მიყვარხარ ტკბილო კახეთო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიყვარხარ ტკბილო კახეთო |
ზარნაშო |
Nov 10 2007, 01:49 PM
პოსტი
#41
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ამ კუთხეზე ისეთ დაწვრილებით ცნობებს ვერ მოგაწვდით, როგორც potiabesbaiaმ გურიაზე (ვერ რა, თუ მოვინდომე, ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ წიგნებს მოვნახავ, მაგრამ ამ განყოფილებაში მგონი არაა საჭირო), მაგრამ ზოგადად დაფახასიათებ და მერე აქტიურობა თქვენზეა. კახეთი იყოფა რამოდენიმე ნაწილად (გარეკახეთი, შიგნიკახეთი, ქიზიყი, გაღმამხარი), რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, მე ქიზიყში მაქვს სოფელი, უბატონო კახეთში. მახსოვს, ერთი თელაველი ნაცნობის კილო თავიდან ძალიან მეუცხოვა. ჰერეთიც მონათესავე კუთხეა. როგორც რაჭა და ლეჩხუმი, დაახლოებით ისე იყო ჰერეთი და კახეთი. ეჰ, ახლა სადღაა ჰერეთი... არა უშავს,
იქ სადაც ახლა გაჰკივის მოლა, მალე იქუხებს ჩვენი "ისპოლა". მოკლედ თქვენ იცით, იაქტიურეთ, მე დღეში ერთი საცოდავი საათი მაქვს ინტერნეტში, თემები კი ბევრია. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
TuTashxia |
Nov 11 2007, 01:34 AM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
ცოტა რამ კახეთის ისტორიის შესახებ.....
კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკინის მეორე ნახევარში, თავიდან მისი დედაქალაქი იყო თიანეთი, ხოლო 959 წლიდან თელავი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს ხოლო 1014 წლიდან კი კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს. კახეთი მეფე-მთავრები: ჯუანშერი 761-787 გრიგოლი 787-827 ვაჩე (დაჩი) 827-839 სამოელ დონაური 839-861 გაბრიელ დონაური 861-881 ფადლა I 881-893 კვირიკე I 893-918 ფადლა II 918-939 კვირიკე II 939-976 დავითი 976-1009 კვირიკე III დიდი 1014-1037 გაგიკი 1037-1058 აღსართან I 1058-1084 კვირიკე IV 1084-1102 აღსართან II 1102-1104 959 წელს კახეთს შეუერთდა ჰერეთი, 1009-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო 1104 წელს იგი საბოლოოდ შეიერთა დავით IV აღმაშენებელმა. -------------------- დიდგორი the best
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი