მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
მნათე |
Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი
#221
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Misha Songulashvili |
Nov 11 2007, 12:16 AM
პოსტი
#222
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
staywhite
ციტატა ილოცეთ მერე თქვენ, ვისაც გინდათ და ვისაც არ უნდა რა, იმათ ამტყუნებთ? ილოცეთ კაცო, ჩვენ არ გიშლით! ყველაფერი თავისუფალი ნებაა და გინდა გილოციათ და გინდა მათი აღმსარებლობაც მიგიღიათ, ეგ მხოლოდ საკუთარი გადასაწყვეტია და არა ვინმეს შეტენო სურვილი და განწყობა. რას ამარიაჟებთ მაგ ეკუმენიზმს არ მესმის (აქ ვგულისხმობ, ამ ფორუმზე). ყველანი ვიქცევით საკუთარი სურვილისამებრ, ეს არავის ეკრძალება. "ჩხუბი" რა საჭიროა იმას ვერ ვიგებ მხოლოდ. თუ შეგიძლიათ მიჩვენეთ ამ თემაში ვინ ვის რას "სტენის ". თუ შეიძლება ისიც დამიზუსტეთ ვინ ამარიაჟებს ეკუმენიზმს? თუ ჩხუბი არ არის საჭირო, თქვენს გარდა შეურაცხმყოფელი ტონით არ ლაპარაკობენ ამ თემაში. მოდით სანამ ვინმეს დაუწყებთ ქადაგებას საკუთარ თავს შეაგნებინეთ რომ აგრესია არ არის საჭირო. Eliko ციტატა მე ვთქვი, რომ არ არსებობს პროტესტანტული ეკლესია, არც კათოლიკური ეკლესია. და ისინი არ არიან ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესიის ნაწილები. დასანანია თქვენი ასეთი რადიკალურობა. რაიმე შანსი მაინც დაგეტოვათ, ან იქნებ ის გეთქვათ რომ ღმერთმა გადწყვიტოს და არა ჩვენო... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი