გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
მატასი |
Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი... მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... გული დამწყდა... საშინლად... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
afxazi |
Nov 16 2007, 05:54 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
FanFan
ციტატა ეხლა დავაფასებთ ჩვენ ხო მკვდარი მწერლობა გვიყვარს და ვადიდებთ ხოლმე... ეჰ... იცი რაზე მწყდება გული ? პაოლო კოელიოს კითხულობენ... დენ ბრაუნს კითხულობენ... ბოლოსდაბოლოს სირცხვილია გოჩა მანველიძეს და მაია ბურჭულაძეს კითხულობენ... ჩვენი დამპალი სატელევიზიო არხები ლამის ყოველდღე რაღაც სარეკლამო რეპორტაჟებს გვაყურებინებს რომ თურმე პარნასში ვიღაც ახალბედა სირთავ ლეღვერაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა (რომელსაც ფულიანი მამიკო ყავს და რაღაც უაზრო თეთრ ლექსებს ან მოთხრობებს წერს) რამდენი ხანია არ გაგვხსენებია გოდერძი ჩოხელი? მართლაც ძალიან დიდი პროფესიონალი თავის საქმეში... ეხლა ამას რომ ვწერ ჩემს თავზეც მერევა გული იმიტომ რომ მეც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ და მეც ეგეთი ვარ.. ბრტყელ ბრტყელი სიტყვებით გამოსვლა რა მაგრა გამოგვდის არა? ყოჩაღ ჩვენ... ნუ ცხარობ მეგობარო. განა რომელიმე დიდი ადამიანი ცხოვრებაში სრულყოფილად დაუფასებიათ... არ ვიცი ეს რატომ ხდება მაგრამ ეს ფაქტია. ვერ ვიტყვით რომ გოდერძი ჩოხელი დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნად (ბევრი რამ არ ვიცით) და ვერც იმას ვიტყვით რომ დაფასებული წავიდა. უმრავლესობა დიდი ადამიანებისა სიკვდილის შემდეგ გადაატრიალებდნენ ხოლმე ქვეყნიერებას. მახსენდება ფილმი "მოდილიანი" (იქნებ ყველას გაქვთ ნაყურები), სიცოცხლეში დაუფასებელი, აბუჩად აგდებული, სირარიბეში მომკვდარი... დრეს მისი ნახატები ძალიან ძვირად იყიდება, როცა მისსავე სიცოცხლეში სურათების გამოფენაზეც კი უარს ეუბნებოდნენ, რაღა შორს წავიდე ჩვენი ფიროსმანი. ერტი ჩემი ნაცნობის თქმისა არ იყოს ეს იმიტომ ხდებოდა რომ გენიოსები სულ მუდამ მომავალში ცხოვრობდნენ, ერთი ნაბიჯით უსწრებდნენ დროს და ამიტომაც ხდებოდა რომ თანამედროვეთ ყურადღების მიღმა რჩებოდათ ისინი... ალბათ მართალია. გავა დრო და გოდერძი ჩოხელს შესაბამისად დავაფასებთ, მე მჯერა ამის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 03:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი