ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Nov 9 2007, 12:01 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ელენე ხარაძე, 53 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #99, ტელ: 31 51 22
ვრეცხავ და ვრეცხავ, მთელი დღე ვრეცხავ, ვრეცხავ ხელით და ძალიან მიჭირს, სახლში მოხუცი დედა, პატარა შვილი და ავად მყოფი მეუღლე მყავს. სარეცხი ბევრი მაქვს და ვრეცხავთ მე და ჩემი პატარა შვილი დღისით. ღამით კი ვოცნებობთ სარეცხ მანქანაზე, იქნებ მოწყდეს ვარსკვლავი და აგვისრულდეს ნატვრა. ციტატა ასრულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ! სოფიო ოთარაშვილი, 18 წლის, თბილისი, მიზნიაშვილის ქ.#35 ტელ: 96 68 00 ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის წევრი, მყავს მძიმე ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი უსინათლო დედა. წარჩინებული მოსწავლე წელს სტუდენტი გავხდი. მუდამ ვოცნებობ და გულით მსურს მობილური ტელეფონი, რომ უნივერსიტეტში წასულმა ხშირად ვაკონტროლო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და ამით შემიმსუბუქოთ დარდი. თამთა ვარდანაშვილი, 8 წლის. თბილისი, სანზონა III ა კორპ. ტელ; 855 627 917 ორი წელია დედას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა უფასო წრეებზე დავყავარ. წელსაც ძალიან მინდა გავაგრძელო სწავლა, მაგრამ დედა ვეღარ მატარებს მეტროთი მგზავრობის გაძვირების გამო. ძალიან გთხოვთ მაჩუქოთ მეტროს ერთწლიანი სამგზავრო. წინასწარ გიხდით მადლობას. ბახვა კუნჭულია, 75 წლის. ლანჩხუთი, სოფ. ლესა. ტელ: 893 25 69 89 ვარ II ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი, ყოფილი პედაგოგი, მაქვს ქვედა კიდურების გადაგვარება. გადაადგილება შემიძლია მხოლოდ ორი ყავარჯნით. არ მაქვს ტელევიზორი და ჩემი ნატვრა და სურვილია მქონდეს ფერადი ტელევიზორი. რევაზ ხუხუნაშვილი, 81 წლის. გარდაბანი. ტელ: 899 13 71 86 ვარ ომის ვეტერანთან გათანაბრებული პენსიონერი, მეუღლე შრომის ვეტერანი, ამჟამად ავადმყოფია, ლოგინს მიჯაჭვული. შეუღლებიდან შეგვისრულდა 50 წელი. უსახსრობის გამო იუბილე ვერ გადავიხადეთ. დიასახლისობა მე მაკისრია და მიჭირს გაძღოლა. მქონდა სარეცხი მანქანა და გაფუჭდა. ვნატრობ მის შეცვლას ახლით. ველი თქვენს ყურადღებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მადლობა ყურადღებისათვის. ნიკოლოზ ბედიაშვილი, 8 წლის, თბილისი, გლდანის VII მკ/რ, კორპ.XII, VI სადარბაზო. ბინა 129. ვარ ხუთოსანი, მაქვს ნატვრა მყავდეს ველოსიპედი, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ. ციტატა გიორგი რაზმაძე, 59 წლის. თბილისი, ჩიქოვანი-ბალანჩივაძის ქ#22; ტელ: 33 34 41 (ასრულებულია) დიდი ხანი შეყვარებული ვარ გია ყანჩელის მუსიკაზე. ვეძებ თბილისის ბევრ მაღაზიასა თუ ბაზრობაზე, მაგრამ ამაოდ. გთხოვთ მაშოვნინოთ (მზად ვარ ფულიც გადავიხადო) სიმფონიურ მუსიკა კასეტებზე და DVD-ზე. გიხდით მადლობას. დიანა სეხნიაშვილი, 26 წლის, ხაშური, ქვიშხეთი. ტელ: 8 99 22 54 63 გამარჯობათ, ვარ 27 წლის ახალგაზრდა გოგონა, მყავს მეუღლე და 1 შვილი. ძალიან მინდა მქონდეს მტვერსასრუტი, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვიყვანო სახლი წესრიგში ყოველდღიურად, თორემ სამსახურთან ერთად დროში ძალიან ვიზღუდები. წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მიშიკო ცხადაია, 14 წლის, ფოთი, ლერმონტოვის #15. ტელ: 2 89 21 ნატვრის თვალო, ნატვრის თვალო, კეთილო და საოცარო, რა იქნება ჩემი ნატვრაც ფერიამდე მიიტანო. დამეხმარეთ, ჩემს დედიკოს ავუხდინო ოცნება _ მაცივარზე ისე ნატრობს სიზმარშიც ელანდება. წინასწარ გიხდი მადლობას. როზა კვიტატიანი, 54 წლის, ქუთაისი, ტელ: 855 16 17 37 14 წელია ვნატრობ, მქონდეს მაცივარი. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი. მეუღლეც II ჯგუფის ინვალიდია. მყავს შვილები და შვილიშვილები. ოჯახში ვცხოვრობთ ექვსი სული _ ყველა უმუშევარი. ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. აკაკი მიქანაძე, 16 წლის, თბილისი, წერნაკის შესახვევი. #1ბ, ტელ: 77 10 59 ვარ იტალიის უდიდესი ფანი, მიყვარს ყველაფერი, რაც კი იტალიურია(თუნდაც ის რაიმე უაზრო იყოს); ძალიან მინდა ის კასეტა, სადაც ჩაწერილი იქნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მაჩტი. სად არ ვეძებე და მოვიკითხე, მაგრამ ვერსად მივაგენი ასეთ კასეტას. ძალიან ძალიან გთხოვთ და გევედრებით, მიშოვნოთ ეს კასეტა. წინასწარ გიხდით მადლობას! ღმერთი გფარავდეთ! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი