პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
tat-ia |
Nov 21 2006, 08:24 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-November 06 წევრი № 378 |
ღმერთი და ხელები
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი, თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედო, შიგ მზე სანთლდად ენთო, და ხალხს ელვის კვერხთით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა, მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ, ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები... უფლის განაჩენი არ იყო სადაო, მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი, რიგი და ქართველნი? საიდან სადაო, და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა, წარუდგნენ და ჰკითხეს:- ჩვენ რა ვქნათ უფალო? მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, განცვიფრდა და ჰკითხა:- ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე -ქართველნი გახლავართ! გავშალეთ ნაბდები, შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ, დავლოცეთ შენ მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო, და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად, რა ვუყოთ ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა! ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრული, -სად დაგაბინაოთ, არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი, სულ ყველა გავეცი ბილიკი, ჭიუხვიც, მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები, და რადგან მიწის სხვა ნამცეცი არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ, ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია, -დე იყოს ალალი. და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია, ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი