საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 19 2007, 02:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე
ქართლის მეფე IV ს. 70-80-იან წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ს თანახმად. იყო "კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა", რომელიც უომროდ დამორჩილდა ირანელ ერისმთავარს. ირანს დაუთმო რანი და მოვაკანი. იკისრა ხარკის გადახდა. ამის შემდეგ მას "ანუდგნენ კლარჯნი და მიერთნეს ბერძენთა". ვარაზ-ბაკური - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით. მის დროს ქართლში მოვიდა ირანელი პიტიახში და ქართლი დახარკა. ასფაგური* - ქართლის მეფე ამიანე მარცელინეს ცნობით. 368 წ. ქართლის ტახტზე ბიზნატიელების მხარდაჭერით ასული საურმაგი, ირანის შაჰის შაბურ II-ის დახმარებით გააძევა და გამეფდა, მაგრამ საურმაგი ბიზანტიელთა ჯარით შემოვიდა ქართლში. როდესაც იგი მდ. მტკვარს მიუახლოვდა, ასფაგურმა, როგორც ნათესავმა, ხელისუფლების გაყოფა შესთავაზა. ბიზანტიის იმპერატორი ამ შეთანხმებას დათანხმდა. 369 წ. ქართლი შუაზე გაიყო, რის შედეგადაც ორმეფობა დამკვიდრდა. *ორმეფობის ფაქტი ქართული წყაროებით არ დასტურდება. სპეციალურ ლიტერატურაში, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით იგი გაზიარებულია. ამიანე მარცელინეს ასფაგურს აიგივებენ ვარაზ-ბაკურთან. ფიქრობენ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპირო რევის ძეებს დარჩათ (თრდატ-საურმაგი), ხოლო მარცხენა, ჩრდილო ნაწილი, ბაქარიანებს (ასფაგურ-ვარაზ-ბაკური). მიაჩნიათ, რომ 70-იან წლებში ირანელთა ჩარევით ქართლში ერთმმართველობა აღსდგა ასფაგურის მეფობით. არის განსხვავებული მოსაზრებაც (ს. კაკაბაძე), რომლის თანახმად ქართლის დასავლეთ ნაწილში საურმაგის შემდეგ მეფობდა ბუზმიჰრ I. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი