საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 13 2007, 01:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირდატ* ბაქარის ძე
ქართლის მეფე IV ს. 60-70 წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველ მეფეთა"-ს თანახმად. იყო ფრიად მორწმუნე. გაამრავლა ეკლესიები. მემატიანე მას თუხარისის ეკლესიის აშენებას, ერუშეთისა და წუნდას ეკლესიების შემკობას მიაწერს. თრდატ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" - ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია. (მირდატ ბაქარის ძე მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.) * ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობენ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფობდა 368 წელს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sable |
Nov 14 2007, 06:58 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მირდატ* ბაქარის ძე თრდატ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" - ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია. (მირდატ ბაქარის ძე მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.) * ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობენ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფობდა 368 წელს. საინტერესო დათარიღებებია ამ შემთხვევაში მაგ პერიოდის ისტორიას ვახუშტი ძირითადად მისი მოსაზრებების კვალობაზე ათარიღებდა საამისოდ მას არანაირი წყარო არ ჰქონდა! რაც შეეხება მელიქიშვილს დათარიღებას ის ერთგვარი კლასიკაა, მას დღესაც იყენებენ წარმართი მეფეების დათარიღებისათვის რადგან უახლეს გამოკვლევებს ან არ ეცნობიან და ან კიდევ პირადი მოსაზრებების გამო არ იღებენ მხედველობაში. გოილაძის დათარიღება შედარებით მოდერნისტულია, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში ვახუშტის დათარიღებას მიუყვება, რაც არ არის გამართლებული რადგან ვახუშტის წყარო არ არის კომპეტენტური. მირიან მეფისა და მისი მემკვიდრეების დათარიღებაში ყველაზე კომპეტენტურად მე პირადად გ. ხურცილავას მონოგრაფია ''ბაკურ დიდი'' მეჩვენება, მას კარგად ააქვს ყველა წყარო გაანალიზებული და მისი დათარიღება ამ პერიოდისა შედარებით უფრო დამაჯრებელი ჩანს. მარინე გააქვს ხურცილავას წიგნი ნანახი? ეგ წიგნი ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელს ეხება რომელიც მისი აზრით ბაკურ დიდი უნდა ყოფილიყო! წიგნი მართლა ძალიან საინტერესოა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი