![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვუყურებ მე ამ მოვლენებს, საკუთარ თავს, და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც 20 წლის წინ და არც ახლა ჩვენს მენტალიტეტში არაფერი არ შეცვლილა, როგორც მაშინ არ დავუჯერეთ პატრიარქს, ისე ახლა არ გვესმის მისი.
ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში წარმართების ქვეყანა ვართ.... ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
kato_Bato
ციტატა როგორც მაშინ არ შეგვეძლო მშვიდად გავყოლოდით პატრიარქს, შეკითხვების გარეშე (და ამისთვის დღემდე ვძრახავდით ჩვენს მშობლებს) ისე ახლა. როგორც მაშინ არ შეგვეძლო ღრიალის გარეშე პრობლემის მოგვარება, ისე ახლა. კატ, ამაზე უფლის სიტყვები მახსენდება, ებრაელებს რომ მიმართა, თქვენ ამბობთო, რომ მამების ადგილას რომ ვყოფილიყავით, არ ჩავხოცავდით წინასწარმეტყველებსო, ხოლო გეუბნებით მე რომ მათზე უარესს იზამთო ყველას, ვინც აკრიტიკებდა 9 აპრილს მდგომ მამებს და დედებს, აჰა მიეცათ შანსი გამოსწორებისა და რა ქნეს? როდის უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტიანობა მორჩილებით იწყება? კაი პრეზიდენტის თუ არა, აღარც პატრიარქისა კაცო? მაშ ვიღასი, ამიხსენით? სიტყვები "შეწყვიტეთ დაპირისპირება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიწყეთ დიალოგი" არ ნიშნავს, რომ მიტინგზე აღარ უნდა წახვიდე? ერთმა პატივცემულმა ფორუმელმა ეს "მოთარგმნა" რომ ხომ მშვიდად ვიდექი მიტინგზეო? იცით მე როგორ ძალიან მინდოდა, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იდგა, იქ ვყოფილიყავი, მაგრამ არ წავედი, იმიტომ რომ შეიძლებოდა სიტუაცია არეულიყო და არ მინდოდა, ამ არეულობის მონაწილე გავმხდარიყავი? და ცხადი არ არის, უწმიდესის კურთხევა რომ ყოფილიყო, მით უფრო არ წავიდოდი მომიტევეთ ჩემ თავზე საუბარი...... ![]() ღმერთო, როდის დავუჯერებთ უწმიდესს? როდის ვიქნებით ქრისტიანები? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი