პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მარიამი |
Nov 14 2007, 10:26 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
უწმინდესის ძველ ქადაგებებს ვკითხულობდი დღეს და ეს განსაკუთრებით გამოვარჩიე, რადგან სწორედ ამ დღეებში იყო ფორუმზე დავა-კამათი ქართველი ერის ჩამოყალიბება-ჩამოუყალიბებლობაზე. ვფიქრობ, ბევრ საკამათო კითხვას სცემს პასუხს:
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ყოველი ადამიანის ცხოვრება ღვთის შემწეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ღვთისგან განსაკუთრებული მადლი შემწეობისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც აქვს მიცემული. დღეს არის ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც მას რწმენით, სიყვარულითა და სასოებით შეევედრება, რასაც შესთხოვს, მსწრაფლ შეუსრულდება. ამ ხატის ორიგინალი ათონის მთაზე ბრძანდება. მისი სასწაული ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გამობრწყინდა. მაინც რა უნდა ვითხოვოთ დღეს განსაკუთრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან? უპირველეს ყოვლისა, სულიერი მშვიდობა. მშვიდობა უდიდესი ჯილდოა ღვთისაგან კაცთათვის ნაბოძები. ამიტომაც, როცა მაცხოვარი მოციქულებს აღდგომის შემდეგ გამოეცხადა, მისი პირველი სიტყვები იყო: მშვიდობა თქვენთანა. ამ სიტყვებით დაიწყო მან საუბარი, რადგან ღვთის სიტყვების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც შინაგანი სიმშვიდე აქვს. დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას უპირველესად მშვიდობა უნდა ვთხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის. შემდეგ უნდა ვთხოვოთ, რომ მისი ლოცვით ღმერთმა ის ჭეშმარიტი სარწმუნოება დაგვიბრუნოს, რომელიც აუცილებელია როგორც ყოველი ჩვენგანის, ისე მთელი ჩვენი ერის სულიერი ცხოვრების აშენებისათვის. თქვენ იცით, რომ დღეს დარღვეულია ურთიერთობა ოჯახის წევრთა, ადამიანთა, სახელმწიფოთა შორის, რაც შედეგია ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე უსიყვარულობისა, რადგან სადაც სარწმუნოება არ არის, იქ არც სიყვარულია და არც სასოება. მართალია, საქართველოში დღეს ბოროტება მძვინვარებს და გააფთრებით ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მაინც მძლავრობს. მე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოგზაურია, მატერიალურად ჩვენზე მდიდარშიც და ჩვენზე ღარიბშიც, მაგრამ არსად არ მინახავს ისეთი სულიერობა და მკვეთრი სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის, როგორიც ჩვენთან. ეს სულიერობა არც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქებს დარჩათ შეუმჩნეველი და ბრძანეს: მსოფლიოში ასეთი მრევლი არსად გვინახავსო. მათ ქართველი კაცის სიკეთით სავსე გული ამოიცნეს, რადგან ხშირად ადამიანის სამყარო მის გარეგნობაშიც ჩანს, განსაკუთრებით კი თვალებში. ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ერთი ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო და ქართველები. ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ამერიკაში მან კორპორაცია „ამირანიც“ კი დააარსა. ამ ქალბატონის თქმით, მან ქართველი ხალხი იმ ტკივილებისათვის შეიყვარა, რომელსაც იგი ასე მოთხმინებით უძლებს. სტუმარმა ჩვენი ერის ყოფაში ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება, რომელთაც ჩვენც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ვეღარ აღვიქვამთ ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ამ ამერიკელ ქალბატონს დაუთვალიერებია ციხე და სიკვდილმისჯილებიც მოუნახულებია. მან შეამჩნია, რომ სიკვდილმისჯილები მასთან შეხვედრისას პირველ რიგში ხალათის ღილებს იკრავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომელნიც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდნენ, კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ღირსების გრძნობა, რომელიც აიძულებდა ქალის წინაშე მოწესრიგებულნი წამდგარიყვნენ. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით, ბრძანა ამ ქალბატონმა. მეორე მაგალითი მან ტრანსპორტთან დაკავშირებით მოიყვანა. ყველამ ვიცით, როგორ ჭირს დღეს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა; ხალხი საათობით ელოდება ტროლეიბუსის გამოჩენას და ასვლას ვერ ახერხებს, ისეა მგზავრებით გაჭედილი. აი, მოვიდა გაჩერებაზე ახალი გაჭედილი ტროლეიბუსი, კარებზე ჩამოკიდებული ახალგაზრდებით. ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა წელში მოხრილი მოხუცი ქალი ჯოხით. ახალგაზრდებმა იგი რომ დაინახეს, ტროლეიბუსიდან ჩამოვიდნენ, მოხუცი ქალი ხელით შეიყვანეს შიგ და შემდეგ ისევ ჩამოეკიდნენ კარებსო. ვერც ამგვარ ახალგაზრდებს ნახავთ თქვენ ვერცერთ ქვეყანაში. მე ვიციო, - ბრძანა ამ ქალბატონმა, რომ თქვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სულიერად უჭირს, მაგრამ საამაყო მაინც ბევრი რამ შემოგრჩათო. მადლობა ღმერთს, რომ ამ გასაჭირის ჟამს კაცთმოყვარეობა, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი ერი, საერთოდ არ დავკარგეთ. ამან უნდა მოგვცეს ძალა, შევევედროთ უფალს, რომ ჩვენი წინაპრებისათვის დამახასიათებელი რწმენა, სიყვარული და სასოება დაგვიბრუნოს. ის, რაც შემოგვრჩა, გულის გატეხვის უფლებას არ გვაძლევს. ღმერთი ხედავს ჩვენს გასაჭირს და ქართველი კაცის გულსაც ხედავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით ინებოს უფალმა, რომ გული წმიდა დაბადოს ჩვენთანა და სული წრფელი განგვიახლოს გუამსა ჩვენსა, ამინ! სიონი, 22 ნოემბერი, 1992 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
Nov 15 2007, 03:19 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ერთი ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო და ქართველები. ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ამერიკაში მან კორპორაცია „ამირანიც“ კი დააარსა. ამ ქალბატონის თქმით, მან ქართველი ხალხი იმ ტკივილებისათვის შეიყვარა, რომელსაც იგი ასე მოთხმინებით უძლებს. სტუმარმა ჩვენი ერის ყოფაში ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება, რომელთაც ჩვენც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ვეღარ აღვიქვამთ ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ამ ამერიკელ ქალბატონს დაუთვალიერებია ციხე და სიკვდილმისჯილებიც მოუნახულებია. მან შეამჩნია, რომ სიკვდილმისჯილები მასთან შეხვედრისას პირველ რიგში ხალათის ღილებს იკრავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომელნიც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდნენ, კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ღირსების გრძნობა, რომელიც აიძულებდა ქალის წინაშე მოწესრიგებულნი წამდგარიყვნენ. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით, ბრძანა ამ ქალბატონმა. მეორე მაგალითი მან ტრანსპორტთან დაკავშირებით მოიყვანა. ყველამ ვიცით, როგორ ჭირს დღეს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა; ხალხი საათობით ელოდება ტროლეიბუსის გამოჩენას და ასვლას ვერ ახერხებს, ისეა მგზავრებით გაჭედილი. აი, მოვიდა გაჩერებაზე ახალი გაჭედილი ტროლეიბუსი, კარებზე ჩამოკიდებული ახალგაზრდებით. ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა წელში მოხრილი მოხუცი ქალი ჯოხით. ახალგაზრდებმა იგი რომ დაინახეს, ტროლეიბუსიდან ჩამოვიდნენ, მოხუცი ქალი ხელით შეიყვანეს შიგ და შემდეგ ისევ ჩამოეკიდნენ კარებსო. ვერც ამგვარ ახალგაზრდებს ნახავთ თქვენ ვერცერთ ქვეყანაში. მე ვიციო, - ბრძანა ამ ქალბატონმა, რომ თქვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სულიერად უჭირს, მაგრამ საამაყო მაინც ბევრი რამ შემოგრჩათო. საოცარი სიტყვებია.. ჩვენმა პატრიარქმა ისეთი მაგალითების მოყვანა იცის, ერთხელ რომ გაიგებ ან წაიკითხავ და აღარასოდეს დაგავიწყდება.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი