დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
მატასი |
Jun 28 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
არსებობს ლეგენდა
დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში.... ალბათ ამის შესახებ ყველა ქართველს სმენია... მაინტერესებს ვის გჯერათ ამის და ვის არა... მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ რწმენის საკითხია, რომელზე დავაც ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, ბუნებრივია, არც დაიჯერებ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
კანუდოსელი |
Nov 19 2007, 04:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არსებობს ლეგენდა დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... მე არ მგონია რომ გამოცხადება მართლა იყო იმ სახით, როგორითაც ეს მაგ ლეგენდაშია გადმოცემული...ვინაიდან "წმინდანები არიან ვითარცა ანგელოზნი" და რაღაც არ მესმის რომ ქრისტიანული სულით გაჟღენთილი წმინდანი გამოეცხადა ხალხს და დაიწყო პირადად ხალხის სიკვდილით დასჯა, ეს რაღაც არ ჯდება ქრისტეს სიყვებში: "ვინც მახვილი ამოიღოს..." სხვათა შორის ეს ადგილი პირდაპირ კავშირშია ისტორიულ გარემოებასთან, რომ მილანის ედიქტამდე ეკლესიაში დამოკიდებულება არა მარტო სიკვდილიტ დასჯის არამედ ზოგადად ჯარში მსახურის მიმართ იყო ძირითადში ნეგატიური, რისი მოწმენიც ვართ იგივე წმინდა მაქსიმე თებესელის ისტორიიდან: წმინდა მაქსიმილიანე თებესელის დაკითხვის ოქმიდან: რად გინდათ ჩემი სახელი? მე არ შემიძლია ვიმსახურო ჯარში, რადგან ქრისტიანი ვარ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ მიეღო ჯარის სასარტყლე ნიშანი, მან უპასუხა: შეგიძლიათ თავი მომკვეთოთ, მაგრამ არ მივიღებ მას. ჩემი ჯარი, ღმერთის ჯარია და არ შემიძლია ვებრძოლო ღმერთის (შექმნილ) სამყაროს მას უთხრეს, რომ იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც მსახურობდნენ მცველებად, რაზედ წმ. მაქსიმილიანემ უპასუხა: ეს მათი საქმეა. მე ქრისტიანი ვარ ასევე და არ შემიძლია სამსახური. მე უკვე მიღებული მაქვს ქრისტეს, ჩემი უფლის ნიშანი და ვერ მივიღებ ლითონის ნიშნის სარტყელს, მე მას დავამსხვრევ კიდევ ბევრი შეგონების შემდეგ, არ გატყდა რის გამოც წმ. მაქსიმილიანე დასაჯეს სიკვდილით ხაზს ვუსვამ,ის დასაჯეს არა იმიტომ, რომ არ შეწირა მსხვერპლი რომელიმე ღვთაებას, არამედ იმიტომ, რომ უარი თქვა ჯარში სამსახურზე და იგივეს გამო ის წმინდანად შეირაცხა მეორე წმინდანის, იპოლიტე რომაელის ცნობილი გამონათქვამი: ჯარში სამსახური კატეხუმენებს ეკრძალებათ მე მგონი ნათლად ადასტურებს იმას რაც ვთქვი... მე მგონია, რომ ეგეთი გამოცხადება არ ყოფილა, თუმცა გამოცხადება იმ ფორმით, რომ წმინდა გიორგი დაინახეს არა მეომრის როლში - ეს სრულიად მისაღებია ჩემთვის და ვგონებ ეგ ლეგენდაც უკავშირდება იმ სინამდვილის პროზაიკული ისტორიით განვრცობას,რაც ასე ხშირია აგიოგრაფიულ ლიტერატურაში -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი