![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
Eliko
ციტატა მე რა შუაში ვარ? იქნებ წაგეკითხათ სჯულისკანონი და საეკლესიო კრებების დადგენილებები? ან იქნებ მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსი მაინც? ეკლესია დაფუძნდა 1 საუკუნეში, მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, შენ ხარ კლდე და შენზე დავაფუძნებ ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. სად იყვნენ მაშინ კათოლიკები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, ნესტორიანელები და ა.შ.? საქმე იმაშია რომ ქრისტიანები აღიარებენ ეკლესიას როგორს "ერთი წმინდა და სამოციქულო ეკლესიად" (ნიკეის მრწამსი 381). იმ ეკლესიებშიაც კი სადაც ოფიციალურ ხმარებაში არ არის ეს მრწამსი, დადასტურებულია იესო ქრისტეს ეკლესიის ერთობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის ერთობას კველა ვაღიარებთ, ყველა ქრისტიანი. აქედან გამომდინარე თქვენი შენიშვნა ჩემთვის მიუღებელია -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Eliko |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
Eliko საქმე იმაშია რომ ქრისტიანები აღიარებენ ეკლესიას როგორს "ერთი წმინდა და სამოციქულო ეკლესიად" (ნიკეის მრწამსი 381). იმ ეკლესიებშიაც კი სადაც ოფიციალურ ხმარებაში არ არის ეს მრწამსი, დადასტურებულია იესო ქრისტეს ეკლესიის ერთობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის ერთობას კველა ვაღიარებთ, ყველა ქრისტიანი. აქედან გამომდინარე თქვენი შენიშვნა ჩემთვის მიუღებელია იტყუებით. რას ნიშნავს, "ოფიციალურ ხმარებაში არ არის ეს მრწამსი"?? აბა როგორ ხმარებაშია? რა საინტერესო განმარტებაა. კიდევ ვამბობ, თუ გინდა, გიმღერებთ, რომ მათ ეკლესიები არ ჰქვიათ მათ. ისინი არიან ჯგუფები, რომელთაც თავისებურად, სხვადახვანაირად სწამთ ქრისტე. სხვადასხვანაირად განმარტავენ წმინდა წერილს და გზადაგზა ცვლიან მას. ისინი არ არიან ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესიის ნაწილები, მათთან ხელდასხმის ჯაჭვი გაწყვეტილია და მათი "ნაკურთხი" მღვდელი არ ითვლება მღვდლად და მათ მიერ შესრულებული საიდუმლოებები არ არის მადლმოსილი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი