![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
საპატრიარქოს რადიოში მოვისმინე ერთხელ მოძღვრისგან, რომ ჯვარდაუწერელ ქორწინებას (თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ღალატობს) სიძვა უწოდო - ცოტა ხმამაღალი ნათქვამიაო. ეს უფრო ურწმუნოების ცოდვაა. ჯვარდაუწერელი ქორწინებით ცოლ-ქმარი თითქოს ღმერთს ეუბნება: ღმერთო, ჩვენ შენ არ გვჭირდები, შენი კურთხევის გარეშეც კარგად ვიცხოვრებთო. არა მგონია, ეს სიძვაზე ნაკლები ცოდვა იყოს. ამიტომ ყველა უნდა ეცადოს, რომ ჯვარი დაგვიანებით მაინც დაიწეროს.
კომუნისტების დროს ჯვარს თითქმის არავინ იწერდა. ჩემს მშობლებს არ დაუწერიათ ჯვარი. მამაჩემი უკვე გარდაცვლილია და ეს შეცდომა ვეღარ გამოსწოდება. და ამის გამო საკუთარ დედას მეძავს ვერ ვუწოდებ, მით უმეტეს, რომ პატიოსნების განსახიერებაა. მჯერა, რომ ღმერთი იმ პირობებსაც გაითვალისწინებს, რა პირობებშიც უწევდა ხალხს ცხოვრება კომუნისტების დროს. დღეს, როცა უკვე ჯვრისწერა მასიური გახდა, შეგნებულად რომ არ დაიწერ ჯვარს, გაცილებით მძიმე ცოდვა მგონია, ვიდრე 30-35 წლის წინ იყო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 08:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი