ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#41
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
mari |
Nov 18 2006, 09:27 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 74 |
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
-------------------- ჩვენთან არს ღმერთი!
|
ninore |
Nov 21 2006, 03:20 AM
პოსტი
#43
|
ნაყინი ჩემი ტკივილია! ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......" მცდარი ფორმაა ვერცერთი ვერ მოვიდა, რადგან ვერცერთი უკვე უარყოფითი ფორმაა და "ვერ" ამ შემთხვევაში უკვე ზედმეტია მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს. მართლა? ანუ ვერც ერთი ვერ მოვიდა სწორია? რატომ? ასხვავებს რატომ? ეს ხომ სიტყვა "განსხვავებიდან" იწარმოება? ახლა ყველამ მომისმინეთ! თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს! რას ამბობ პირიქით სასიამოვნოა ასეთი შემეცნებითი თემები, რადგან ჩვენ დროში უმეტესობა არასწორად საუბრობს, რაც ყურს ძალიან ცუდად ხვდება, არის გავრცელებული ფორმები, დამირეკია, მილაპარაკია, დამიბავს, მღერიხარ და ა. შ. რაც შეცდომაა, მაგრამ სწორ ფორმას ძალიან ცოტა ხმარობს, ამიტომ მომზრე ვარ ასეთი თემების, რასაც ვკითხულობ აღმოვაჩინე ისეთი სიტყვები, რასაც მეც არასწორად წარმოვთქვამდი და კარგია სწორი ფორმა რომ გავიგე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან. (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) მეც ვიცი რომ სწორი ფორმაა რამდენიმე წლის უკან რადგან წინ შემდეგს აღნიშნავს და უკან უკვე გასულს, ტუ არ ვარ მართალი გთხოვთ ამიხსნათ რატომ? მაინტერესებს ციტატა ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..) რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო). მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ. ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება. ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა) [b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ ოთხი წლის წინ // წინათ; ერთი თვის წინ// წინათ; ორი კვირის წინ// წინათ; რამდენიმე დღის წინ(ათ); ნახევარი საათის წინ; ხუთი წუთს წინ...;[b][i] დიდი მადლობა, კითხვა დავსვი და პასუხი უკვე ყოფილა -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი