სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მატასი |
Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი... მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... გული დამწყდა... საშინლად... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
| ნათია |
Nov 16 2007, 10:52 PM
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შემინახე, დედაო მიწავ! შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები... გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა. გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა. ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი. ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით. რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე. ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი. ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს. მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი: _ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი. _ ღმერთის ნებაა! იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა. იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად. შეეთვისა და განეთვისა: ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას... იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში... დავიბადე! აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში: _ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ! მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით. ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს. მე შენ გეძებდი. გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას: _ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს. შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ! შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით. უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა: ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით. ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი. ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი. მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს... და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე. . შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები, გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე. მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა... გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ: _ მიწა ხარ და მიწად იქეც! _ მიწა ხარ და მიწად იქეც! აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა. შემინახე, დედაო მიწავ! გოდერძი ჩოხელი სიცოცხლის სიმღერა გული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვენთან სიცოცხლე ყოფნაც მალაღებს თქვენთანა, ღვთის სადიდებელს ვმღერივარ მოყვარესთან და მტერთანა. ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას, მიხარის, ღიმილიანი ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა. გოდერძი ჩოხელი P.S. გოდერძი ჩოხელის შემოქმედება -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
_Matasi_ გოდერძი ჩოხელი ;( Nov 16 2007, 03:18 PM
marine
კიდევ ერთი დიდებუ... Nov 16 2007, 03:21 PM
_Matasi_ შენი სხეული ჩემს ს... Nov 16 2007, 03:22 PM
marine
[size=2][color=#9999FF]შენი სხეუ... Nov 16 2007, 03:27 PM
მხევალი ნინო რა საწყენია, მდააა, ... Nov 16 2007, 03:26 PM
კანუდოსელი :( Nov 16 2007, 04:27 PM
თემო აცხონოს უფალმა, არ... Nov 16 2007, 03:31 PM
ნათია :( :(
ძალიან საწყენი... Nov 16 2007, 03:37 PM
marine
:( :(
ძალიან საწყენია... Nov 16 2007, 03:41 PM
მარიამი ღმერთმა აცხონოს...
:( ... Nov 16 2007, 03:42 PM
_Matasi_ გოდერძი ჩოხელი
კლ... Nov 16 2007, 03:43 PM
ნათია marine
ძალიან ცუდი თვი... Nov 16 2007, 03:56 PM
marine
marine
ძალიან ცუდი თვი... Nov 16 2007, 04:02 PM
ნათია marine
მადლობა მარი ინ... Nov 16 2007, 04:05 PM
marine
marine
მადლობა მარი ინ... Nov 16 2007, 04:07 PM
ნათია მგონი, გოდერძი ჩოხ... Nov 16 2007, 04:15 PM
ლილიანა ღმერთმა აცხონოს :( Nov 16 2007, 04:24 PM
misdevs mela loms აუ როგორ მეწყინა.
მ... Nov 16 2007, 04:26 PM
afxazi საწყენია თითოეული ... Nov 16 2007, 04:28 PM
იოანა ღმერთმა აცხონოს :( Nov 16 2007, 04:39 PM
ქავთარაძე ეს ნაწერი თითქმის ... Nov 16 2007, 04:44 PM
marine
ეს ნაწერი თითქმის ... Nov 16 2007, 04:46 PM
ნათია
ე.ი. სწორად მახსოვ... Nov 16 2007, 04:47 PM
_Matasi_ ალბათ მართლა იმ სე... Nov 16 2007, 04:50 PM
leluka აუ როგორ მეწყინა მ... Nov 16 2007, 04:51 PM
ქავთარაძე კაცს 2 ჯერ დაარტყა წ... Nov 16 2007, 04:52 PM
თათარაშვილი :(
ღმერთმა აცხონოს ... Nov 16 2007, 05:23 PM
თათარაშვილი :(
ღმერთმა აცხონოს ... Nov 16 2007, 05:23 PM
zviadauri ძალიან სამწუხაროა.... Nov 16 2007, 05:33 PM
FanFan ეხლა დავაფასებთ :(
ჩ... Nov 16 2007, 05:34 PM
ქავთარაძე http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232
F... Nov 16 2007, 05:40 PM
serafita FanFan
მწარე სიმართლე... Nov 16 2007, 05:40 PM
_Matasi_
რატომ ხდება ყოველ... Nov 16 2007, 05:45 PM
ნათია
კარგი ნათქვამია Nov 16 2007, 05:46 PM
FanFan
http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232
... Nov 16 2007, 05:50 PM
afxazi FanFan
ნუ ცხარობ მეგობ... Nov 16 2007, 05:54 PM
mariami-k სამწუხარო ამბავია.... Nov 16 2007, 06:02 PM
Georgia-O-Keefe ძალიან, ძალიან დამ... Nov 16 2007, 06:20 PM
თათი87
ძალიან, ძალიან დამ... Nov 16 2007, 06:23 PM
ai gogoo ვაიმე რა საწყენი ა... Nov 16 2007, 06:31 PM
Georgia-O-Keefe "-რა არის სიცოცხლ... Nov 16 2007, 06:41 PM
ირაკლი :( Nov 16 2007, 06:51 PM
abo ძალიან დამწყდა გულ... Nov 16 2007, 06:54 PM
shore :( :( :( ვაიმეეე, საწყალ... Nov 16 2007, 07:06 PM
jiulieni ღმერთმა აცხონოს მი... Nov 16 2007, 07:31 PM
ketino ღმერთმა აცხოვნოს მ... Nov 16 2007, 08:03 PM
k@the ეჰ,... :( Nov 16 2007, 08:10 PM
მნათე :( Nov 16 2007, 08:18 PM
chiamaialologi :( :( :( :( :( Nov 16 2007, 08:49 PM
ქავთარაძე
შეგრძნება არა მიტ... Nov 16 2007, 09:18 PM
solomony ჩემი საყვარელი რეჟ... Nov 16 2007, 09:20 PM
ქავთარაძე გოდერძიც წავიდა ცა... Nov 16 2007, 09:28 PM
maZiebeli ეჰ, ამ ცოტა ხანში ვა... Nov 16 2007, 09:41 PM
დავით ივერიელი "ადამიანთა სევდა... Nov 16 2007, 09:50 PM
KAIROS :(
ძალიან დამწყდა გ... Nov 16 2007, 09:53 PM
ქავთარაძე KAIROS
გავღარიბდით და ... Nov 16 2007, 09:55 PM
likka ეხლა გავიგე
ძალია... Nov 16 2007, 09:56 PM
ekato რა სამწუხარო ამბავ... Nov 16 2007, 10:03 PM
ნათია დაკრძალვა როდისაა ... Nov 16 2007, 10:05 PM
თათი87
ყველა პწკარი შედე... Nov 16 2007, 10:09 PM
მათველა აუ რა კარგი ადამია... Nov 16 2007, 10:38 PM
ალექსანდრე ძალიან დამწყდა გულ... Nov 16 2007, 11:10 PM
თამარი_ცქნაფო უზომოდ დამწყდა გულ... Nov 16 2007, 11:19 PM
თათი87 (როგორ თანდათან მა... Nov 16 2007, 11:21 PM
ქავთარაძე თათი87
გოდერძის ლექ... Nov 16 2007, 11:37 PM
Georgia-O-Keefe თოვლი
საოცარია,
გუ... Nov 16 2007, 11:47 PM
თათი87 იმედის მამა-პაპანი... Nov 17 2007, 12:00 AM
ekato "რას ავიტეხე ეს კ... Nov 17 2007, 12:05 AM
მარიამი “მხოლოდ მაშინ ვარ ... Nov 17 2007, 03:04 AM
Misha Songulashvili "მოკვდა თუ არა ყვ... Nov 17 2007, 05:21 PM
ართი ვარდი ძალიან დამენანა, ს... Nov 17 2007, 07:20 PM
NaTaLiaa ძალიან დამწყდა გულ... Nov 17 2007, 08:18 PM
ekato
ძალიან დამწყდა გუ... Nov 18 2007, 01:49 AM
შაკუნა :( Nov 18 2007, 03:12 AM
TuTashxia ძალიან დამწყდა გულ... Nov 18 2007, 05:21 PM
ქავთარაძე ეხლა ვცდილობ ბაბად... Nov 18 2007, 09:13 PM
ვალერი ძალიან დამწყდა გულ... Nov 18 2007, 10:23 PM
ქავთარაძე ვალერი
მგელი მაგარ... Nov 18 2007, 10:29 PM
q-e-T-i რამდენიმე თვის წინ... Nov 18 2007, 10:40 PM
ქავთარაძე q-e-T-i
ჩემ მეზობელ ჟორ... Nov 19 2007, 12:49 AM
k@the იცით რაა, ადვილია ა... Nov 19 2007, 01:03 AM
თემო საქართველოს მთავრ... Nov 26 2007, 03:56 PM
ქეთი.
საქართველოს მთავრ... Dec 15 2007, 01:53 PM
zaz ძაან სამწუხაროა. მ... Nov 27 2007, 11:29 AM
ქეთი.
:( :( :(
ასეა :(
სამაგი... Dec 15 2007, 02:54 PM
nuca_ge ძალიამ კარგი პიროვ... Jan 13 2008, 01:47 AM
nuca_ge ეს სიტყვები გოდერძ... Jan 30 2008, 01:24 AM
ana-bana ვიცოდი, აუცილებლად... Feb 22 2008, 10:29 PM
ქავთარაძე ana-bana
ეს მაგარი მოთხრ... Mar 12 2008, 12:19 AM
ana-bana ქავთარაძე
მეც ძალი... Mar 14 2008, 11:08 PM
nino_ni
:( :( :(მართლა ცრემლი მ... Apr 1 2008, 12:20 AM
nino_ni მოლოდინი
-ასე მგონ... Apr 1 2008, 12:52 AM
Amuza ცხრა შეკითხვა სიყვ... Apr 4 2008, 10:02 PM
xatuna გოდერძი ჩოხელის სა... Apr 9 2008, 11:59 PM
Amuza გოდერძი, ძმაო!
ეძღ... Apr 10 2008, 02:16 PM
iisperiTOVLI ნიკოლოზი
უცნაურია ... May 24 2008, 04:10 AM
mar! წახვედი...წაგყვა ჩე... Jun 16 2008, 09:51 PM
iisperiTOVLI თოვლი
საოცარია,
გუ... Jul 1 2008, 07:11 PM
T.L. დღეს დაბ დღე აქვს :use... Sep 29 2008, 08:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი