ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Nov 15 2007, 01:38 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კარგი სიტყვაა, ვისა აქვს მაშინ და სანამდის? ჰოო, რთული კითხვაა. მოძღვარს, მშობლებს, ზოგჯერ მეგობრებსაც. მაგრამ აქ მთავარი სწორედ ეგ 'სანამდისაა'... ყოველთვის ფრთხილად უნდა შეირჩეს დრო, როდის ვუთხრათ და რა ვუთხრათ, რომ ჩვენმა ნათქვამმა უკურეაქციაცია არ გამოიწვიოს, ან იქნებ ვცდებოდეთ კიდეც. მოძღვარი კარგად იცნობს თავის სულიერ შვილს და შეურჩევს კიდეც დროს თუ მოინდომა, ზოგჯერ არის ადამიანი ისე დაბინდული გონებით სიყვარულისგან, რომ არა რჩევა არ დააბრუნებს რეალობას. თუმცა რჩევის იქით წასვლის მომხრე მე არ ვარ, ანუ მშობლებმა რომ იციან გადამალვა, ან საზღვარგარეთ გაშვება, ან რაიმე მაგდაგვარი. ძალიან ძნელია მიხვდე, მე მაგალითად როგორც მეგობართა პატრონმა, როდის შემიძლია მართლა ვურჩიო და როდის ჯობს თავი შევიკავო. რადგან თვითოეული ადამიანი არის ინდივიდი, ის რაც მე სწორად მიმაჩნია, ან ნაკლად მიმაჩნია, ან დასაცინი მგონია, შეიძლება სხვას სრულიად განსხვავებული წარმოდგენა ქონდეს ამაზე. ჩემი ყველა მეგობარი ნამდვილად არაა ჩემნაირი აზროვნების და რატო უნდა მოვახვიო ჩემი აზრები თავს? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი