IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თვეთა სახელები ძველ საქართველოში
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 06:18 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



წელიწადის თვენი



იანვარი


იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.


თებერვალი


თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა


მარტი


მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა


აპრილი


აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.


მაისი


მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.


ივნისი


ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.


ივლისი


ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.


აგვისტო


აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.


სექტემბერი


სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.


ოქტომბერი


ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.


ნოემბერი


ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან


დეკემბერი


დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Nov 8 2007, 09:43 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კვირის დღეები

(* ორიგინალში მოცემულია აგრეთვე ლოცვანი სრულყოფილად, მაგრამ ეხება მონაზვნებს და ამიტომ მხოლოდ რაც საერო პირთათვისაა განკუთვნილი, იმას მოვიყვან აქ).

ორშაბათი
-------------

ეს დღე ეძღვნება ციურ უსხეულო ძალებს : მთავარანგელოზებსა და ანგელოზებს. ამიტომაც ორშაბათობით აღვამაღლოთ ჩვენი გონება ცად.
გვიხაროდეს და გვიკვირდეს ანგელოსთა სილამაზე და უკვდავება.

ყოველდღიური ლოცვების ერთად ამ დღეს არაერთხელ მოვიხსენიოთ წმინდა ანგელოზნი , და ვილოცოთ მათ მიმართ დაახლოებით ასეთნაირად ( * შეგვიძლია წავიკითხოთ მთავარანგელოსთა და მფარველ ანგელოზის მიიმართ არსებული ლოცვები) :

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემთვის, ცოდვილისათვის უფლის წინაშე.

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის.

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის.

თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის მხედართმთავარნი, მე კი სუსტი და უძლური, შემეწიეთ მე.

თქვენ ხართ ნათელი სანთელნი უფლის წინაშე ანთილნი, მე კი პტარა სანთელი ქართა შორის. შემეწიეთ მე, რათა არ ჩაქრეს ჩემში ნათელი.

წმინდაო მთავარანგელოზნო მიხეილ და გაბრიელ, იყავით ჩემი მეოხე, რათა არ შევფერხდე მე ცოდვილი.

ანგელოზო ჩემო, მფარველო ჩემო, მაცილე მე ყოველგვარ განსაცდელს გევედრები. ამინ.

სამშაბათი
------------

სამშაბათი დღე ეძღვნება წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ამიტომაც ამ დღეს უნდა მის მიმართ ვილოცოთ . დღის განმავლობაში ბევრჯერ მოვიხსენოთ სახელი მისი, შევთხოვოთ იყოს მეოხე ჩვენი უფლისა მიმართ :

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლის მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

(* აქ კი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ)

>>>>>ყოვლადწმინდა ქალწულო მიხსენ მე.


ოთხშაბათი
--------------

ოთხშაბათი ეძღვნება ჯვარს და ქრისტეს ვნებას. ოთხსაბათს ქრისტეს გამყიდველმა მიიღო 30 ვერცხლი თავისივე უფლის გაყიდვისათვის.
ამ დღეს მუხლს ვიდრეკთ ჯვრის წინაშე და ვმარხულობთ. დღეში რამდენჯერმე ვეთაყვანებით ცხოველმყოფელ ჯვარს და ვლოცულობთ მის მიმართ.

ხუთშაბათი
--------------

ეძღვნება წმინდა მოციქულთ და წმინდა ნიკოლოზს. მოიხსენიეთ და ილოცეთ ქრისტეს წმინდა 12 მოციქულისა და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მიმართ. საკუთარი სიტყვებით მაგალითად დაახლოებით ასე;

წმინდანო, დიდებულნო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულნო ,
ილოცეთ ჩვენთვის ცოდვილისათვის (*სახელები ან დათა, ძმათა, დედათა და ა.შ.).

პარასკევი
------------

პარასკევი ეძღვნება პატიოსან ჯვარს და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოწამეობრივ გარდაცვალებას. მართლმადიდებელი ქრისტიანნი ამ დღეს მარხულობენ და პატიოსანი ჯვარს თაყვანისცემით მიაგებენ პატივს. გონებრივად იყავი ჯვრის ქვეშ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთად.
დღის ლოცვებთან ერთად ილოცეთ ჯვრის მიმართ ლოცვებით. გახსოვდეთ
ქრისტეს წამება და თქვით:

ქვეყნიერების ცოდვებისთვის შენ ჯვარს ეცვი, უფალო ჩემო, მიუტევე ყველას. ჩვენი ცოდვებისთვის შენ ეწამე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნი.

საშინელი იყო უფალო, შენი წამება ჯვარსა ზედა. საშინელი იქნება შენი სასამართლოც. უფალო, შეგვიწყალე და გვიხსენი ჩვენც უცოდვილესნი. მოწყალებითა, მოწყალებითა, მოწყალებითა უფალო. ამინ !

შაბათი
---------

შაბათი ეძღვნება ქრისტესთვის წმინდა მოწამეთ და ყველა წმინდანთ. ასევე ყველა ქრისტესმიერ მიცვალებულთ.

ამ დღეს ყოველდღიური ლოცვების ერთად ვადიდებთ წმინდანებს, ხმამაღლა ან გულში, დაახლოებით ასე: წმინდა წმინდანნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენსა სულთა ჩვენთათვის.

კვირა
--------

კვირა არის ქრისტეს აღდგომის დღე. ქრისტე აღსდგა!

დღე ქრისტეს გამარჯვების - ქრისტე იმარჯვებს!.

დღე ქრისტეს დიდების - ქრისტე დიდდება !

დღე ქრისტეს ზეიმის - ქრისტე ზეიმობს!

დღე სიკვდილის დათრგუნვის - სიცოცხლე გაბრწყინდება !

დღე დედობრივი სიხარულის - ღვთისმშობელი ცრემლებს მოგწმინდავს !

დღე ბავშვთა მხიარულების - ბავშვთა მოყვარე აღსდგა !

დღე მარადიული ხედვის - გაახილე თვალი და იხილე !

დღე სიმართლის აღსრულების - სიმართლე სძლევს უსამართლობას !

დღე ჭეშმარიტების გაცხადების - ჭეშმარიტება ანათებს სიბნელეს !

დღე ქრისტეს ღვთიურობის აღიარების - ღმერთი ქრისტეში ცხადდება !

დღე კაცთა წარმომავლობის განცხადებისა - უფლის შვილები ვართ !

დღე ანგელოსთა მოვლინებისა - ძმანი ვართ ანგელოსთა !

დღე საიდუმლოს განხსნისა - ზეცაა ჩვენი მამული !

დღე სიყვარულის დიდებისა - სიყვარული სიკვდილზე აღმატებულია !

დღე მკვდრეთით აღდგომისა !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბოლქვაძე   თვეთა სახელები ძველ საქართველოში   Oct 16 2007, 06:18 PM
staywhite   არ ვიცი, ეგებ ეს თარ...   Oct 31 2007, 10:28 AM
staywhite   (გაგრძელება) დეკემ...   Oct 31 2007, 11:01 AM
staywhite   იანვარი ----------- 1.ეს თ...   Oct 31 2007, 11:41 AM
catherina_10   staywhite :მპუა2: მართლაც ...   Oct 31 2007, 12:31 PM
staywhite   დიდი მადლობა გოგონ...   Oct 31 2007, 12:40 PM
ბოლქვაძე   staywhite საინტერესოა :wub:...   Oct 31 2007, 03:50 PM
staywhite   აპრილი ---------- 1.წითელ...   Oct 31 2007, 04:56 PM
staywhite   ივლისი ----------- 1. ეს არ...   Nov 5 2007, 10:57 PM
staywhite   [color=#660000]კვირის დღეებ...   Nov 8 2007, 09:43 PM
Lenus   ..............   Jan 23 2008, 08:34 AM
marine   [b]ნოემბერი ([url=http://ka.wik...   Jan 23 2008, 12:18 PM
Lenus   sable მიყვარს ბატონი ...   Jan 25 2008, 08:07 PM
sable   [b]sable მიყვარს ბატონ...   Jan 25 2008, 08:33 PM
Lenus   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 08:49 PM
sable   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 09:09 PM
marine   "...გაზაფხულის ბოლ...   Aug 22 2017, 11:19 AM
marine   "ვარდობისთვე ვარ...   Sep 30 2017, 10:47 AM
marine   "თვეების დასახელ...   Feb 26 2019, 05:30 PM
marine   "დადგა ქველთობის ...   Mar 18 2022, 03:48 PM
marine   "საინტერესოა ასე...   Mar 31 2022, 10:26 PM
marine   "ნიშნობიდან ქორწ...   May 1 2022, 04:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 03:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი