პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
teo.. |
Nov 21 2006, 07:12 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად.
ღმერთო დიდებაო, უფალთა უფალის, უკიდეგანო სივრცეთა ზრახვაო, სული უსახური უწონელ არსთა-თა მზის სხივს მიჩრდილავდა "მფარველის" მარაო... ისედაც დიადი, დიადად ფრთა-აშლილ სულს უსხეულოთა ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან, ყურში ჩამესმოდა უსიტყვო ბგერები:- "უფალი აქვეა, ო, სულო ნუ სწუხარ" და იხატებოდა მზის სხივთა ციალში ოქროსფერ ფრთიანი უსახო სახება, ზურგს უკან - ფრთის წვერით სწვდებოდა ტატნობებს, კვერთხით - ქვესკნელს უფრო ქვესკნელში დევნიდა და ვიყავ მე ასე ქვესკნელს და ცას შორის, ჰაერში ბორიალე მტვრის ციდა ნამცეცად... უფლის წინ მე ასე ციდას და უსუსურს უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად. 05.01.2006 ნიუ-იორკი (სანაპიროზე) თეა კანდელაკი გილოცავთ მთავარანგელოზობას -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი