ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Nov 8 2007, 03:30 PM
პოსტი
#42
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ე.ი. სიზედმეტეს რაოდენობა კი არა სულის ამტანიანობა ე.ი. ცოდვაში არ ჩავარდნის პოტენციალი განსაზღვრავს ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით დალიე 3 ჭიქა, რადგან ერთი შეიძლება სულ გაითიშოს, მეორეს კი 3 დოქიც არაფერს აკლებდეს, ამიტომ ჩვენ ვამბობთ არ დალიო ( არ ჭამო, არ გაერთო, არ იძინო ... და ა.შ.) ზედმეტი, ამ ზედმეტში კი სწორედ ის ზღვარი იგულისხმება, რომლის იქით უკვე ცოდვაა. KAIROS ზედმეტი, მაშ რა გაგებით ზედმეტი? მე უნდა გადავწყვიტო ზედმეტი მომივიდა თუ არა? ვთქვათ ვიყავი სუფრაზე და ვიგემე იქ ის ხაჭაპური (ეტყობა მომენტრა, სულ ხაჭაპურს რო ვწერ). როგორ გავიგო ეხლა მე, შევცოდე თუ არა? როცა ფიზიკურად არ შემერგება, აქ უკვე ცხადიც ხდება, რომ ზედმეტი მომივიდა. აი როდის არ შემერგება სულიერად? მაგას როგორ იგრძნობ ადამიანი? მე შეიძლება სულ სინდისის ქენჯნას განვიცდიდე, ყოველი 'პური ჩემი არსობისას' - ს გადამეტების გამო. მაშინ ყოველ მისვლაზე მოძღვართან ეგ უნდა მოვინანიო? ნამდვილად კი საჭიროა მაგაზე გამუდმებით სინდისის ქენჯნა? ან იქნებ სულაც არ მაწუხებდეს ის ფაქტი, რომ შოკოლადმოყვარეობა მჭირს . ვერ ვაცნობიერებ მე იმ ფაქტს რომ ეგ ცოდვაა. შესაბამისად ძალით ვერ გამოიწვევ ადამიანი სინანულის გრძნობას. თუ არ მაქ სინანული, არც ვიტყვი მაგას აღსარებაში. მაშ რა გამოდის ეხლა? ეჰ, არა რთულია ეს ყველაფერი... მართლა, მაინტერესებს, როგორ ახსნი, რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 04:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი