IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე
მატასი
პოსტი Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა sad.gif

უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...


მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... sad.gif



sad.gif

გული დამწყდა... საშინლად... sad.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Nov 17 2007, 03:04 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



“მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული” - ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან

როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, არა მარტო დროთა და ადგილთა გარემოებების გამო შეუხვედრელი რესპონდენტ-კორესპონდენტი.

მერვე სართულზე ვცხოვრობ, შუქი არა გვაქვს… კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ძლივს მოხელთებული გოდერძი ჩოხელი, მაგრამ როდის იყო, ჩვენს დროში გამობრძმედილ ჟურნალისტს ასე შემოჩვეული დროებითი სიძნელეები აშინებდა? ისე, ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან გუდამაყრის ხეობაში, ცრემლიანი წიფლით აგუზგუზებულ ბუხართან აჯობებდა. აღმოჩნდა, რომ ბუხარი ჩემი მასპინძლის დიდი ხნის ოცნებაა. შევთავაზე წარმოსახვით ბუხართან დავმსხდარიყავით, რომელსაც გოდერძიმ “ფიქრის ბუხარი” უწოდა. იქამდე ვისხედით “ფიქრის ბუხართან” და ვჩხრეკდით ღადარს, სანამ არ გავთბით.

ჩვენთან ერთად ეფიცხებოდა ბუხარს “სულეთის კიდობნიდან” გადმოსული შუღლიანთ სება. დროდადრო თავისი მუზეუმის ექსპონანტებს გვიჩვენებდა.

მარი ცქიფურიშვილი: გოდერძი, “სულეთის კიდობანი” რომანია თუ პუბლიცისტიკა?

გოდერძი ჩოხელი: რომანი მართლაც პუბლიცისტურია, მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა მასში მელას სახით შევარდნაძის გამოყვანა. ეს უფრო იგავ-არაკია, სადაც არეულია დრო, სივრცე, რეალური, არარეალური... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. შევარდნაძე წავა და მელას ამბავი დარჩება. “სულეთის კიდობანში” აღწერილი სიტუაცია ყოველთვის იქნება, სანამ იქნება ქვეყანაზე მელა, სანამ იქნება კვერნა, იქნება სადგისი, ზარფუში, დათვი, დათვის ხასიათი..

მარი ცქიფურიშვილი: არჩევნები…

გოდერძი ჩოხელი: არჩევნებიც სულ იქნება ქვეყანაზე. სულ რაღაცის არჩევა მოუწევს ადამიანს, დათვს, მელას, თოფს…

მარი ცქიფურიშვილი: თოფსაც?

გოდერძი ჩოხელი: ჰო, მოკლას თუ არ მოკლას. გარკვეულ დროში, გარკვეულ მონაკვეთში ამ დედამიწაზე ადამიანები, ცხოველები და საგნები თავისდაუნებურად ირჩევენ ერთნაირ ცხოვრებას. ჩვენი გასავლელი ცხოვრება ჩვენ თვითონ შევქმენით. პირადად ჩემთვის, “სულეთის კიდობანში” მყარი და რეალური სამყაროა აღწერილი. ერთი შეხედვით, ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ კონკრეტული დროა აღებული და ეს ჩვენი ცხოვრებაა.

ბედისა და ცხოვრების უკუღმართობაზე ჩაფიქრებულს, ფიქრის ბუხარში, ცეცხლის ალს დროებით გამორიდებული “ბრძანება” ამიფრიალა ცეცხლის ალმა: “გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს. თითოეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თითოეულ “ბუტკას” ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში. გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი-მელია.”

მარი ცქიფურიშვილი: რამდენად არის ეს ცხოვრება ჩვენი არჩევანი, რისი შეცვლა შეგვიძლია?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ ვერ ვცვლით-ხოლმე. დღეს ქართველები ვცდილობთ როგორმე განვდევნოთ სატანა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი სულიდან.

მარი ცქიფურიშვილი: პირიქით მეჩვენება…

გოდერძი ჩოხელი: მე ვგულისხმობ ჯანსაღ ქართველებს და არა იმათ, ვისაც სატანა მოერია, სატანის სამსახურში ჩადგა და ხელს უწყობენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე მართლმადიდებელი ქვეყნის გაქრობას. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი ქართველებიც, რომლებიც ხელს უშლიან სატანის სურვილს: პირისაგან მიწისა აღგავოს საქართველო, რომელსაც დედამიწის შუბლი უწოდა ლევან სანიკიძემ.

მარი ცქიფურიშვილი: გამოდის, რომ ვიბრძვით, მე კიდევ მეგონა, რომ ქართველების საუკეთესო ნაწილი მუზეუმებში გამოკეტილ წარსულს მისტიროდა მხოლოდ. ვერ ვგრძნობ მომავლის ხედვას… საქართველო კიდობანში ჩასვენებულ თადეოზს ჰგავს, რომელიც სულეთის ქვეყნისკენ მიექანება.

გოდერძი ჩოხელი: ზუსტად ეგრეა. ის რაც შაჰ-აბასმა ვერ შეძლო, ქართველების ფერეიდანში გასახლებით, რაც ხრუშჩოვმა ვერ გააკეთა, მშვენივრად მოახერხა ჩვენმა თანამემულემ, ჩვენმა პრეზიდენტმა. ხრუშჩოვი ყველას ერთად მაინც გვიპირებდა სადმე დასახლებას. ფერეიდნელი ქართველებიც ხომ ერთად დაასახლეს, ამიტომ შეინარჩუნეს ქართველობა, ენა. დღეს კი ჩვენი “მამა-მარჩენლის” წყალობით გასახლება კი არა ქართველების გაბნევა მიდის.

მარი ცქიფურიშვილი: კერიის მოშლა…

გოდერძი ჩოხელი: კერის მოშლა, ფუძის ანგელოზის გაფრთხობა… ცეცხლის ჩაქრობა, კერის გაცივება ადვილია, მისი გაწყობა კი ძალიან ძნელი. დიდი შიში მაქვს იმისა, რომ აქედან იძულებით გასახლებული ქართველებიდან ცოტაღა დაბრუნდება საქართველოში. სადაც ახალ კერას გაიჩენ მერე იქედან გიძნელდება გაციებულ კერასთან მობრუნება.

ფიქრის ბუხრიდან მოულოდნელად მამა-პაპურ კერიასთან გადავინაცვლე.

“კერა სახლის საფუძველია, კერა სახლის საძირკველია, კერა სალოცავია… კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები. კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს. კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს. კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.

კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადმიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.”

ის ფარდაგი გამახსენდა, აღმოსავლეთის კედელზე რომ ეკიდა შუღლიანთ სებას. “ერდოებიდან შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ-ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული.” ჩემმა მასპინძელმა კი ფარდაგზე ყველაზე ლამაზი ნაქარგი გამოარჩია:

გოდერძი ჩოხელი: ვხედავ აღდგომის ლიტონიობას სვეტიცხოვლის ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუკა იგლიჯება და პატავრავდება შაგრენის ტყავივით, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა აღვდგეთ. მტერი ყველანაირად ცდილობს ჩამოგვაჭრას მამული, ჩამოგვაჭრას მკლავი, ჩამოგვაჭრას გული…

მარი ცქიფურიშვილი: რომ აღვდგეთ რაღაც მისია უნდა ვიკისროთ, იდეა გვჭირდება, რომელიც გაგვაერთიანებს.

გოდერძი ჩოხელი: იდეა თავისთავად არ მოდის, არც ხალხი ქმნის მას. იდეის ავტორი ყოველთვის, ღვთისგან რჩეული ერთი ადამიანია. ასე იყო დავით აღმაშენებლის დროს, ტყე-ღრეში გახიზნულ ქართველებს დავითმა მისცა იდეა, გააერთიანა და განამტკიცა საქართველო.

ჩვენ ველოდებით არწივს, - ადამიანს, რომელსაც ღმერთი გამოგვიგზავნის, მაგრამ მარტო ლოდინით არ უნდა შემოვიფარგლოთ, უნდა ვებრძოლოთ სატანას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანის მოსვლას. სატანა სხვის ტახტზე ზის და მას, ვისაც ტახტი ეკუთვნის ნებით არ დაუთმობს, თუ ჩვენც არ შევეწიეთ ბრძოლაში.

მარი ცქიფურიშვილი: კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამ “ნაცრის ქექვის “გარდა?

გოდერძი ჩოხელი: ვინც გოდერძი ჩოხელს იცნობს ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ნაცარს ვქექავ. აწი რომც აღარაფერი შევქმნა, მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე.

მარი ცქიფურიშვილი: ღმერთმა ჰქნას, რომ თქვენი და არა მარტო თქვენი ნააზრევ-ნაღვაწი ზღვის მოქცევის წინ ქვიშაზე ჯოხით ნაჩხაპნს არ დაემსგავსოს, რომელსაც წამკითხავი აღარ ეყოლება.

გოდერძი ჩოხელი: ყველა ქართველს თავისი მისია აქვს. ვიღაცა წერს და თავის ნაცარში ნაფიქრალს სხვას აწვდის. მწერალი ამით თავის ვალს იხდის. იყო დრო, როცა ქართული მწერლობა ერის დედაბოძს წარმოადგენდა. მწერლის სიტყვას მეფის სიტყვაზე არანაკლები ძალა ჰქონდა. არა მგონია ერის დღემდე მოყვანაში რომელიმე დიდ ლაშქრობას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე “ვეფხისტყაოსანს”.

მარი ცქიფურიშვილი: ქართველმა მწერლებმა აზროვნება, ფიქრი და წერა კი არ შეწყვიტეს, ერის წინამძღოლის ფუნქცია დათმეს…

გოდერძი ჩოხელი: როცა ქართული მწერლობა იყო ერის წინამძღოლი, მაშინ არ იყო რადიო, ტელევიზია, კინო. დღეს წინა პლანზე საინფორმაციო საშუალებებმა წამოიწია და ის ადგილი დაიჭირა, მწერლობას რომ ეკავა. ერის გულისყურიც მათკენ მიიზიდა. ეს არაა ქართული მწერლობის სისუსტე ან დანაშაული. ბოლოსდაბოლოს შენ თვითონ უნდა აარჩიო ჭუჭყში მარგალიტი. თუ ერი ამას ვერ მოახერხებს, ან ამოსარჩევი მწერალი არა ჰყავს, მაშინ ის დაღუპულია. მწერალი კომბლით ვერ გაეკიდება მკითხველს. მან დაწერა და შეფასებას ელოდება. თან ცოტა შიშიც აქვს, ამ დროს უნდა გაამხნევო, გული გაუთბო. ვერ შემოგაჩეჩებენ თავის წიგნებს, ხომ ხედავთ დღეს როგორი მწერლები არიან წინ წამოწეულნი?

მარი ცქიფურიშვილი: ნამდვილ მკითხველს ხშირად წიგნის საყიდელი ფულიც არა აქვს, თქვენი ”სულეთის კიდობანი” ცხრა ლარი ღირს…

გოდერძი ჩოხელი: ეს ჩემი ბრალი არაა. თორმეტი წელია ჩემი წიგნი არ გამოცემულა. ძალიან მინდოდა ჩემს მკითხველთან შეხვედრა და ამ ხნის მანძილზე სულ ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა, ჩემი წიგნის გამოცემით დაინტერესდებოდა. მე თვითონ ამის საშუალება არ მაქვს. "სულეთის კიდობანი" ორჯერ გამოვართვი და ისევ მივუტანე გამომცემელს. მენანებოდა, რომ წიგნი სხვისი უნდა გამხდარიყო. გადაგიხდიან ჰონორარს და მერე არც იმას გეკითხებიან წიგნი რამდენად გაიყიდება, ვერც ტირაჟს უკონტროლებ…

მარი ცქიფურიშვილი: "სულეთის კოდობანში" რამდენი აიღეთ?

გოდერძი ჩოხელი: ჯერ მხოლოდ ორასი ლარი მომცეს, მპირდებიან ათას ლარამდე. ასე შეფასდა ჩემი თორმეტი წლის შრომა. მე მაინც კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია წიგნმა იხილა დღის სინათლე. ვიცი, რომ ძვირია, მე თვითონაც ვერ ვიყიდი. ხშირად ამიღია ხელში ჩემთვის საინტერესო წიგნი, შევათვალიერებ, მოვეფერები და ისევ უკან ვდებ. მაშინაც კი, როცა ფული მაქვს ვერ ვყიდულობ, რადგან შინ მყავს შვილი, რომელსაც უნდა პური…

მარი ცქიფურიშვილი: ნუთუ არ მოიძებნა სპონსორი თუ არა პარტნიორი მაინც, რომ ამ კაბალურ პირობებზე არ დათანხმებულიყავით?

გოდერძი ჩოხელი: რა ვიცი, ათასი ვინმე მპირდებოდა, ქართველებს ასეთი რამ გვახასიათებს: სუფრაზე გადამაღებინებენ ფილმებს, გამომაცემინებენ წიგნებს… დათვრებიან და დაიწყებენ: შენნაირი ქართველი ასე უნდა დადიოდეს? შენ დღედაღამ კინოებს უნდა იღებდეო. დავუბარებივარ კიდეც, მოდი ჩემთან და მე ვიციო. ხანდახან მართალა დამიჯერებია და მივსულვარ, ვეღარც კი ვუცნივარ იმ კაცს. ერთმა წიგნის გამოცემის თაობაზე სამი თვე მატარა, სანამ არ მივხვდი, რომ მასხრად მიგდებდა.

ქართველს უნდა ქართველის ძვლებზე სასახლე ააშენოს, ერთი ლარი კი არა მილიონი იშოვოს. ქართველებს არაფერი გვეშველება სანამ ერთმანეთის ძვლების სასახლეთა ბოძებად გამოყენებას არ დავანებებთ თავს.

მარი ცქიფურიშვილი: ”სულეთის კიდობანში” აღებული ჰონორარი ასი წიგნის ღირებულებას შეადგენს, ეს ძალზე ცოტაა. იმედია, თქვენმა ფილმებმა მაინც მოგიტანეს შემოსავალი.

გოდერძი ჩოხელი: ფილმებს ახლა ვეღარ ვიღებ. დღემდე რაც გადამიღია ყველაფერში ერთად ორასი-სამასი ლარი მექნება აღებული. ”სამოთხის გვრიტების” ვიდეო კასეტები კი მთელმა საქართველომ იყიდა.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენ საავტორო უფლება არ გაქვთ ფილმებზე?

გოდერძი ჩოხელი: საქართველოში, სადაც ყველა უფლება ჩაწიხლულია, რა საავტორო უფლებებზეა ლაპარაკი? მე ამაზეც თანახმა ვარ, ოღონდ მამუშაონ, ფილმი გადამაღებინონ, წიგნი გამომიცენ. ცოტა პურის ფული მომცენ, რომ შიმშილით არ მოვკვდე. მწერალი საქართველოში თავის შრომით არასდროს არ იყო ლაღი, ის მხოლოდ ხალხის ყურადღებით, სიყვარულით ლაღობდა. ბედნიერი ვიქნებოდი რაც დაწერილი მაქვს წიგნებად, რომ გამოიცემოდეს.

მარი ცქიფურიშვილი: გამოუცემელი ნაწარმოებები ბევრი გაქვთ?

გოდერძი ჩოხელი: ბევრი არა, მაგრამ მაქვს. ძალიან მინდა გამოცემულებიც ხელახლა გამოვცე. ამას წინათ ხელახლა გადავიკითხე "მგელი", კვეხნად ნუ ჩამითვლი, მაგრამ ეს ყველასთვის გასაგები დიდი ნაწარმოებია, სადაც ბწკარიც არაა ზედმეტი, ერთი ლამაზი ამოსუნთქვაა.

მარი ცქიფურიშვილი: ლუკა თქვენ ხართ?

გოდერძი ჩოხელი: მეც ვარ და ჩემი შვილიც – მე ვარ გაიგივებული ჩემს შვილში.

მარი ცქიფურიშვილი: როდის შენიშნეთ ადამიანებში მგელი?

გოდერძი ჩოხელი: როცა ამ რომანს ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ადამიანებში ამდენი მგელი თუ იყო. მაშინ ვწერდი: მოვა დრო და მგლები გამოეფინებიან, მოედებიან მთელ ქვეყანას. მერე კი ისევ კრავის ტყავს წამოისხამენ, ვითომც არაფერი ყოფილა-თქო.

იმ პერიოდში, როცა “მგელს” ვწერდი შინ მარტო ვიყავი. მშიშარა არ ვარ, მაგრამ ძილის წინ გამოვაღებდი ხოლმე კარადას, შევიხედავდი საწოლის, მაგიდის ქვეშ. ავტობუსში ერთი შემოხედვითაც ვგრძნობდი რომ მგელი მიყურებდა, ისე მქონდა გამახვილებული ეს გრძნობა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ქუჩა სავსე იყო მგლებით, ახლა კი საქართველო პირდაპირ მგლებითაა გაჭედილი.

მარი ცქიფურიშვილი: შიგნით თუ გიგრძვნიათ როდესმე მგელი?

გოდერძი ჩოხელი: არასოდეს. ერთხელ კინოსტუდიაში აკანკალებული რეზო ინანიშვილი მოვიდა, თურმე გამყიდველს მოუტყუებია და საშინლად იყო განერვიულებული. რედაქტორი გვყავდა საშა მახარაძე, მან ჰკითხა: რეზო, შენ მგელი ხარ თუ ცხვარიო? მგლისა რა შემატყვეთო - უფრო აღელდა ინანიშვილი. მაშინ მოვისმინე ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ეს ცხოვრება ადამიანებს მგლებად და ცხვრებად ჰყოფს. შენ ერთ-ერთი უნდა აირჩიო, თუ ცხვრობა გინდა, ცხვრებს კრეჭენ კიდეც. მე რომ მგელი ვყოფილიყავ, მაშინ სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

მარი ცქიფურიშვილი: ვეღარ დაწერდით…

გოდერძი ჩოხელი: ჰო, ვეღარ დავწერდი. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული. შეწუხებული ადამიანი კი ვერასდროს მგელი ვერ იქნება. ან მაშინ მგლური ბუნებით უნდა იყოს შეწუხებული. ასეთი ადამიანი კი არ ჰქმნის, არამედ ჭამს, ყვლეფს, ქართველების ძვლებს ხრავს.

თვალწინ გვაქვს მაგალითი, როგორ გამოხრეს ჩვენი წინაპრების ძვლები "ახალმა ქართველებმა". საშოში ეპოტინებიან იმათ ძვლებსაც, ჯერ რომ არ დაბადებულან. დაბადებას არ გვაცლიან, ესენი სატანის ბუნების მგლები არიან, თორემ ბუნებით მგლებზე არ მაქვს ლაპარაკი.

მარი ცქიფურიშვილი: რა სჯობს - მტერი არ დაინდო, ვალი არ შეარჩინო თუ მარცხენა მიუშვირო?

გოდერძი ჩოხელი: სულის ხსნისთვის მეორე სჯობს. თუ ქრისტეში ხარ და ქრისტეა შენში ასე უნდა მოიქცე, მაგრამ ქრისტე არ ამბობს: შენ შეეჭმევინე, მოეკვლევინე და გაეძარცვინეო. თუ შენი სიყვარულით დახვედრა ვერ გაიგეს, მაშინ ძალით უნდა გააგებინო. ჩემს ფილმში "ცოდვის შვილები" მაქვს დასმული ეს საკითხი. ხევსური მგელიკა, რომელმაც ქისტი მოიტაცა, ეუბნება მღვდელს, რომ ლოყა ერთხელ უნდა მიუშვირო მეორედ კი აღარაო.

მარი ცქიფურიშვილი: "ადამიანთა სევდა" თქვენი დაწერილია?

გოდერძი ჩოხელი: "ადამიანთა სევდა" ჩემი მფარველი ანგელოზის ნაკარნახევია, რომელიც სულ თან დამყვება. ეს ჩემი პირველი და უსაყვარლესი რომანია, არც დიდი არც მოსაბეზრებელი, მაგრამ თავისთავში იტევს სევდას, სიყვარულს, სითბოს და ისეთ რაღაცეებს კიდევ, რომელიც ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.

მფარველმა ანგელოზმა შემსვა ერთხელ ცხენზე და პასუხის მოძებნა დამავალა ორ კითხვაზე: რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი? დავდიოდი გუდამაყარში დონ-კიხოტივით ცხენზე ამხედრებული და ყველას ვეკითხებოდი: რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი, რა გადარდებს? რასაც ისინი მპასუხობდნენ, თითქმის უცვლელად შევიტანე "ადამიანთა სევდაში". ბოლოს მინდოდა ჩემი პასუხით დამემთავრებინა, მაგრამ ჩემს პასუხს ვეღარ ვპოულობდი.

ჩვენთან სათიბები მაღლა მთებშია. ნათიბი დილაუთენია უნდა მოხვეტო, რომ მზემ არ ჩაგიფშვნას. ამიტომ მე და დედაჩემი შუაღამისას დავადექით გზას. გუდამაყარში ისეთი მთვარიანი ღამეები იცის, დღისგან ვერ გაარჩევ. დედაჩემი ჩემს წინ მიდიოდა მთვარით განათებულ გზაზე. ვხედავდი მთვარემ როგორ დააგრძელა მისი ჩრდილი, რომელიც ჩავიდა ხევში, აუყვა აღმართს, გორა გადაიარა… გამეხარდა, - რამხელაა დედაჩემი-თქო. მაშინ გამიჩნდა ის ორი პასუხიც და უკან გამოვიქეცი ყვირილით: “ვიპოვე, დედი ვიპოვე”, ჩემი პასუხები ვიპოვე: სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა, სიკვდილიც სევდაა, ოღონდ ადამიანად არ ყოფნის სევდა.

მარი ცქიფურიშვილი: რატომაა ნაღვლიანი და სევდიანი კაცთა მოდგმა?

გოდერძი ჩოხელი: იმიტომ, რომ ღმერთმა სევდა და ნაღველი მარილად დაუდო კაცთ. ამის გარეშე კაცთა მოდგმა ამპარტავანი იქნებოდა. სევდა ადამიანის სულს მარილივით დაეფინება და წმენდს.

მარი ცქიფურიშვილი: ძალიან გაუთამამდით სიკვდილს და ჩვენც შემოგვაჩვიეთ, არ გეშინიათ?

გოდერძი ჩოხელი: დუშეთში ვიყავი ხატობაზე. ყოველ ღამე ცხენზე ამხედრებული ერთი თუში წამოგვვარდებოდა ხოლმე და დაგვჭყივლებდა: "ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!" მეც მაგას ვიტყოდი. სანამ ცოცხალი ხარ, ხომ არ მოკვდები და რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის? რომ მოკვდები, მერე საშიშიც არაფერია.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენს პერსონაჟებს წარმართებივით უყვართ ცხოვრება, რატომ?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენში კარგადაა შეთვისებული ერთმანეთთან ქრისტიანობა და წარმართობა. ამან ქრისტიანობას ახალი ძალა შემატა. მთაში მაცხოვრებელი კაცი კი, როგორც მთას ეკადრება, ისეთი გახდა. ასეთი ხალხი ბარში საძებარია. ალბათ, ამოტომაა ნათქვამი, ბარში რომ ნამუსი დაიკარგებოდა, მთაში მიდიოდნენ საძებნელადო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა გესმით ცხოველების, ფრინველების, ბალახის ენა?

გოდერძი ჩოხელი: დედაჩემმა მართლა იცოდა ჩიტებისა და ბალახების ენა. კვირტი რომ გამოვიდოდა, იმას ეფერებოდა და რაღაცეებს უყვებოდა. ბალახს ფეხს არ დაადგამდა. ჩემი ორივე შვილის დაბადება ოფოფებმა ახარეს. სამახარობლოდ რომ ჩავედი, შვილიშვილი გეყოლა-თქო, მიპასუხა, ვიცი, ოფოფმა მითხრაო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა თქვით, ეკლესია-მონასტრები კოსმოსურ რაკეტას ჰგვანან, რომლითაც ადამიანები ჩამოფრინდნენ დედამიწაზეო?

გოდერძი ჩოხელი: ეს ჯერ არ დამიწერია, საიდან იცით? მე მართლა მგონია, ეკლესიები იმიტომ ჰგვანან კოსმოსურ რაკეტას, რომ თავის დროზე ჩვენ მოვფრინდით აქ საიდანღაც, მერე გაგვიფუჭდა რაკეტა და დავრჩით დედამიწაზე, ჩვენი სული კი უკან დაბრუნებას ითხოვს. ადამიანებმა მოიგონეს დაბრუნების ასეთი საშუალება – ააგეს ეკლესიები, რომლებიც ცაში გასაფრენად გამზადებულ ხომალდებს ჰგავს. შედიან, ლოცულობენ და ზეცაში დაბრუნებას ითხოვენ.

მარი ცქიფურიშვილი: როგორ გგონიათ, დავბრუნდებით?

გოდერძი ჩოხელი: აუცილებლად, თუ მამა ღმერთთან დაბრუნების რწმენა გვექნება.

მარი ცქიფურიშვილი: მერე აქაურობა რომ მოგვენატრება?

გოდერძი ჩოხელი: მოვალთ, ალბათ, ისევ. მარადიულად არსად ყოფნას არ ვისურვებდი, ხომ გული გამისკდება. მე სულ ადამიანად მინდა ყოფნა. ოღონდ, უნდა მახსოვდეს, ვინ ვიყავი. გული მწყდება, აქამდე ვინ ვიყავ რომ არ მახსოვს. თუ მახსოვრობა არ მექნება, მაშინ კი არ გარდავცვლილვარ, მოვმკვდარვარ. ისე, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სულ აქ ვიქნებოდი. ოღონდ, საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

მარი ცქიფურიშვილი: ახლა რომ მაღალ მთაზე იდგეთ, საიდანაც მთელი საქართველო ჩანს და ყველასთვის ხმის მიწვდენაც შეგეძლოთ, რას იტყოდით?

გოდერძი ჩოხელი: ვიტყოდი: ღმერთო, ჩქარ გააბრწყინე საქართველო!

ესაუბრა მარი ცქიფურიშვილი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
_Matasi_   გოდერძი ჩოხელი ;(   Nov 16 2007, 03:18 PM
marine   კიდევ ერთი დიდებუ...   Nov 16 2007, 03:21 PM
_Matasi_   შენი სხეული ჩემს ს...   Nov 16 2007, 03:22 PM
marine   [size=2][color=#9999FF]შენი სხეუ...   Nov 16 2007, 03:27 PM
მხევალი ნინო   რა საწყენია, მდააა, ...   Nov 16 2007, 03:26 PM
კანუდოსელი   :(   Nov 16 2007, 04:27 PM
თემო   აცხონოს უფალმა, არ...   Nov 16 2007, 03:31 PM
ნათია   :( :( ძალიან საწყენი...   Nov 16 2007, 03:37 PM
marine   :( :( ძალიან საწყენია...   Nov 16 2007, 03:41 PM
მარიამი   ღმერთმა აცხონოს... :( ...   Nov 16 2007, 03:42 PM
_Matasi_   გოდერძი ჩოხელი კლ...   Nov 16 2007, 03:43 PM
ნათია   marine ძალიან ცუდი თვი...   Nov 16 2007, 03:56 PM
marine   marine ძალიან ცუდი თვი...   Nov 16 2007, 04:02 PM
ნათია   marine მადლობა მარი ინ...   Nov 16 2007, 04:05 PM
marine   marine მადლობა მარი ინ...   Nov 16 2007, 04:07 PM
ნათია   მგონი, გოდერძი ჩოხ...   Nov 16 2007, 04:15 PM
ლილიანა   ღმერთმა აცხონოს :(   Nov 16 2007, 04:24 PM
misdevs mela loms   აუ როგორ მეწყინა. მ...   Nov 16 2007, 04:26 PM
afxazi   საწყენია თითოეული ...   Nov 16 2007, 04:28 PM
იოანა   ღმერთმა აცხონოს :(   Nov 16 2007, 04:39 PM
ქავთარაძე   ეს ნაწერი თითქმის ...   Nov 16 2007, 04:44 PM
marine   ეს ნაწერი თითქმის ...   Nov 16 2007, 04:46 PM
ნათია   ე.ი. სწორად მახსოვ...   Nov 16 2007, 04:47 PM
_Matasi_   ალბათ მართლა იმ სე...   Nov 16 2007, 04:50 PM
leluka   აუ როგორ მეწყინა მ...   Nov 16 2007, 04:51 PM
ქავთარაძე   კაცს 2 ჯერ დაარტყა წ...   Nov 16 2007, 04:52 PM
თათარაშვილი   :( ღმერთმა აცხონოს ...   Nov 16 2007, 05:23 PM
თათარაშვილი   :( ღმერთმა აცხონოს ...   Nov 16 2007, 05:23 PM
zviadauri   ძალიან სამწუხაროა....   Nov 16 2007, 05:33 PM
FanFan   ეხლა დავაფასებთ :( ჩ...   Nov 16 2007, 05:34 PM
ქავთარაძე   http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232 F...   Nov 16 2007, 05:40 PM
serafita   FanFan მწარე სიმართლე...   Nov 16 2007, 05:40 PM
_Matasi_   რატომ ხდება ყოველ...   Nov 16 2007, 05:45 PM
ნათია   კარგი ნათქვამია   Nov 16 2007, 05:46 PM
FanFan   http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232 ...   Nov 16 2007, 05:50 PM
afxazi   FanFan ნუ ცხარობ მეგობ...   Nov 16 2007, 05:54 PM
mariami-k   სამწუხარო ამბავია....   Nov 16 2007, 06:02 PM
Georgia-O-Keefe   ძალიან, ძალიან დამ...   Nov 16 2007, 06:20 PM
თათი87   ძალიან, ძალიან დამ...   Nov 16 2007, 06:23 PM
ai gogoo   ვაიმე რა საწყენი ა...   Nov 16 2007, 06:31 PM
Georgia-O-Keefe   "-რა არის სიცოცხლ...   Nov 16 2007, 06:41 PM
ირაკლი   :(   Nov 16 2007, 06:51 PM
abo   ძალიან დამწყდა გულ...   Nov 16 2007, 06:54 PM
shore   :( :( :( ვაიმეეე, საწყალ...   Nov 16 2007, 07:06 PM
jiulieni   ღმერთმა აცხონოს მი...   Nov 16 2007, 07:31 PM
ketino   ღმერთმა აცხოვნოს მ...   Nov 16 2007, 08:03 PM
k@the   ეჰ,... :(   Nov 16 2007, 08:10 PM
მნათე   :(   Nov 16 2007, 08:18 PM
chiamaialologi   :( :( :( :( :(   Nov 16 2007, 08:49 PM
ქავთარაძე   შეგრძნება არა მიტ...   Nov 16 2007, 09:18 PM
solomony   ჩემი საყვარელი რეჟ...   Nov 16 2007, 09:20 PM
ქავთარაძე   გოდერძიც წავიდა ცა...   Nov 16 2007, 09:28 PM
maZiebeli   ეჰ, ამ ცოტა ხანში ვა...   Nov 16 2007, 09:41 PM
დავით ივერიელი   "ადამიანთა სევდა...   Nov 16 2007, 09:50 PM
KAIROS   :( ძალიან დამწყდა გ...   Nov 16 2007, 09:53 PM
ქავთარაძე   KAIROS გავღარიბდით და ...   Nov 16 2007, 09:55 PM
likka   ეხლა გავიგე ძალია...   Nov 16 2007, 09:56 PM
ekato   რა სამწუხარო ამბავ...   Nov 16 2007, 10:03 PM
ნათია   დაკრძალვა როდისაა ...   Nov 16 2007, 10:05 PM
თათი87   ყველა პწკარი შედე...   Nov 16 2007, 10:09 PM
მათველა   აუ რა კარგი ადამია...   Nov 16 2007, 10:38 PM
ნათია   შემინახე, დედაო მი...   Nov 16 2007, 10:52 PM
ალექსანდრე   ძალიან დამწყდა გულ...   Nov 16 2007, 11:10 PM
თამარი_ცქნაფო   უზომოდ დამწყდა გულ...   Nov 16 2007, 11:19 PM
თათი87   (როგორ თანდათან მა...   Nov 16 2007, 11:21 PM
ქავთარაძე   თათი87 გოდერძის ლექ...   Nov 16 2007, 11:37 PM
Georgia-O-Keefe   თოვლი საოცარია, გუ...   Nov 16 2007, 11:47 PM
თათი87   იმედის მამა-პაპანი...   Nov 17 2007, 12:00 AM
ekato   "რას ავიტეხე ეს კ...   Nov 17 2007, 12:05 AM
მარიამი   “მხოლოდ მაშინ ვარ ...   Nov 17 2007, 03:04 AM
Misha Songulashvili   "მოკვდა თუ არა ყვ...   Nov 17 2007, 05:21 PM
ართი ვარდი   ძალიან დამენანა, ს...   Nov 17 2007, 07:20 PM
NaTaLiaa   ძალიან დამწყდა გულ...   Nov 17 2007, 08:18 PM
ekato   ძალიან დამწყდა გუ...   Nov 18 2007, 01:49 AM
შაკუნა   :(   Nov 18 2007, 03:12 AM
TuTashxia   ძალიან დამწყდა გულ...   Nov 18 2007, 05:21 PM
ქავთარაძე   ეხლა ვცდილობ ბაბად...   Nov 18 2007, 09:13 PM
ვალერი   ძალიან დამწყდა გულ...   Nov 18 2007, 10:23 PM
ქავთარაძე   ვალერი მგელი მაგარ...   Nov 18 2007, 10:29 PM
q-e-T-i   რამდენიმე თვის წინ...   Nov 18 2007, 10:40 PM
ქავთარაძე   q-e-T-i ჩემ მეზობელ ჟორ...   Nov 19 2007, 12:49 AM
k@the   იცით რაა, ადვილია ა...   Nov 19 2007, 01:03 AM
თემო   საქართველოს მთავრ...   Nov 26 2007, 03:56 PM
ქეთი.   საქართველოს მთავრ...   Dec 15 2007, 01:53 PM
zaz   ძაან სამწუხაროა. მ...   Nov 27 2007, 11:29 AM
ქეთი.   :( :( :( ასეა :( სამაგი...   Dec 15 2007, 02:54 PM
nuca_ge   ძალიამ კარგი პიროვ...   Jan 13 2008, 01:47 AM
nuca_ge   ეს სიტყვები გოდერძ...   Jan 30 2008, 01:24 AM
ana-bana   ვიცოდი, აუცილებლად...   Feb 22 2008, 10:29 PM
ქავთარაძე   ana-bana ეს მაგარი მოთხრ...   Mar 12 2008, 12:19 AM
ana-bana   ქავთარაძე მეც ძალი...   Mar 14 2008, 11:08 PM
nino_ni   :( :( :(მართლა ცრემლი მ...   Apr 1 2008, 12:20 AM
nino_ni   მოლოდინი -ასე მგონ...   Apr 1 2008, 12:52 AM
Amuza   ცხრა შეკითხვა სიყვ...   Apr 4 2008, 10:02 PM
xatuna   გოდერძი ჩოხელის სა...   Apr 9 2008, 11:59 PM
Amuza   გოდერძი, ძმაო! ეძღ...   Apr 10 2008, 02:16 PM
iisperiTOVLI   ნიკოლოზი უცნაურია ...   May 24 2008, 04:10 AM
mar!   წახვედი...წაგყვა ჩე...   Jun 16 2008, 09:51 PM
iisperiTOVLI   თოვლი საოცარია, გუ...   Jul 1 2008, 07:11 PM
T.L.   დღეს დაბ დღე აქვს :use...   Sep 29 2008, 08:46 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 12:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი