ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 9 2007, 06:11 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
იონა...
არასოდეს წმიდა წერილში "რწმენით ხსნაში" მხოლოდ რწმენით ხსნა არ იგულისხმება ციტატა მე საქმეების ჩადენის აუცილებლობას არ ვუარყობ, მე უბრალოდ ვამბობ რომ რჯულს მაინც ვერ აასრულებ საქმეებით სრულიად რადგანაც თუ ერთ რამეში ხარ დამნაშავე ყველაფერში ხარ დამნაშავე. , ვატყობ უბრალოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, აბა რომელი ჭკუათმყოფელი გეტყვის რომ საქმეებით მხოლოდ ცხონდება ადამიანიო?ჩვენ შეგეკამათეთ იმ შენს გადამეტებულ მტკიცებაზე სადაც მხოლოდ რწმენით ხსნა უფრო ჩანდა ვიდრე სინერგია...აი ეს იყო შენი შეცდომა, ეს არ არის სწორი გამოთქმაციტატა ამიტომაც არის რომ ქრისტიანს აცხოვნებს რწმენა და არა საქმე.!!! , ასე გაყოფა არ ხდება რწმენისა და საქმისა...თორემ მერე რაც წერე ( და ჩაასწორე); იმაში რათქმაუნდა გეთანხმებით და არაა პრობლემააქ არაფერია საკამათო ვატყობ, პროტესტანტი რომ იყო ( ეგერაა გაღიმებული ზემოთ ) სხვაგანა ვისაუბრებდით, აქ კი კარი თემაა და ასეთი უაზრო კამათებით ვაფუჭებ თემას, თუ კიდევ მოგივა სურვილი ეს კამათი ისევ აქ გააგრძელო, გთავაზობ იდეას. გახსენი თემა "მოდი მეკამათეთ" და იქ ვისაუბროთ ციტატა და ცოტა მეტი პატივისცემა გქონდეს ოპონენტის, გეხსომებოდა! ოღონდ ასეთები არ იყოს... კარგი? აბა კარგად! აქ ეს კამათი მორჩა, და ჩვენ დაგეგმილის მიხედვით გავაგრძელოთ... ----------------------------------------------------------------------------- ციტატა 2. დაცემა და მისი შედეგები აქ შევეცადოთ მოკლედ მოვხაზოთ მაინც როგორ შეიცვალა ადამიანის მდგომარეობა, ცვლილება ორგვარია 1. გარეგანი-სხეულებრივი 2. შინაგანი-სულისმიერი გარეგანი ცვლილება აშკარაა, შემოვიდა სიკვდილი, ტკივილი, ავადმყოფობა, ხრწნა, შემოვიდა განხეთქილება ადამიანში, სული რჩება უკვდავი, ხორცი მოკვდავია, თუმცა განხეთქილება დროებითია, მაგრამ მაინც ეს განხეთქილება დამანგრეველია მისთვის, სულის შინაგან ცვლილებები ისაა, რომ ადამიანში გაბატონდა ცოდვისადმი მიდრეკილებანი და იგი „ცოდვის მონად“ აქცია (რომ. 6,6). დაიბინდა მისი გონება და გრძნობა; ამიტომ ადამიანის ზნეობრივმა თავისუფლებამ ხშირად იწყო მიდრეკა ბოროტებისკენ და არა სიკეთისკენ. ადამიანთა მისწრაფებას, ეღვაწათ ცხოვრებაში, გულისთქმა და სიამაყე დაედო საფუძვლად" ...(პომაზანსკი) ................................... ახლა რათა საუბარმა ერთის მხრივ მონოლოგის და მეორეს მხრივ ყოვლადუსარგებლო კამათის სახე არ მიიღოს, და მოსაწყენი არ გახდეს, შევეცადოთ ზოგიერთ ზნეობრივ საკითხს ჩავუღრმავდეთ, იგივე ზედმეტი სიამოვნების თემას, დამასკელის ციტატა მოვიყვანე, რა იყო გაუგებარი და საიდან გავაგრძელოთ? ასევე იყო სხვა კითხვები ცოლქმრის თანაცხოვრების შესახებ და სჯობს თანადროულად ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე, მერე ნელნელა შემოგვიერთდებიან კანუდოსელი , დავითი და სხვები, მალე ლიტერატურსაც დავდებ, რომელიც ზემოთ ბიბლიოთეკაში იქნება. .... იხარეთ თქვენ და საქართველომ! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი