![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვუყურებ მე ამ მოვლენებს, საკუთარ თავს, და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც 20 წლის წინ და არც ახლა ჩვენს მენტალიტეტში არაფერი არ შეცვლილა, როგორც მაშინ არ დავუჯერეთ პატრიარქს, ისე ახლა არ გვესმის მისი.
ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში წარმართების ქვეყანა ვართ.... ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
რა კოცნა-ხვევნაა აქ? რა დროს გულისაჩუყებაა?
განა ის, რომ ის თქვა რა ტკივა და უჭირს შენს ერს, ეს არაპატრიოტიზმია? ილია არ გახსოვთ "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია"? სწორედ მაგ სიყვარულით დაწერა კანუდოსელმა, მე და სხვამ , რაც საგინებელია ჩვენს ერში უნდა იგინოს და ამოიფხვრას, რაც სათქმელია უნდა ითქვას! მოდით ისევ ილიას შეგახსენებთ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბედნიერი ერი ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი? 29 აგვისტო, 1871 წ. ............ ამის მეტი არც კანუდოსას უთქვამს, არც მე დ არც არავის... ღმერთმა იხსნას საქართველო! კაიროსი! ციტატა ჩვენ ერად ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ მართალია ციტატა ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში უფრო მართალია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი