![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ის სხვებშიც ისეთსავე დაცემულობას ხედავს, როგორსაც საკუთარ თავში და უკვე ებრალება ისინი, როგორც მასსავით უბედურები"
ესეთი რთულია ამ დამოკიდებულებით საუბარი ერთმანეთან მხოლოდ იმისთვის რო ჩვენივე სიტყვებით ძალიან ბევრი შენსავით უბედური ადამიანის გული არ შეურაწყოო და არ დამცირო ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა მე ფიქრები მაქვს ეგეთი....თან ვიცი რომ ძალიან საშინელია ...და სასოწარკვეთილებაში ვვარდები...მაგრამ რომ ავყვე უარესს გავიკეთებ ვიცი რომ ამას ნორმალური ადამიანი ვარ იფიქრებს რომც გამეფიქროს არც კი უნდა ავკყვე...ამიტომ კი ვუბრაზდები და ვშიშობ და ვშფოთავ მაგრამ რა გზას დავადგე არ ვიცი leluka აქ წერია ზოგადად როგორ ვებრძოლოთ უკეთურ აზრებს. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/uketuri_azrebi.htm არის კიდევ კატეგორია განსაკუთრებით მძიმე ფორმის აზრებისა. ღვთის მგმობი (მკრეხელური) აზრებიქრისტიანს, არცთუ იშვიათად, ღვთის მგმობი აზრებიც ეწვევა ხოლმე. არქიმანდრიტი ბორის ხოლჩევი ამაზე წერს: „აზრთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აშკარად ეშმაკისეულია. ბევრ ქრისტიანს გამოუცდია მათი შემოტევა. წმიდა მამათა თხზულებებშიც ხშირად არის ამაზე საუბარი. მათ მკრეხელური (ანუ ღვთისმგმობი) აზრები ეწოდებათ. ადამიანი ლოცულობს, მის სულში სიმშვიდეა, ამ დროს, მოულოდნელად, ცნობიერებაში ისარივით ეჭრება ღვთის შეურაცხმყოფელი რომელიმე აზრი, ან ეჭვი ჭეშმარიტებისადმი, რომელიც ადამიანს იმდენად აცდუნებს, რომ უჩნდება უნდობლობა ღვთის არსებობისადმი, უჩნდება ეჭვი უფალი იესო ქრისტესადმი, როგორც კაცობრიობის მხსნელისადმი. ღვთის საგმობი აზრები, შესაძლოა, ეხებოდეს ღვთისმშობელს, ან სხვა წმიდანებს. ხდება ისეც, რომ ხატის შემყურე ადამიანს რამე უმსაგვსოება გაუელვებს ხოლმე თავში“. წმიდა მამები ასეთ ზრახვებზე ამბობენ, რომ ისინი ეშმაკისაგან მოვლენილი საცდურებია. ზოგიერთ ადამიანს ეს უნებლიე აზრები სასოწარკვეთილებაში აგდებენ, ისინი დამნაშავედ თვლიან თავს და წყვეტენ ლოცვას, აღარ ეზიარებეინ წმიდა საიდუმლოებებს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბრალი არ მიუძღვის. ღვთისმგმობ აზრებს ადამიანს ეშმაკი ახვევს თავს, პასუხსაც ის აგებს მათზე. მამათა ცხოვრებაში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: რომელიღაც ღვთისმოშიში ბერი საშინელი ღვთისმგმობი აზრებისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ბერმა იფიქრა, რომ ის წარწყმდა. სხვა მოსაგრეებსაც მიმართავდა რჩევისათვის, მაგრამ ისინი ვერაფრით ეხმარებოდნენ. ერთხელაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერთან მივიდა, მაგრამ შერცხვა, მოეთხრო მისთვის იმ მკრეხელურ აზრებზე, რომლებიც ეხებოდა ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელსა და ღვთის წმიდა საიდუმლოს. ამიტომ ეს აზრები წერილობით გადასცა ხუცესს. ხუცესმა ისინი წაიკითხა, ბერს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: „ნუ გეშინია, შვილო, ეს შენი ბრალი არაა, დამნაშავეა ეშმაკი. ამ აზრებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“. ბერმა შვებით ამოისუნთქა. ადამიანი დამნაშავეა იმ შემთხვევაში, როცა ყურადღებას შეაჩერებს ხოლმე ამ აზრებზე, ებმება მათთან საუბარში. ესეც ეშმაკის ერთ-ერთი ხლართია. წმიდა მამები მკრეხელური აზრებისაგან თავდაცვის უებარ საშუალებად თვლიდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან ხშირ ზიარებას. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში ყოველდღიურად ზიარებას ურჩევდნენ. ღვთის მგმობი აზრებისაგან განთავისუფლების კიდევ ერთი საშუალება არსებობს. ერთ-ერთ ბერს, რომელიც გამუდმებით იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, ჰკითხეს, თუ ვინ ასწავლა მას ასეთი ლოცვა. ბერმა უპასუხა - ავსულებმა, და განმარტა: უკეთური აზრები ხშირად მაწუხებდნენ. როგორც კი ისინი მეწვეოდნენ, უმალვე იესოს ლოცვას ვიწყებდი. ასე მექცა იგი ჩვევად“. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი