გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
მატასი |
Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი... მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... გული დამწყდა... საშინლად... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ნათია |
Nov 16 2007, 10:52 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შემინახე, დედაო მიწავ! შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები... გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა. გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა. ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი. ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით. რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე. ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი. ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს. მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი: _ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი. _ ღმერთის ნებაა! იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა. იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად. შეეთვისა და განეთვისა: ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას... იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში... დავიბადე! აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში: _ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ! მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით. ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს. მე შენ გეძებდი. გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას: _ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს. შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ! შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით. უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა: ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით. ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი. ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი. მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს... და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე. . შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები, გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე. მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა... გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ: _ მიწა ხარ და მიწად იქეც! _ მიწა ხარ და მიწად იქეც! აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა. შემინახე, დედაო მიწავ! გოდერძი ჩოხელი სიცოცხლის სიმღერა გული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვენთან სიცოცხლე ყოფნაც მალაღებს თქვენთანა, ღვთის სადიდებელს ვმღერივარ მოყვარესთან და მტერთანა. ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას, მიხარის, ღიმილიანი ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა. გოდერძი ჩოხელი P.S. გოდერძი ჩოხელის შემოქმედება -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი