006, 03:08 PM
IOANA
გოდერძი ჩოხელის ლ... Aug 25 2006, 03:11 PM
glaxa sasanTlesa zeda
sasanTlesa zeda aginTivar
da b... Aug 25 2006, 09:46 PM
eka-ekaterine glaxa
შენი ლექსი "გა... Aug 25 2006, 11:40 PM
tekla ლოცვა
ოდეს დემონი ... Aug 26 2006, 12:02 PM
მარიამი გლახა, ვისია ეგ ლექ... Aug 26 2006, 12:06 PM
tekla [size=2]გახსოვდეს!
[b]გა... Aug 26 2006, 12:24 PM
glaxa eka-ekaterine
მადლობა :)
კიდ... Aug 26 2006, 01:07 PM
glaxa
ზემოტ რომ დავწერე ... Aug 26 2006, 01:21 PM
iako შოთა ნიშნიანიძე
* * *
... Aug 30 2006, 08:41 PM
Cotne მორის ფოცხიშვილი
... Sep 1 2006, 01:32 AM
IOANA რაც ეს თემა გაიხსნ... Sep 2 2006, 12:36 AM
მარიამი :wub: კარგი იყო :) Sep 2 2006, 11:38 AM
iako ასე უყვარდათ ჩვენს... Sep 2 2006, 12:44 PM
IOANA ჰო, მე სულ ეს ლექსი ... Sep 2 2006, 01:21 PM
t.l. ღმერთო, მომეც სინა... Sep 2 2006, 01:49 PM
judi უფალო, ღმერთო მაღა... Sep 7 2006, 08:57 AM
Cotne ჯანსუღ ჩარკვიანი
... Sep 8 2006, 05:58 PM
guruli რადგანაც მართლმად... Sep 8 2006, 10:34 PM
teo..
რადგანაც მართლმად... Nov 17 2006, 09:26 PM
კანუდოსელი Лучше впасть в нищету, голо... Nov 17 2006, 09:28 PM
guruli ჯალალედინი როს მოა... Sep 8 2006, 10:54 PM
david the iverian ჩემი ყვალზე საყვარ... Sep 13 2006, 02:28 PM
iako
წმინდაო ღმერთო, რ... Sep 13 2006, 03:29 PM
david the iverian iako
გეთანხმები, ოღონ... Sep 13 2006, 03:34 PM
t.l. ალბათ მოვა დრო
ალბ... Sep 13 2006, 06:20 PM
glaxa david the iverian
შენც მოგწონ... Sep 14 2006, 04:06 PM
david the iverian glaxa
ჩემი საყვარელი პ... Sep 14 2006, 04:33 PM
t.l.
მეც :D Sep 14 2006, 05:50 PM
david the iverian დაბრუნება სოფელში ... Sep 14 2006, 09:49 PM
glaxa
დედა შენა ხარ ?? :):) Sep 15 2006, 02:25 PM
david the iverian glaxa
დედა არა მამა... რ... Sep 16 2006, 12:49 PM
iako ლადო ასათიანი
* * *
რ... Sep 16 2006, 03:18 PM
Georg წმიდა მეფე დავით ა... Sep 16 2006, 10:34 PM
david the iverian წმიდა ალექსი ბერი (... Sep 17 2006, 08:20 PM
mnate უმაგრესია :) Sep 17 2006, 08:26 PM
Georg
უღრმესი მადლობა... Sep 26 2006, 12:48 PM
Georg
ეს კი თქვენ! :rolleyes:
... Sep 27 2006, 12:35 AM
david the iverian “MEMENTO MORI”
ტერენტი გრა... Sep 30 2006, 12:05 AM
Georg
ხალხური
* * *
სოფელს... Sep 30 2006, 04:24 PM
Georg დიდგორით დიდი გული... Oct 2 2006, 01:36 AM
Georg მორის ფოცხიშვილი
... Oct 2 2006, 01:59 AM
Irma ვაჟა-ფშაველა
სიმღ... Oct 7 2006, 07:35 PM
zura.b.g. http://image009.mylivepage.com/chunk9/259862/113/v... Oct 13 2006, 05:39 AM
Georg მურმან ლებანიძე:
ს... Nov 6 2006, 08:05 PM
marine ***
veRar vixseneb im RmerTis saxes –
me rom da... Nov 7 2006, 04:56 PM
Irine წმიდა ალექსი ბერი (... Nov 12 2006, 06:31 PM
ლილიანა უბატონო ლილეო
რა ს... Nov 12 2006, 06:34 PM
valeri ანა კალანდაძე ... Nov 12 2006, 11:08 PM
kato_Bato მინდა გიორგი ლობჟა... Nov 12 2006, 11:55 PM
kato_Bato და იმის პასუხად, ყვ... Nov 13 2006, 12:53 AM
ლილიანა ამერიკელი პოეტი ლ... Nov 13 2006, 11:33 AM
glaxa ლილიანა
მაგარიააა... Nov 13 2006, 12:12 PM
ლილიანა ზვიად გამსახურდია... Nov 13 2006, 12:29 PM
kato_Bato ლუკას
შენ მშვიდად ... Nov 13 2006, 04:55 PM
ლილიანა kato_Bato
გაიხარე !
მიყ... Nov 13 2006, 05:34 PM
kato_Bato ლილიანა
დიდი მადლო... Nov 13 2006, 05:36 PM
Sexvewili :( Nov 14 2006, 12:00 PM
nikoloz_v პოეზია უცნაური მად... Nov 15 2006, 07:15 PM
nikoloz_v ხშირად ჩემ თავთან ... Nov 15 2006, 07:41 PM
Beri_Sergi aramgonia ro mickinot tu sakutar 2 leqss davagdeb ... Nov 15 2006, 10:10 PM
იოანა ფუტკარი
შენ ღვთის ... Nov 16 2006, 01:00 AM
beqa.shuxoshvili ეჰ პოეზია ყველაზე ... Nov 16 2006, 02:08 AM
Sexvewili :) Nov 16 2006, 10:31 AM
Irine დღეს გალაქტიონ ტაბ... Nov 17 2006, 12:33 PM
შეხვეწილი :) Nov 17 2006, 12:57 PM
kato_Bato "გზად გურულ ქალს ... Nov 17 2006, 01:14 PM
კანონისტი ნუ გაიხეტე გული, მა... Nov 17 2006, 01:29 PM
Beri_Sergi
udzlieresia sagollllllllllllllllllllllll Nov 17 2006, 10:40 PM
teo..
udzlieresia sagollllllllllllllllllllllll
... Nov 18 2006, 10:23 PM
teo.. უფლის ანგელოზი დამ... Nov 21 2006, 07:12 PM
შეხვეწილი მოგესალმებით ქედე... Nov 21 2006, 07:52 PM
tat-ia ღმერთი და ხელები
მ... Nov 21 2006, 08:24 PM
teo.. ჩემო თბილის ქალაქო... Nov 23 2006, 10:45 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი