საქართველოს ომები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ომები |
ნათია |
Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 16 2007, 02:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველი ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი (XVIII საუკუნე) ყვარლის ბრძოლის შესახებ:
შემდგომად მოინდომა ხუნძახის ბატონმა მტრობა და დალაშქრება ქართლისა და კახეთისა, შეკრა გზები იალბუზისა და არც ჯარი ლეკისა და არც ყაზახად აღარავინ გამოუშვა, ყველას დაპირდა დაღესტნის ლეკთა: ხულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერთ და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილითა შვილამდის გეყოსთო. ეს ის ბატონი იყო, რომ პატრონთა ჩვენთა მჭადიჯვრის ციხეზე დაუმარცხეს ჯარი... მოვიდა ხუნძახის ბატონი დაღესტნის დიდის ჯარით... მოვიდა ეს ლეკის ჯარი, შემოდგა ციხესა ყვარლისასა... დიაღ დიდი ჯარი იყო და შეიქმნა ფიქრი ყოველგან... იყო ყოველგან შიში დიდი და ცდა სიმაგრეთა ციხეთა ქვეყანათა ქართლისა და კახეთისათა... შემოსაფრეს ყვარლის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მყოფნი ციხისანი, მაგრამ ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედან, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდენ... (მეფეებმა) უბრძანეს ქართველთა და კახთ ერთობით: რომელიც ინებებს და თავისი გულოვნებით მინდობით წარვალს და შევალს ციხესა ყვარლისასა... თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს... აზნაურიშვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო... ეს ქართლისა და კახეთის კაცნი ერთად შეყარა ბატონმა... წარვიდნენ... მივიდნენ ღამე და მიენდნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა... შეუკრეს გზები, მაგრამ გულოვანებისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა მივიდნენ ქართველნი და კახნი ციხესა ყვარელისასა... ამა ამბავთა შინა აარჩივნა კაცნი გულოვანნი და კარგ-ცხენოსანნი ქისიყელნი კახმა ბატონმა და გაუსივა ჭარისა ქვეყანასა წასახდენელად. გავიდნენ ალაზანს, დახვდათ საქონელი ურიცხვი, წამოიღეს მრავალი ცხენი, ძროხა, ტყვე უფრო ცოტა, მოიტანეს ქისიყს და მოართვეს მეფეს ერეკლეს. მიუვიდათ ამბავი ჭარელთ, დაჭმუნდნენ დიდად, დასდვეს საყვედური ხუნძახის ბატონს. ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღალებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებს... ამისათვის შეექმნათ ლაპარაკი და ჩხუბი ჭარელთა და დაღესტნის ლეკთა... შემოსწყრნენ ჭარელნი და წავიდნენ ქვეყანათა თვისითა... და დაღესტნის ჯარიც ბევრი გაყვა...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი