![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა: მოიხილე ჩემ, ცოდვილსა და უხმარსა, მონასა შენსა ზედა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღვდლობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღვდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ხორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან. არამედ ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთქვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს და მიდიან სამკვეთლოსთან. მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის). დიაკონი: აღიღე, მეუფეო. მღვდელი აიღებს დაფარნას, დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. მღვდელი აიღებს წმიდა ფეშხუმს და დაადებს დიაკონს თავზე, თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე. დიდი გამოსვლა დიაკონი: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია,ალილუია, ალილუია. მღვდელი წმ. ბარძიმს და წმ. ფეშხუმს მოათავსებს ტრაპეზზე და კითხულობს ტროპარებს: შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შგმურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა. საფლავსა შინა ხორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსეძელ გარე შემოუწერელო. ვითარცა ცხოვრებაშემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოისა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩვენისა აღდგომისა. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. მღვდელი დიაკონს: მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო. დიაკონი: მოიხსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თვისსა. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მეუფეო წმიდაო. მღვდელი: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. დიაკონი: ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩვენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. მომიხსენე მე, მეუფეო წმიდაო. მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. დიაკონი: ამინ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი