![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭემარიტისა, შობილი და არა ქმნილი თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკენესასა. ამინ. დიაკონი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას შესაწირავსა მშვიდობით შეწირვადსა. გუნდი: წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა. მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა. გუნდი: და სულისაცა შენისა თანა. მღვდელი: ზე გვაქუნდინ გულნი. გუნდი: გვაქუს უფლისა მიმართ. მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა. გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და ღმითისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა. მღვდელი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად ყოვვლსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა: ამათ ყოვლთა-თვის გმადლობთ შენ, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთა-თვის, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამის-თვის, რომლისა ხელთაგან ჩვენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს სდგანან ათასეულნი მთავარანგელოზთანი და ბეერეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ვქუს ფრთენი, მრავალ-თვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა: ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი: გუნდი: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა. მღვდელი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩვენცა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. და დიდადშეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაი საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქუენ-თვის განტეხილი მისატევებელად ცოდუათა*: გუნდი: ამინ. მღვდელი: მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა: ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენ-თვის, და მრავალთათვის დათხეული მისატევვბელად ცოდუათა. გუნდი: ამინ. მღვდელი: მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა და ყოველთა ჩვენ-თვის ქმნილთა: ჯვრისა, დაფლვისა სამ დღე და აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომისა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა: შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლის-თვის. გუნდი: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო. --------------------------------- * ბასილი დიდის ლიტურღიაზე ეს ასამაღლებელი იწყება სიტყვებით: "მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:" -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი