![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
Eliko
ციტატა იტყუებით. გეთაყვა მე თქვენთვის არ მიკადრებია იტყუებითთქო, ან რაც მოგახსენეთ ეს ჩემი პირადი შეხედულება კი არ გახლავთ, ეს საყოველთაოდ ცნობილია. უმჯობესი იქნებოდა გეთქვათ ცდებიო, მაგრამ რახან აგრესიულ და შეურაცხმყოფელ გზას ირჩევთ ნება თქვენია. ციტატა რას ნიშნავს, "ოფიციალურ ხმარებაში არ არის ეს მრწამსი"?? აბა როგორ ხმარებაშია? რა საინტერესო განმარტებაა. ანუ რომელი ეკლესიაც არ იყენებს ამ მრწამს რწმენის დასამოწმებლად, ისინი მაინც ეთანხმებიან და იზიარებენ იმ აზრს. ციტატა ისინი არ არიან ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესიის ნაწილები, მათთან ხელდასხმის ჯაჭვი გაწყვეტილია და მათი "ნაკურთხი" მღვდელი არ ითვლება მღვდლად და მათ მიერ შესრულებული საიდუმლოებები არ არის მადლმოსილი. არ გეუბნებით რომ თქვენ იტყუებით მეთქი ![]() დამავალებთ თუ თქვენც შესცვლით თქვენს შეურაცხმყოფელ ტონს შესცვლით. solomony თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. როდესაც თქვენ ოთახში ჩაკეტილი ლოცულობთ ეკლესიის გარეშე და ლიტურგიის გარეშე, ეს ფორმალური ლოცვაა? ლოცვა აღევლინება უფლის მიმართ ... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Eliko |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
Eliko ანუ რომელი ეკლესიაც არ იყენებს ამ მრწამს რწმენის დასამოწმებლად, ისინი მაინც ეთანხმებიან და იზიარებენ იმ აზრს. არ გეუბნებით რომ თქვენ იტყუებით მეთქი ![]() დამავალებთ თუ თქვენც შესცვლით თქვენს შეურაცხმყოფელ ტონს შესცვლით. თუ სიტყვა ტყუილი არ მოგწონთ, მაშინ სხვა სინონიმს მოვუძებნი თქვენს საქციელს: იტყუებით კი არა, ცრუობთ. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ. ცრუობთ, იმიტომ, რომ თუ მრწამსს იზიარებთ, მაშინ პირჯვარს უკუღმა არ გადაიწერთ, წმინდა ზიარების საიდუმლოზე არ იტყვით, ეს მხოლოდ სიმბოლურიაო, არც ხატებზე იტყვით, ესენი კერპებიაო, და არც ღვთისმშობელზე იტყვით, უბიწოდ ჩაისახაო. ეხლა რატომ არის თქვენი საქციელი სიცრუე და არა შეცდომა. იმიტომ, რომ ძალიან კარგადაც გაქვთ წაკითხული სჯულისკანონიც და მრწამსიც. თქვენ რომ შემცდარი იყოთ და პასუხს ეძებდეთ, სხვა ტონი ექნებოდა თქვენს ნაწერს. მაგრამ არა, თქვენ მიზანმიმართულ აგიტაციას ეწევით და ზუსტადაც, რომ ცდილობთ როგორმე მიატმასნოთ ვინ იცის საიდან მოსული იდეოლოგიები წმიდა ეკლესიას. რა საინტერესოა, თუკი ეთანხმებიან და იზიარებენ "თქვენი ეკლესიები" ამ მართლმადიდებლურ მრწამსს, მაშინ რატომღა არ იყენებენ ამ მრწამსს რწმენის დასამოწმებლად? აბა რაში გამოიხატება რომ იზიარებენ მას? ჯერ ერთი, "ეკლესიები" რას ნიშნავს? როგორც არ არსებობს "ღმერთები" ან "ქრისტეები", ასევე არ არსებობს "ეკლესიები". კითხვა: როცა თქვენი სეხნია, მიშა სონღულაშვილი დადის მღვდელმსახურის ფორმაში გამოწყობილი, დიდი ჯვრით გულზე, ვინ მისცა მას ეს ფორმა? ვის დაეკითხა? თუ პროტესტანტია, პროტესტანტები არც ერთ ქვეყანაში ასე ჩაცმულები არ დადიან. ეს მან, თავად, კიდევ ერთი "სიახლე" შემოიღო, ეს უკვე თვითონ იმ მიმდინარეობას შიგნით, რომელსაც ეკუთვნის. იგი ჰბაძავს მართლმადიდებელ სამღვდელოებას, აქაოდა, თქვენზე ნაკლები კი არ ვარო. რისთვისაა ეს საჭირო? იმისთვის, რომ დააბნიოს ხალხი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი