ქართული სუფრა, მსჯელობა ჩვენს სუფრაზე, ტრადიციები, სადღეგრძელოები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული სუფრა, მსჯელობა ჩვენს სუფრაზე, ტრადიციები, სადღეგრძელოები... |
ზარნაშო |
Sep 1 2007, 11:00 AM
პოსტი
#201
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
"ფოლკლორი" ხალხურ სიბრძნეს ნიშნავსო... ჩვენი ხალხის სიბრძნე ყველაზე მეტად ალბათ სუფრაზე ვლინდებოდა. აქ ისმოდა ქართული გალობა, სიმღერა, სადღეგრძელოები და შაირობა-კაფიაობა; აქ ხდებოდა ქართული ცეკვის და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირება; აქ ისწავლებოდა სიყვარული, უფროს-უმცროსობა, ვაჟის ქალისადმი (და პირიქით) პატივისცემა... აკადემიაა, აბა რა არის? ცხოვრების აკადემიაა. ახლა თუ გადაგვარდა სუფრა, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ისევ ის ტრადიციები. აბა, შაუბერეთ!
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ზარნაშო |
Nov 17 2007, 12:28 PM
პოსტი
#202
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ალკოჰოლი და სიმღერა პირადი მწირი გამოცდილებიდან დავიწყებ, მერე თქვენი მომაშველეთ. სასმელი გაბედულებას მატებს, მაგრამ ისეთ ხალხს არ მივეკუთვნები, ნასვამზე თავი გონაშვილი რომ ჰგონიათ. სიმღერის რა გითხრათ, ხმაზე სასმელის მოქმედებაზე კი რაც ვიცი, გეტყვით. ერთხელ ცხელ გულზე ლიტრიანი ბოთლი ღვინო გამოვცალე მოყუდებით (სიყვარულმა, მე კი არა, გადარია ტარიელი) და ისეთი ბანი დამიდგა, ლამის ინფრაბგერებში გადავდიოდი. მაგრამ რად გინდა? ჯერ ისე რა მომღერალი ვარ და ახლა 1 ლიტრი სუფთა კახური რქაწითელი რომ მქონდა მშიერ კუჭზე დალეული, რამის თავიღა მექნებოდა? ერთხელ კიდევ ერთი ტოლჩა ლუდი მივაყოლე ხინკალზე და წკრიალა პირველი გამეხსნა. "საჭაშნიკეში" მირთმეულმა არაყმა კრიმანჭულზე იმოქმედა დადებითად... ამ მიმართულებით კვლევები დროებით შეჩერებულია უსახსრობის გამო, მაგრამ თუ რამე შემოვიდა, მარტყოფელებთან და დიდგორელებთან ერთად ვაპირებ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი