ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
KAIROS |
Oct 1 2007, 11:04 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა!
მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს... საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო... ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში... ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე: დამხვდით მშვიდობით და იხარეთ! სიყვარულით: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 10 2007, 12:24 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ლამის გადამავიწყა ეს თემა არეულმა მდგომარეობამ, დღეიდან ვიწყებ წერას ესპანეთის შესახებ, თუმცა გზადაგზა სურათებს შევამატებ ათონის მთიდან და ბარსელონადან...
............................... ბარსელონა ბარსა, უცნაური ქალაქია, გაუდის ულტრა მოდერნიზმით ნიშანდასმული... მისი ცენტრი ნიუ-იორკისას გავს, ჭადრაკული კუბიკური ქუჩებით, ამიტომაც ასე ამბობენ, ნიუ-იორკის შემდეგ ბარსელონაშია ყველაზე მეტი შუქნიშანიო... შეიძლება; ლა რამბლა ცენტრალური ქუჩაა ბარსელონაში; ამ ქუჩაზე ათობით ჯამბაზი და ადამიანი-ქანდაკი ეჯიბრება ერთმანეთს, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტის ყურადღება და წვრილი ფული მოიგოს, ერთმანეთის გვერდითაა ულამაზესი ყვავილების და ფრინველების მაღაზიები, ასვე თანამედროვე და კლასიკური ცეკვების თვითნასწავლი ხელოვანები, მხატვრები და მუსიკოსები გამვლელებს ნამდვილად არ უტოვებენ მოწყენის საბაბს... მართლაც ისეთ რამეს ნახავ ბარსელონაში, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად გაუდის პარკი, რომელსაც მხილველი აღფრთოვანებაში მოყავს, არცერთი კუთხე, არცერთი ტეხილი, სრული სიმგვრალე, მოქნილობა. შერწყმული ფერთა უცნაურ და ორიგინალურ პალიტრასთან, და ეს ყველაფერი არქიტექტურულ მოდერნიზმთან ერთად ქმნიან იმ შარმს რაც ასე იზიდავს ბარსელონის მხილველებს... ლამაზი, თეთრი და ისევ გაუდის სტილში გაკეთებული პორტი, სასახლეების, ოფისების და ვილების ისევდაისევ გაუდისეული გადახურვის სტილი, რომელიც ჭრელი ქვეწარმავალის ჯავშანს მოგაგონებს, ყველაფერი უცნაურია ბარსაში, იქამდის ეკლესიაც კი, რომელსაც ჯვრის მაგივრად მაცხოვრის ხელებგაშლილი და ამრიგად ჯვრის ფორმის გამომხატველი ქანდაკი ადგას, ტიბიდაბოს ამ ეკლესიიდან ხელის გულზე მოჩანს ბარსელონა, უცნაურია ბარსელონას სასაფლაო, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ, მიცვალებულთა ქალაქს, ესაა მთის ფერდობზე სართულ-სართულ აღმავალი ასობით და ათასობით საფლავები, ლამაზად მოწყობილები და მინებში ჩასმული, როდესაც მზე ეცემა, მთელი მთა უცნაურად ანათებს, საფლავები მზედ იქცევა ცოტა ხნით... უცნაურია კატალონიელების სიმბოლოც - ვირი- კასტილიელების ცნობილი ხარის წინააღმდეგ, უცნაურია კატალონიელების პატრიოტიზმიც, ყველგან ორენოვანია წარწერები, ესპანურად და კატალონიურად, არადა თითქმის ერთიდაიგივეა... უცნაურია ბარსას ფანებიც, ნოუ კამპზე დავესწარი ბარსელონას თამაშს და ასეტი მდარე და უგულო გულშემატკივრობა ევროპაში არსად მინახავს, უცნაურია გაუდის ერთერთი სახლი, როელიც გველეშაპს გავს და საკვამური კი ჯვრის ფორმისაა, ბევრი ფიქრობს რომ ეს წმიდა გიორგითაა შთაგონებული ჯვრით დაგვირგვინებული შუბით რომ გმირავს გველეშაპს, უცნაურია გრაცია-ს სახელით ფრანგი არქიტექტორის შესრულებული შენობა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფალოსის ფორმისაა, უცნაურია თვით ბაზრობაც კი, აქ ხელოვნების ნიმუშებადაა ქცეული დახლები, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ჩირები, ყველაფერი ეს საოცარ ფერებშია გაწყობილი, და ხალხი იქ უფრო დასათვალიერებელად შედის, ვიდრე საყიდლებისათვის, თუმცა მერე ყველას უჩნდება სერვილი რამე მაინც გამოაყოლოს ხელს, ასეთი ლამაზი რეცლამა ძალიან ჭრის, ასეთი უცნაურია ბარსას ბაზრობა ... და მაინც ყველაზე უცნაური რაც ბარსელონაშია, ესაა უცნობილესი საგრადა ფამილია, რომელიც გენიალური გაუდის შემოქმედებაა, წმიდა ოჯახის სახელობის ეს ეკლესია, ბეთლემის გამოქვაბულის იდეითაა შექმნილი და გოთური სტილის გრძელი და წვრილი გუმბათებით დაგვირგვინებული; 12, მოციქულის სიმბოლოდ 12 გუმბათია და თითოეულზე სანქტუს, სანქტუს, სანქტუს ანუ წმიდაა, წმიდაა, წმიდაა აწერია, კუთხეებში კი იკითხება იესო, მარიამი, იოსები... მთავარ შესასვლელში კი მოდერნიზირებული ჯვარცმა, სადაც მაცხოვარი ოთხი სამსჭვალითაა გამოსახული, არადა გაუდს მხოლოდ ცენტრალური შენობა ეკუთვნის, მის გვერდით კი კომპიუტერით აღდგენილია მიახლოებით ის რაც გაუდის ქონდა ჩაფიქრებული და დღესაც მიდის მუშაობა და ალბათ კიდევ ათობით წლები გაგრძელდება... კიდევ ერთი უცნაურობა სწორედ გაუდის უცნაური აღსასრული იყო, იმ დროისათვის ბარსელონაში მოძრავმა ერთადერთმა ტრამვაიმ მოკლა ველოსიპედით მიმავალი გაუდი... ქართველებიც უცნაურადაა იქ, ყველა რჯულის, შავიც და ნაცრისფერიც, წმინდაც და გასვრილიც, ისეთივე ჭრელი, როგორც ბარსა, ისეთივე განსხვავებულნი, როგორც გაუდის სახლები, და მაინც ისეთივე ქართველები, როგორიც ჩვენ, ისეთივე ემიგრანტები, როგორიც ბევრგან და ისეთივე მონატრებულები სამშობლოზე, როგორიც ყველა ნამდვილი ქართველი, რა გაგების, ქონების და გვარიშვილობის არ უნდა იყვნენ, ყველა თუ არა უმრავლესი ტაძარში შემოკრებილი და შენ ხარ ვენახზე გარინდებული... ყველა თავის სახლში და კუთხეში გონებით დაბრუნებული და სულით მლოცველი, ასეთი ხალხი გავიცანი ბარსელონაში და მდიდარი გავხდი მათთით, კარგია როცა მწყემსი მწყემსობს და სამკალიც იმკის, მაშინ როცა იგი ფრიად, მტკივნეულად ფრიად არს... მოკლედ ასეთია ჩვენი ბარსა, უცნაურად ლამაზი, უცნაურად თავისებური და უცნაურად მიმზიდველი .......................... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი