![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვუყურებ მე ამ მოვლენებს, საკუთარ თავს, და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც 20 წლის წინ და არც ახლა ჩვენს მენტალიტეტში არაფერი არ შეცვლილა, როგორც მაშინ არ დავუჯერეთ პატრიარქს, ისე ახლა არ გვესმის მისი.
ქრისტე თავიდან საქადაგებელია საქართველოში წარმართების ქვეყანა ვართ.... ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვერ გავიგე რა ჭირს მარიამს? ან საერთოდ ვფიქრობ ეს უფრო გრძნობებით აზროვნებაა, რაა გაუგებარი იმაში, რომ ერი თავისი ისტორიის განმავლობაში განიცდის დაცემის და ზრდის სხვადასხვა პერიოდებს, ეს დაცემა და ზრდა მხოლოდ სოციალურ ზრდა-დაცემას კი არ გულისხმობს, არამედ შეგნების და ერთიანობის შეგრძნების იდეას, საკუთარი დანაშაულის თვალებში შეხედავს ( ნათელი მაგალითი მოიყვანა კანუდოსელმა ზემოთ) და მის გამოსწორებაზე ფიქრს, ასე ხდება ისევ ჩამოყალიბების და ზრდის პროცესის დაწყება, ხოლო კუჭზე ფიქრით, ეგოიზმით და ღალატით კი პირიქით იწყება ან გრძელდება დეგრადაციის პროცესი, რომელიც პირიქით ჩამოყალიბების ზრდად პროცესს აჩერებს და ისევ ქაოსში ისვრის ერს, უბრალოდ, როცა დასარისხებელია ზარი, უნდა დაირისხოს, აკაკიმ უთხრა საქართველოს, როცა ღირსი იყო "ფურთხის ღირსი ხარ"-ო, ილიამ "ჩვენისათანა ბედნიერი" დაწერა, როცა საჭიროა მუწუკს ხელი უნდა დააჭირო, რაც არ უნდა გეტკინოს, რომ ჩირქი მოიშორო, თორემ მისი დაფარვით და პატრიოტიზმის და რაც ვართ ჩვენ ვართ-ის ძახილით, ის მუწუკი შეიძლება მომაკვდინებელ სენად იქცეს...
რაა აქ გაუგებარი და აღსაშფოთებელი მარიამ ( და სხვანი დედათაგანი ![]() ღმერთმა იხსნას საქართველო! ზედმეტობები კი მართლა გამიკვირდა ![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი