ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
marine |
Nov 16 2007, 12:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარიამი
მარი, რა ლამაზი ჩანახატია!!!!!!!!!! ჩემ დეიდაშვილს აქვს მიტოვებულ ტაძარზე დაწერილი ძალიან ლამაზი ლექსი და ის გამახსენდა. აუცილებლად განვათავსებ. ეს კი ჩემი უბრალოზე უბრალო ჩანახატი.. ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი ირიბად თოვს... ძალიან სწრაფად და თავგამეტებით მოდიან ვარსკვლავა ფიფქები... ფანჯრიდან ვიყურები და შენზე ვფიქრობ... მინდა შენც აქ იყო და ჩემთან ერთად დაინახო, რომ ისე არაფერს უხდება თოვლი, როგორც ნაძვებს... ასე მგონია თეთრი, კუწუბოებაპრეხილი კაბები აცვიათ და სადაცაა აცეკვდებიან... ძალიან ლამაზია ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი, მაგრამ ბეღურები მეცოდებიან ყველაზე მეტად... ალბათ გათოშილი აქვთ პაწია ფეხუნები... პურის ნაჭრებს ვუყრი ფანჯრიდან და გუნდად ესევიან ნაწყალობევს... ისევ რაფაზე ვარ დაყრდნობილი და გარეთ, თოვლში, მხოლოდ შენთან ერთად სეირნობა მინდა, მაგრამ რაკი უსასრულოდ შორს ხარ, ვიხსენებ, რომ ყველაზე მეტად ამ თოვლივით თეთრი ფერი გიყვარს... აი, ახლა, ნეტავ ხედავდე, ბავშვებს ფუმფულა ცუგა გამოუბამთ მარხილზე, მისრიალებენ და ცუგასაც სხვა რა გზა აქვს, მისდევს ბუთქუნა თათებით... რა საყვარელი სურათია... ........ მამას ლექსს წაგიკითხავ, მე რომ დამიწერა: ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა, ხაშური თოვლმა უკვე მოფარა, მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელჭრულა, ჩემი იმედის სინდიოფალავ. თბილისის ზამთარიც ეშხშია შესული და ამ თოვლიან სიცივეში, მაინც შენარჩუნებული სულის ჭრელჭრულა ფერებით გეფერები ძალიან, ძალიან შორიდან, შენი საყვარელი თეთრი ქალაქიდან... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი