![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
თხოვნითი კვერექსი
დიაკონი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე). - წინადაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ. - წმიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ. - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ. - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა. - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ. გუნდი: მოგვმადლენ, უფალო (ყოველ მუხლზე). - ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ. - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ. - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ. - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ. - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ. - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. გუნდი: შენ, უფალო. ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა მღვდელი: უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა. მიითვალე ჩვენცა ცოდვილთა ვედრებაი, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა-მყვენ ჩვენ შეწირვად შენდა ძღვენთა და მსხვერპლთა სულიერთა, ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის: და ღირს-მყვენ ჩვენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილმითვალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩვენი, და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩვენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა. მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ. მღვდელი: მშვიდობა ყოველთა. გუნდი: და სულისაცა შენისა თანა. დიაკონი: ვიყუარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ. გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა. მღვდელი (დაბალი ხმით): - შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (3-გზის). დიაკონი: კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ. (იღება აღსავლის კარი) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი