სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| თამარი |
Nov 21 2006, 03:42 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
| დეკ. ანდრია |
Nov 21 2006, 06:15 PM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
სამოთხიდან განდევნილ ადამს ღმერთმა ოფლით მოპოვებულის ჭამა დაუდო მცნებად. ადმიანს ყოველთვის ჰქონდა სურვილი იოლად მოეპოვებინა საზრდელი (და ზოგადად ყოველი მიწიერი სიკეთე). ეს გასაგებიცაა – იგი ხომ მსგავსი შრომისთვის არ შექმნილა. მაგრამ ეს სურვილი ძალიან ხშირად უპირისპირდება უფლის მცნებას. და არა მხოლოდ აშკარა ქურდობით. თამაშებში მონაწილეობა და მოგებაც ამ მცნების დარღვევაა.
როცა ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვაგეთ თუ ვიგებთ. მასში მონაწილეობა უკვე არის სურვილი უშრომელად სიკეთის მოპოვებისა. თუ ვიგებთ, გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრმა წააგო, ვერ სძლია რა ცდუნებას, და მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რათა ჩვენით მერე სხვა აცდუნონ. თან თამაშების მოწყობა ხომ ჩვენს მოსაგებად არ ხდება. თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის მოგებებზე. დიდი ნაწილი კი მომწყობებს რჩებათ, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი მოიზიდონ. თუ ვაგებთ, გავიხედ–გამოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებული ადამიანია ჩვენს ირგვლივ. მათ ვაკლებთ, ანუ ჩვენს თავს ვაკლებთ, როცა მოწყალებას არ გავცემთ, და ვაძლევთ მათ, ვისაც ისედაც არ აკლია. თან ცოდვის საზღაურად ვაძლევთ. არის კიდევ მეორე მხარე თამაშებისა – აზარტი. ჭეშმარიტებასთან დასაახლოებლად ადამიანს უდიდესი ნებისყოფა და სულიერი ძალა სჭირდება. აზარტი – გრძნობების მონობაა და ასუსტებს ადამიანის უნარს გონივრული ქმედებისა. შეიძლება ითქვას, რომ აზრტულობა, როგორც ვნებულობა ეშმაკეულობის მდგომარეობაა. მამათა თქმით, ყოველი ვნებას დამონებული – ეშმაკეულია. ამიტომაც არის ძნელი თამაშისათვის თავის დანებება. მარხვის ერთ–ერთი დანიშნულება კი პირიქით – სწორედ გრძნობების ალაგმვით სულიერი ძალების ზრდა და ნებისყოფის გამოწრთობაა. იმისთვის, ვისაც სურს ჩაწვდეს სულიერი ცხოვრების არსს და იცხოვროს ასეთი ცხოვრებით ნებისმიერი აზარტული თამაში, რაც არ უნდა ერქვას სახელად, – დამანგრეველია. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
.:თამარი:. ჯეოსელის გათამაშება Nov 21 2006, 03:42 PM
KAIROS
მამაო, დაგვლოცეთ... Nov 21 2006, 08:03 PM
კანუდოსელი სპორტი ასევე აზარტ... Nov 21 2006, 09:17 PM
დეკ. ანდრია ლექსიკონების თანა... Nov 22 2006, 03:51 AM
კანუდოსელი
მიჩვენეთ წმიდა მა... Nov 22 2006, 04:27 AM
solomony
მრისხანება ცოდვას... Nov 22 2006, 05:19 AM
დეკ. ანდრია
მაგრამ ჩვენ ხომ აზ... Nov 22 2006, 05:38 AM
კანუდოსელი დამლოცეთ მამაო
მა... Nov 22 2006, 05:53 AM
solomony ზოგადად აზარტი შეი... Nov 22 2006, 06:46 AM
.:თამარი:.
სიმართლე გითხრათ, ... Nov 22 2006, 04:52 PM
მარიამი
სრულიად ვეთანხმე... Nov 22 2006, 05:05 PM
KAIROS
ერთი წუთი, მამაო მა... Nov 22 2006, 07:46 PM
კანუდოსელი
კაიროს ჯიგარი ხა... Nov 22 2006, 09:09 PM
.:თამარი:.
ერთი წუთი, მამაო მა... Nov 22 2006, 08:10 PM
KAIROS
ეგ ფორუმია და მამა... Nov 22 2006, 09:41 PM
ლილიანა ადამიანები რომლებ... Nov 23 2006, 12:16 AM
დეკ. ანდრია ყოველი ადამიანი სჯ... Nov 24 2006, 01:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი