წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
ნიკოლოზ_V |
Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი
#61
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
წმიდა ნიკოლოზ სერბი, ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს. სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე. 1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა. 1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს. "ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო. მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ". -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
guest |
Nov 13 2007, 07:16 AM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
(* თარგმნის დროს არ მქონდა სახარება ქართულ ენაზე,ამიტომ სახარებიდან მოყვანილი ციტატების არაორიგინალურობისათვის ბოდიშს ვიხდი. გთხოთ მომაწოდოთ შენიშვნები თარგმანის ირგვლივ, რომ შემდეგში გავითვალისწინო მადლობთ.)
ნაკლები წუხილი მეტი რწმენა რაც ნაკლებია წუხილი, მით მეტია რწმენა. სარწმუნოების ერთერთი მთავარი მადლი იმაში გამოიხატება, რომ რწმენა ადამიანს ბევრი ჭმუნვისაგან ათავისუფლებს . სანამ შვილმა იცის, რომ ყავს მამა, რომელიც ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე ზრუნავს, ყველა მისი ყოველდღიური ფიქრი ოჯახზე სიმღერით მთავრდება. ადამიანი რაც უფრო მეტად საკუთარი ძალისხმევით ეცდება გადაჭრას მაჭირვებელი საფიქრალი, უფრო მეტად ეფლობა განსაცდელში და ემატება წუხილი და მასში ბოლოს სიხარული კვდება, მისგან რჩება მრისხანებით აღვსილი სულიერად გამხმარი ტყავის ჩანთა, რომელიც საფლავისთვისაა განკუთვნილი. -რა არის თქვენი წუხილი? ეს არის მაცხოვრის მიერი ერთერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა კაცობრიობის მიმართ: რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით მიაღწიოს თავისი მონაგარის გაზრდას ? რაში გამოგადგებათ თქვენ წუხილი, თუკი ხვალ თქვენთვის მზე არ დაიბადება? ის კი, ვინც ფიქრობს დილით მზის ამოსვლაზე, წუთების სიზუსტით დადგენილ მზის ამოსვლაზე, რათქმაუნდა იფიქრებს თქვენს უმნიშვნელო წუხილთა შესახებაც. დიდი ეპიკტეტი: -გაუნათლებელი ადამიანი სხვას აყვედრის მის წარუმატებლობას ; ის კი, ვინც ეს-ესაა ჩამოყალიბება დაიწყო, ის საკუთარ თავს აყვედრის. ხოლო განსწავლული კაცი კი არც თავს აყვედრის და არც სხვას! სტოიანური ფილოსოფოსისთვის ნასწავლი კაცი ის არის, ვინაც ყველაფერი მსოფლიო გონს მიანდო. გავიხსენოთ წინასწარმეტყველი ისაია: -გეუბნებით თქვენ, ჩემი მომდევარნი გულში სიხარულით იმღერებენ, თქვენ კი (ვინც უფალი მიატოვა) , თქვენ საწყლად იდრტვინებთ გულებით და აჭირვებთ თქვენს სულებს (65,14 ). წინასწარმეტყველი ისაიასთვის უფლის მონა ისაა, ვინც თავისუფალი ნებით ემორჩილება და მიყვება უფლის ნებას - მწუხარებისა და შიშის გარეშე. თვით უფალი იესო ქრისტე განმარტავს ამას: ბევრ რამეს ეცდები და სწუხხარ? მაგრამ მხოლოდ ერთი რამეა აუცილებელი, და რა არის ეს ერთი რამ? -რწმენა : 1) რომ მამა ცოცხალია, 2) რომ ის ფიქრობს ყველაზე და ყველაფერზე, 3)რომ შვილი საკუთარი ძალისხმევით ვერაფერს ვერ შექმნის (იოვ. 5,19). მაშ როგორ, ყველა თქვენი საფიქრალი არ იცვლება სიმღერით? თუ თქვენ ჭეშმარიტად გწამთ ცოცხალი და ფხიზელი მამის არსებობა, მაშინ თქვენი ყველა ამქვეყნიური წუხილი აფსურდად მოგეჩვენებათ. თქვენი მრავალრიცხოვანი დარდით მხოლოდ თქვენს მიერ უფლისადმი უნდობლობას ამტკიცებთ. მაგრამ თუ თან სიტყვით ამტკიცებთ, რომ მორწმუნენი ხართ და მიუხედავად ამისა ისრისებით მწუხარების უღლის ქვეშ, მაშინ თქვენი რწმენა უაზრო ყოფილა. თითქოსდა ქვეყნიერების მამასახლისმა ვერ ითავა, ან არ ისურვა ან ვერ შეძლო საკუთარი სახლის მართვა და მოჯამაგირეები დაიქირავა. განა გადაარჩენენ მოჯამაგირენი სახლს, თუ ამას თვით მამასახლისი არ იტვირთავს ? თქვენ მე შემისწორებთ : შვილები და არა მოჯამაგირენი. კარგით, მაგრამ შვილები , რომლებიც მამას უძღვნიან საკუთარ გულს და აზრებს, რომლებიც ასრულებენ მამის სურვილს და ენდობიან, სჯერავთ მამის სიძლიერისა საფიქრალნი მოიფიქროს, ისინი არიან ნამდვილი შვილები, სხვა ყველანი კი მოჯამაგირენი. არავის არ შეუძლია თავს უწოდოს განათლებული, თუ ის ვერ გრძნობს საკუთარ თავში ზეციური მამისადმი მსგავსებას. ყველა დანარჩენი არის ბნელი ბრბო, დამწუხრებული და დანაღვლიანებული, იქნებიან ესენი უმაღლეს სკოლა დამთავრებულნი თუ უწიგნურნი , სულერთია. რწმენა, ეს არის როგორც ჯოჯოხეთის მცხოვრებთათვის გაწვდილი ცივი თითი. სხვა ყველაფერი ცეცხლით არის ანთებული, გარდა ამ ერთი თითისა. უჭკუონი ცხელ გადამდნარ რკინას გავარვარებულ გადამდნარ კალაში ურევენ. ცეცხლით კი ცეცხლი არ ქრება. მეტი რწმენა - ნაკლები წუხილი. სრულყოფილი რწმენა - სრულყოფილი უდრტვინველობა. სრულყოფილი რწმენა - სრული სიხარული. "გიხაროდეთ და მხიარულობდეთ !" -და ამას გეუბნებით მე თქვენ: ჩემი სიხარული თქვენთან დარჩება და თქვენი სიხარული აღსრულდება (იოვ. 5,19). ისე არ მისდევდა ღმერთს მოსე, როგორც პატარა ბავშვი თავის მამას? ასევე აბრაამი, ისააკი და იაკობი,ასევე სამუელი და დავითი. ნახეთ, როცა მოსეს უჭირდა, როცა დავითს უჭირდა, განა მაშინ მათ დაკარგეს უფლისადმი რწმენა? განა მათ დაიტვირთეს საკუთარი გულები წუხილით? ეცდებოდნენ ისინი საკუთარი ძალისხმევა ღმერთის ნებისთვის შეედარებინათ? თვით იესო? ნუთუ ქრისტე, როგორც მამის ყველაზე სრულყოფილი შვილი , არ უსმენდა მის მამას და არ ჰქონდა მისი რწმენა? ქრისტეს სახარება არის სიხარული, და არა დარდი. დარდის შემსუბუქება და არა წუხილის მომატება. რწმენის გრამი მეტად ფასობს, ვიდრე ტონობით წუხილი. ქრისტიანი, რომელმაც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, ის მხოლოდ წყლით ყოფილა მონათლული და არა სულით. მოძღვარი, ვინც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, მთის ძირში გორაობს, საიდანაც წესით სხვებს მთაზე ასვლაში უნდა ეხმარებოდეს. ღვთის კურთხევა, მშვიდობა და ჯანმრთელობა არ მოაკლდება იმ მორწმუნეს, ვინც შეძლებს მთელი სულით წარმოსთქვას: -ჭეშმარიტებაა, მეტს მიაღწევ რწმენით, ვიდრე წუხილით! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი