![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვუყურებ მე ამ მოვლენებს, საკუთარ თავს, და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც 20 წლის წინ და არც ახლა ჩვენს მენტალიტეტში არაფერი არ შეცვლილა, როგორც მაშინ არ დავუჯერეთ პატრიარქს, ისე ახლა არ გვესმის მისი.
ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში წარმართების ქვეყანა ვართ.... ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ჩვენ ერად ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ ტყუილია! ქართველი ერი ერად საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა. ეს რომ ასე არ იყოს, დღემდე ვერც მოვაღწევდით. შეუძლებელია ბრბომ გაუძლოს იმდენ ქარტეხილებს, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა. უღირსები ყველგან არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელს ერს ჩიქრი მოსცხო. და ილია, სხვათაშოროს, სწორედ "ერად" მოგვიხსენიებს მაგ ლექსში და არა ბრბოდ. თუმცა კი გულისტკივილს გამოთქვამს ერის დაცემის გამო და ამ გულისტკივილს მეც ვუერთდები. მაგრამ არასდროს შევუერთდები ზოგიერთების პათოსს: რომ ჩვენ ერი არა ვართ. აი, სწორედ ამ იდეის დამკვიდრება უნდა მტერს ქართველი ხალხის შეგნებაში! დღესაც არიან ღირსეული ადამიანები, ერის ღირსეული შვილები და არც თუ ცოტა. და ვისაც ბრბოს ნაწილი ჰგონია თავი და არა ერის, შეუძლია სხვა რომელიმე "ჩამოყალიბებულ ერს" მიეკედლოს და სასირცხვილოც აღარაფერი ექნება. ილიას ციტატას მოვიყვან მეც: ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას... გივბათილებენ ისტორიასაც... რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ... ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი