საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 13 2007, 01:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირდატ* ბაქარის ძე
ქართლის მეფე IV ს. 60-70 წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველ მეფეთა"-ს თანახმად. იყო ფრიად მორწმუნე. გაამრავლა ეკლესიები. მემატიანე მას თუხარისის ეკლესიის აშენებას, ერუშეთისა და წუნდას ეკლესიების შემკობას მიაწერს. თრდატ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" - ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია. (მირდატ ბაქარის ძე მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.) * ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობენ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფობდა 368 წელს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი