ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
Nov 9 2007, 12:12 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ძალიან მწარედ რომ დაგიმთავრო, გამოსავალს გთავაზობ პირველი ცოტა შენც იკითხე ხოლმე და მეორე ქვემოთ მოყვანილს თუ ეთანხმები, მაშინ არაფერია საკამათო ციტატა "ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს". (იაკ. 2.26) ეს არც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რწმენა აცხოვნებს და არც იმას რომ მხოლოდ საქმე, არამე სინერგია, ამას ორი ნების საღვთო და ადამიანურის შეერთებით მიიღწევა, ადამიანური ნება კი ქმედითია, ნათლისმცემელი ამბობს "აჩვენეთ საქმენი ღირსი სინანულისა", ნიშნავს, იმას რომ რწმენა უნდა იყოს შევსებული და აღსრულებული საქმეებით, რადგან ცალცალკე არცერთია გადამრჩენელ. და რა უნდა დამიმთავრო? ???? კამათი თუ გინადა ჯერ ჩემი პოსტები წაიკითხე და გაიაზრე, მე კი ვეთანხმები სინერგიას , მაგრამ შენ მემგონი კარგად ვერ ხვდები ჩემს დაწერილს, და შეცდომებზე როგორ უნდა მიმითითო? აი ის 20% (ამ თემაში ) არის ის რაც შენ გგონია რომ მე ვერ ვხვდები და ვცდები. სინერგიის შესახებ კი მე თვინონ მაქვს დაპოსტილი უნათლავთა დისკუსიის დროს, და ჩემი პოსტები რო გქნოდეს წესიერად წაკითხული, და ცოტა მეტი პატივისცემა გქონდეს ოპონენტის, გეხსომებოდა! და ეგ კითხვაც არ გაგიჩნდებოდა. ციტატა არგუმენტით და მამებით მიპასუხო ყოველი მოყვანილი არგუმენტი დამყარებულია წმინდა წერილზე, თუკი რომელიმე მამა, წმინდა წერილის ადგილებს რომელიც მე მოვიყვანე განსხვავებულად განმარტავს, შენ მიმითითე !!!--- შენ მეტი მოგეთხოვება კაიროს, თეოლოგიას შენ ასწავლი მე ხომ არა? ციტატა ახლა შენ აქ ოფთოფიქობას და ჭკუის დარიგებას მე ჭკუას არ გარიგებ უბრალოდ გირჩევ რომ მოუსმინო , მამა ოლეგ სტინიაევი ხელწამოსაკრავი კაცი არაა და შენზე მეტი თუ არა ნაკლები არ ესმის პ.ს მირონცხებული მეფეზე თემა დაიხურა საუბედუროდ ვერ გიპასუხე ისევე როგროც უნათლავთა თემა, ხოლო ქორწინებაზე და იერარქიულობაზე თუ გინდა ვიკამათოთ ცოტა მოგვიანებით. ახლა უბრალოდ დრო არ მაქვს. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი