ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 8 2007, 06:04 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იხილეთ მისი აღსარებანი - ეს არის შედევრი კანუს, დადე რა ლინკი, მაგისიც, მე ვაგროვებ უკვე ლიტერატურას და ლინკებს... ციტატა 1. ადამიანი და მისი მდგომარეობა დაცემამდე ჯერ მოვუსმინოთ დამასკელს ღმერთმა ადამიანი შექმნა უბოროტო, წრფელი, სათნო, უჭირველი, უზრუნველი, ყველა სათნოებით გაბრწყინებული და ყველა სიკეთით დამშვენებული, როგორც რამ მეორე ქვეყნიერება, მცირე დიდში, სხვა ანგელოზი, თაყვანისმცემელი, შეზავებული, ხილული შესაქმის განმჭვრეტი, გონებისეულის მესაიდუმლე, მიწისეულთა მეფე, ზენა მეუფებას დაქვემდებარებული1, მიწიერი და ზეციური, წუთიერი და უკვდავი, ხილული და გონებისეული, სიდიადესა და სიმდაბლეს შუა, ერთი და იგივე - სულიც და ხორციც (ხორცი - ამპარტავნების წინააღმდეგ, სული - მადლისთვის, პირველი იმიტომ, რომ ევნოს და ვნებულმა გაიხსენოს და განსწავლა მიიღოს, მეორე კი იმიტომ, რომ იყოს და ადიდოს ქველმოქმედი), სიდიადით პატივდებული, ცხოველი, რომელიც აქ, ესე იგი ამჟამინდელ ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ნამოღვაწები, ხოლო შემდეგ გადანაცვლებული სხვაგან, სამომავლო საუკუნეში და, საიდუმლოს დასასრულს, განღმრთობილი ღვთისადმი მინდობით, ანუ განღმრთობილი საღვთო გამობრწყინების წილმქონეობით და არა საღვთო არსებად გარდაქმნით. ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, თითქოს არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი [ადამიანის] თვითუფლებრივობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება. სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის მიმნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა (რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებას თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი, ცვალებადი ანუ ნებსითცვალებადი, როგორც, აგრეთვე, ქმნილი, რომელსაც მისი შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებული ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც. ....... ნათელია, რომ ადამიანის შექმნისას ხაზი აქვს გასმული მის უნიკალურობას, მისი შექმნისეულ აღმატებულ მდგომარეობას "უბოროტო, წრფელი, სათნო, უჭირველი, უზრუნველი, ყველა სათნოებით გაბრწყინებული და ყველა სიკეთით დამშვენებული", ბუნებაში ცოდვა არ ქონდა, ნება თავისუფალი, ღვთის მადლის მიერ უკვდავი, და ეს იყო საწყისი მდგომარეობა საიდანაც ადამიანი თავისუფალი ნების სწორი გამოყენებით უნდა ესწრაფა ნეტარებისაკენ... აქედან შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, მთავარი არის "ხატება და მსგავსება" ისევ დამასკელს მოვუსმინოთ: "ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან (!!!) და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. " პომაზანსკი ერთაგან წერს : "ადამიანის ფიზიკური მზერა უშუალოდ სამყაროსკენ არის მიმართული. შესაქმის პირველი თავის მიხედვით, ადამიანი მიწიერ ქმნილებათა გვირგვინად და ბუნების მეუფედ არის დადგენილი. როგორ გამოიხატება ეს? ამის შესახებ საუბრობს მიტროპოლიტი მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“: „ადამიანი, როგორც შვილი და მემკვიდრე ზეციური მამის სახლში და შექმნილი ღვთის ხატად, დადგენილ იქნა შემოქმედსა და მიწიერ ქმნილებათა შორის ერთგვარ შუამავლად, მისი მოწოდებაა იყოს წინასწარმეტყველი, რათა სიტყვითა და საქმით ამცნოს დედამიწას უფლის ნება. ის მღვდელმთავარია - შეუძლია ყოველი მიწიერის სახელით აღავლინოს ღვთისადმი ქება, შესწიროს სამადლობელი მსხვერპლი, და აუწყოს დედამიწას ზეციური კურთხევანი. ადამიანის დანიშნულებაა, იყოს თავკაცი და მეფე - დაიტიოს თავისთავში ყოველი ხილული ქმნილების არსებობის მიზანი და, როგორც შუამავალმა, შეძლოს ყოველივეს ღმერთთან შეერთება. ამით შეინარჩუნოს მიწიერ ქმნილებათა მთელი ჯაჭვის მწყობრი კავშირი და წესრიგი“ ასეთადაც იყო შექმნილი პირველი ადამიანი - მას შეეძლო, თავისუფლად, კეთილი ნებით, სიხარულით, სულის მოწოდებითა და არა იძულებით აღესრულებინა თავისი დანიშნულება. დედამიწაზე ადამიანის მეფურ მდგომარეობაზე დაფიქრებული ფსალმუნთმთქმელი აღტაცებით დიდებისმეტყველებს შემოქმედზე: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაი შენი ზესკნელს ცათა... რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავნი, რომელ შენ დააფუძნენ. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფერჴთა მისთა... უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ (ფს. 8,1,3-6,10)" მაშ ასე ხატისებრობა გონიმიერობაში და ნების თავისუფლებაშია, ხოლო მსგავება სათნოებაში, ერთი საშუალებაა , მეორე მიზანი... (გაგრძელება იქნება) ........................................................................................................ ახლა იმისათვის, რომ მონოლოგი არ გამომივიდეს, შევეცდები ნელნელა კითხვებსაც მივხედოთ: ციტატა რატომ აშორებს მიწიერი და ვნებიერი ტკბობა, ღვთისნიერიულ აზროვნებას ასეთი იყო კითხვა და ასევე ქეთის რამოდენიმე კითხვა ამ პასუხშია, რომელსაც მე დამასკელით ვუპასუხებ: "თავი ოცდამეშვიდე სიამოვნებათა შესახებ სიამოვნებათაგან ნაწილი სულისმიერია, ნაწილი სხეულებრივი. სულისმიერია ის, რაც საკუთრივ მხოლოდ სულისა არის, როგორც მაგალითად, სწავლასთან და მჭვრეტელობასთან დაკავშირებული სიამოვნებანი სხეულებრივია ის, რაც სულთან ზიარებით სხეულის კუთვნილებაც ხდება და ამიტომ სხეულებრივად იწოდება, როგორც მაგალითად, საჭმელთან, თანაყოფასთან და სხვა ამგვართან დაკავშირებული სიამოვნებანი. ამასთან, ვერავინ იპოვის ისეთ ისამოვნებას, სხეულს რომ ეკუთვნის მხოლოდ. კიდევ, სიამოვნებათაგან ნაწილი ჭეშმარიტია, ნაწილი ყალბი, ნაწილი მხოლოდ აზროვნებისეული (მეცნიერებითად და მჭვრეტელობითად), ნაწილი კი სხეულებრივი (გრძნობადი). სხეულისეულ სიამოვნებათაგან ნაწილი არის ერთობლივად ბუნებისეულიც და აუცილებელიაც, რომლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, როგორებიცაა, მაგალითად, სინაკლულის შემავსებელი საჭმელი და აუცილებელი სამოსი; ნაწილი თუმცა ბუნებისეულია, მაგრამ არა აუცილებელი, როგორც, მაგალითად, ბუნებითი და რჯულისმიერი სქესობრივი კავშირი, რადგან იგი ემსახურება მთელი მოდგმის შენარჩუნებას, მაგრამ შესაძლებელია, აგრეთვე, მის გარეშე ცხოვრებაც ქალწულებრივად; ნაწილი არც აუცილებელია და არც ბუნებისეული, როგორც, მაგალითად, სიმთვრალე, ავხორცობა და ნაყროვანება, არც ამეტებს საჭიროებას, რადგან ისინი არც ჩვენი სიცოცხლის განმტკიცებას ემსახურებიან და არც მოდგმის მემკვიდრეობითობას, არამედ, პირიქით, ზიანს გვაყენებენ. ამიტომ, ვინც საღვთოდ ცხოვრობს, მართებს მას ესწრაფვოდეს იმ საიმოვნებებს, რომლებიც ერთდროულად აუცილებელიცაა და ბუნებისეულიც, ხოლო რაც ბუნებისეულია და არა აუცილებელი, მეორე რიგში უნდა მოაქციოს მან, - მხოლოდ შესაფერისი ჟამის, წესისა და ზომის კვალობაზე მისი აღსრულებით, სხვა დანარჩენი კი უნდა უკუაგდოს მთლიანად. კარგ სიამოვნებად მიიჩნევა ის, რასაც არ შეერთვის მწუხარება, რაც არ იწვევს სინანულს, არცთუ სხვა რამ ზიანს გვაყენებს, რაც არ გადადის ზომას, არც მეტისმეტად მოგვწყვეტს საშური საქმეებისგან და არ გვიმონებს." ........ ახლა იონას წაპროტესტანტო იდეებზე ციტატა ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები "ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს". (იაკ. 2.26) ეს არც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რწმენა აცხოვნებს და არც იმას რომ მხოლოდ საქმე, არამე სინერგია, ამას ორი ნების საღვთო და ადამიანურის შეერთებით მიიღწევა, ადამიანური ნება კი ქმედითია, ნათლისმცემელი ამბობს "აჩვენეთ საქმენი ღირსი სინანულისა", ნიშნავს, იმას რომ რწმენა უნდა იყოს შევსებული და აღსრულებული საქმეებით, რადგან ცალცალკე არცერთია გადამრჩენელ. ვფიქრობ ესეც დაგაინტერესებთ: პომაზანსკი: როგორ მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა? ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე - მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი მისი შეთვისებისა ისე, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა,რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები. .................................... დროებით დაგემშვიდობებით, ღმერთმა დალოცოს საქართველო, იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი