![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ძალიან გამიტკბა ხო???
![]() ![]() მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს ![]() ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ ![]() თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი! აბა, გისმენთ..... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ადრე მთხოვა დავითმა, ვერ მოვახერხე აქამდის, ამიტომ არ მინდა რომ საერთოდ უპასუხოდ დავტოვო, რაღაც ინფორმაციებს ჩემს თემაში "ზაფხულის ჩანაწერებში" ნახავთ, რაღაც დეტალებს დავაზუსტებ ნელნელა, დღეს რაც გამახსენდა
![]() ა. თესალონიკი-ურანუპოლისი ავტობუსები დღეში რამოდენიმეჯერ გადის,მაგრამ ავტოსადგური საკმაოდ მოშორებულია ცენტრიდან,მაინც ადვილად მიაგნებთ, რადგან ახლოსაა ცნობილე "IKEA"-სთან, იქვე მიდიან ავტობუსები ცენტრიდან, ეგნატიუსიდან ( ასე ქვია ცენტრალურ გზას) და რკინიგზის სადგურიდან, ბილეთებს თუ ცოტა ადრე აიღებთ კარგს იზამთ, ფასი არ მახსოვს, სადღაც 20-25 ევრო იყო... დავაზუსტებ... მაგ. დილით აიღებთ და საღამოს გაემგზავრებით ურანულოპოლისისაკენ. ბ. ურანუპოლისი ეს პატარა და ლამაზი დაბაა ზღვის პირას, თუ დროს დაიტოვებთ და ამ ლამაზ უბანსაც დაათვალიერებთ კარგ იზამთ, ბევრი რამის ყიდვა იქვე ზღვის ნაპირას გაშლილ ბაზრობაზეც შეგეძლებათ, იქნებ მერე შეძლოთ იმ საოცარ ზღვაში ცურაობა, ათონზე ამის საშუალება არ მოგეცემათ და თესალონიკში კი ისეთი წმინდა წყალი არ არის, სასტუმროსაც წინასწარ თუ დაჯავშნით კარგს იზამთ, რადგან ხანდახან ბუმია, თუმცა როგორც კი ჩამოხვალთ ავტობუსიდან, მაშინვე დაგხვდებათ ვინმე გაღიმებული, რომელიც ბინას შემოგთავაზებთ, ფასები, როგორც მთელ საბერძნეთში , აქაც ხელმისაწვდომია, ჩვენ ერთ ღამეში საუზმითურთ 64 ევრო გადავიხადეთ რაც ძალიან იაფია ორი კაცისათვის, და თან ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა ჩვენი სასტუმროდან და კარგი სერვისიც იყო და საუზმეც ( ![]() გ. ათონის მთისაკენ უცნაურია, მაგრამ ათონის მთა საკმაოდ ძვირია, ვიდრე თავად საბერძნეთი, შესაბამისად გადაადგილების საშუალებებიც ძვირია, დიდ ბორანს გადაყავახართ დაფნიმდე, მანამ კი სხვდასხვა მონასტერებთან აჩერებს, მათ შორის რუსულ პანტელეიმონთან, მაგრამ თუ ივერონში მიდიხართ, დაფნიში უნდა ჩახვიდეთ, ბორანზევე მოგიწევთ ვიდეოკამერებბის შენახვა, ათონის მთაზე ვიდეოს გადაღება აკრძალულია, ჩახვალთ რა დაფნიში გადაჯდებით ავტობუსში, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ლამაზი ხედები იშლება როცა ზემოთ ადის, ავტობუსი მიგიყვანთ ათონის მთის ცენტრამდე კარიესამდის. აქედან უნდა გაიკითხოთ ივერონისაკენ მიმავალ "მარშუტკების" ( ![]() ![]() დ. ივერონისაკენ ივერონისაკენ, როგორც დაგიწერეთ, კარიესიდან მიდის მცირე ავტობუსები ან მარშუტკები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილება ათონზე ძირითადად დღის პირველნახევარში ხდება, როგორც მიწის ისე ზღვის ტრანსპორტი დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად არ დადის, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი ტრანსპორტი გექნებათ, ამის შესახებ , ვერაფერს გეტყვით... ივერონის მონასტრის კარიბჭესთან გამოკრულია ავტობუსის მოსვლის და გასვლის განრიგი, რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუმცა დაგვიანებებიც მოსული ამბავია ![]() დღეს საკმარისია... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი