სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| izo |
Oct 28 2006, 01:02 PM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მოგესალმებით! გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ დავარწმუნო იაღოველი მეგობარი მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
|
![]() ![]() |
| დეკ. ანდრია |
Nov 22 2006, 01:26 AM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი რაციონალური არგუმენტი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა არის უსუსური ერეტიკოსის თვალში. შეიძლება ადამიანს აჩვენო მისი სწავლების სიცრუე, მაგრამ მარტოოდენ ამით მას ვერ გახდი მართლმადიდებელს. ჭეშმარიტება სულ სხვა განზომილებას ეკუთვნის, რომელსაც გონება კაცისა ვერ წვდება. მართალი სარწმუნოების აღმსარებლობა ღმრთის მადლისა და კაცობრივი ნების თანამოქმედებაა ადამიანის სულში.
უმთავრესი და უმძლავრესი იარაღი ქადაგებისა არის ლოცვა. უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც ცდუნდა უცხო სწავლებით. შეგვიძლია ჩვენი სიტყვებით შევთხოვოთ უფალს, – მოყვარულ გულს ეს არ უნდა ეძნელოს. თუ გვიჭირს, შეგვიძლია დილის ლოცვებში სათქმელი ლოცვა ვთქვათ კონკრეტული ადამიანისათვის. გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ცრუსწავლების მიღმა დგანან კონკრეტული ბოროტი სულები და მათი მოძღვარი – მამა სიცრუისა. ბოროტის მიერ ცდუნებული ადამიანი კი ზომბირებულს ჰგავს. ვისაც უცდია რასელისტებთან საუბარი სარწმუნოებრივ თემებზე, იცის ეს. ჭეშმარიტება სარწმუნოების ნაყოფებით იქადაგება (გალ. 5,22-23). როცა ჩვენ არ გვაქვს ისინი, ვერც სხვას შევძენთ და ვერც მართალი რწმენის უპირატესობას დავუმტკიცებთ. სამწუხაროდ, მართლმადიდებლთა შორის ხშირად ვხვდებით აგრესიულ დამოკიდებულებას სექტანტთა მიმართ. აუცილებლობის გარეშე უნდა მოვერიდოთ მათთან კამათს სარწმუნოებრივ თემებზე. აუცილებლობაში იგულისხმება ისეთ შემთხვევები, როცა ვხვდებით მოწმენი სექტანტთა მიერ სხვათა, განსაკუთრებით ბავშვების ცდუნებისა. მეგობართან მისი სარწმუნოების სიცრუეზე საუბარი ღირს მხოლოდ მაშინ, როცა იგი განწყობილია გვისმინოს. ჩვენი სარწმუნოებრივი შეხედულებები მიუწვდომელი და ურყევი ციხესიმაგრე უნდა იყოს. ამასთან ერთად ყოფით ცხოვრებაში გვმართემს განსაკუთრებული სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა მათ მიმართ, რათა ნაყოფი ჭეშმარიტებისა წარმოჩნდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სარწმუნოებრივი შეედულებები წარმოადგენენ მსოფლმხედველობის საფუძველს. მყარი ფსიქიკის ადამიანი ადვილად ვერ იცვლის სარწმუნოებას. ამიტომ სულგრძელება გვმართემს შეცდომილებთან ურთიერთობაში. მაგრამ პრობლემა არ ამოიწურება მხოლოდ მოქცევით ადამიანისა. შემდგომშიც არანაკლები შრომაა საჭირო. ყოველი ცრუსწავლება ამახინჯებს ადამიანის სულს, მის აზროვნებას, აამპარტავნებს მას. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებად აღიარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს სულიერ ფერისცვალებას. ახლადმოქცეული, როგორც წესი მიდრეკილია ხიბლისაკენ. მას იზიდავს ემოციური მხარე ეკლესიურობისა. ამასთან ერთად ახასიათებს ამბიციურობა, უჩნდება პრეტენზია მრავლისმცოდნეობისა და მასწავლებლობისა. მის დადუღებას ჭირდება უმძიმესი სულიერი შრომის წლები და გულმოდგინე მოძღვრის ხელმძღვანელობა. ხშირად მომხდარა, რომ ახლადმოქცეულის ემოციური აღფრთოვანება ჩაითვალა სარწმუნოებრივ სიმხურვალედ, ზოგიერთმა სასულიერო ხარისხსაც კი მიაღწია, შემდეგ კი განდგა ეკლესიისაგან, რადგან არ შეცვლილა მისი აზროვნების კრიტერიუმები. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ძალიან ხშირია. არ შეიძლება ყოველ წვრილმანში ამხილო ახლადმოქცეული, – მისი ამპარტავანი გონება ამას ვერ დაიტევს. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელი მის სულთან მისასვლელი გზების ძიება, და ისევ და ისევ სიყვარული და მოთმინება. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
izo ბიბლია ამხელს იაღოველებს Oct 28 2006, 01:02 PM
მარიამი მამა ანდრია, მადლო... Nov 22 2006, 03:00 AM
დათიკო
დეკ. ანდრია
მამაო, ... Nov 22 2006, 03:31 AM
izo მამა ანდრია, დიდ მა... Nov 24 2006, 06:00 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი