ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
Nov 13 2007, 02:53 AM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ნაწყვეტი ანტონ სუროჟელის წიგნიდან "Начало Евангелия Иисуса Христа, Сына Божия"
საიდან გაჩნდა ბოროტება ღმერთმა ანგელოზები შექმნა ნათელნი და სრულნი. როგორც ყველა მისი ქმნილება, ისინიც უმანკონი იყვნენ, მაგრამ უნდა გაზრდილიყვნენ სიწმინდემდე, როგორც ადამიანი იბადება უმანკო, მაგრამ შინაგანი ბრძოლით და ბოროტისადმი წინააღმდეგობით, სიწმიდის სრულ საზომს უნდა მიაღწიოს. როცა ვლაპარაკობთ ანგელოზებზე, შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, ღმერთმა ისინი შექმნა ნათელნი, გამჭვირვალენი. წმ. გრიგოლ პალამა შესანიშნავად ამბობს რომ ანგელოზები მსგავსნი იყვნენ ბროლისა (უფლის ანგელოზები ასეთებად დარჩნენ), რომელიც ატარებს სინათლეს და ირეკლავს მას სხვადასხვა მხარეს, მათში არ არის არავითარი სიბნელე, ისინი ბოლომდე გამჭვირვალენი არიან, ამიტომ მათში გამავალი ღვთაებრივი ნათელი თავისუფრად იღვრება ყველა მხარეს. აი ასეთებად იყვნენ ისინი შექმნილნი, და გარკვეული დროის მანძილზე უნდა გაზრდილიყვნენ, არა იმ გაგებით რომ უნდა გამხდარიყვნენ უფრო ნათელნი ან გამჭვირვალენი, ისინი ისედაც უკვე იყვნენ სპეტაკნი, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ბროლზე, არამედ ნამდვილ, ცოცხალ არსებებზე, რომელთაც ღმერთმა მოუწოდა მისკენ ევლოთ, გაზრდილიყვნენ, გათავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი ქმნილებრიობისგან და ზიარებოდნენ ღვთაებრივს, არა შერწყმოდნენ მას, არამედ ზიარებოდნენ მის სრულ სიწმიდეს, მის ღვთაებრივ სისპეტაკეს და სილამაზეს. ერთი ძველი მწერალი ამბობს, რომ ანგელოზებმა ასე იწყეს ზრდა, და თავიანთი ზრდის ყოველ საფეხურზე ხედავდნენ რომ ისინი ხდებოდნენ უფრო მშვენიერნი, რომ ღმერთთან ერთობა ხდიდა მათ უფრო მეტათ ნათლად, წმინდად, სრულად, მაგრამ ყოველ ჯერზე იმისთვის რომ მიეღწიათ მეტი სიწმინდისთვის, მეტი სისრულისა და სილამაზისთვის მათ შინაგანად უნდა ეთქვათ უარი იმ სილამაზეზე, სისრულეზე და სისავსეზე, რასაც უკვე მიაღწიეს. და აი დადგა მომენტი, როცა ზოგიერთი ანგელოზი შეყოყმანდა, თითქოს საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეს, დაენანათ დაეკარგათ ის, რაც უკვე ქონდათ, იმისთვის რომ შეებიჯებინათ გაურკვევლობაში, მათ რა თქმა უნდა იცოდნენ ღვთის სიტყვა, რომელიც მოუწოდებდათ: დატოვე ყველაფერი უარყავი საკუთარი თავი და შენ ახვალ სისრულის და სილამაზის ახალ საფეხურზეო, - მაგრამ მათ შეეშინდათ “როგორ დავკარგო ის საოცარი სილამაზე, რომელიც არის უკვე ჩემში?” არის ძველი მონათხრობი ბერძნულ მითოლოგიაში, თუ საოცარი სილამაზის ყმაწვილმა როგორ დაინახა თავისი ანარეკლი და ისე მოიხიბლა ამ სილამაზით, რომ ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა თავისი გამოსახულებისთვის და ასე მოკვდა თავის სილამაზეზე თვალის დახუჭვის უუნარო შესაძლოა ამის მსგავსი მოუვიდათ ანგელოზებსაც. ზოგიერთი შეყოყმანდა: როგორ შემიძლია უარვყო ყოველივე ის, რაც უკვე მაქვს, რაც ასე სუფთაა, ნათელია, ღვთაებრივია, იმისთვის რომ მივიწიო ახალ საზომად? და იმ წუთს როცა ღვთის ანგელოზმა დაიწყო საკუთარი თავით ტკბობა და მოაშორა მზერა ღმერთს, უარი თქვა დაევიწყებინა საკუთარი თავი, რომ ცოდნოდა მხოლოდ ღმერთი, ის გახდა ქმნილება(тварь, პირუტყვი) ბოლომდე. ჩაეფლო თავის ქმნილობაში, და დაკარგა ურთიერთობა ღმერთთან, ის გახდა სხვა არსება, ღმერთთან ურთიერთობის არმქონე, რომელიც უკვე იმყოფებოდა არა ღმერთთან ერთობაში, არამედ განცალკევებით. ის იდგა ღვთის წინაშე, პირისპირ, მაგრამ უკვე დაბნელებული, თავისი შექმნილობის ტყვე; ხოლო იყო ტყვე საკუთარი შექმნილობისა(მატერიის) ღმერთისგან მოწყვეტით - ნიშნავს ჩაეფლო სიბოროტეში, სიკვდილში, ნგრევაში, ეს მოუვიდათ ანგელოზთა იმ ნაწილს, რომელთაც ახლა ეშმაკებს ვეძახით -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი