დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
მატასი |
Jun 28 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
არსებობს ლეგენდა
დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში.... ალბათ ამის შესახებ ყველა ქართველს სმენია... მაინტერესებს ვის გჯერათ ამის და ვის არა... მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ რწმენის საკითხია, რომელზე დავაც ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, ბუნებრივია, არც დაიჯერებ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მარიამი |
Nov 19 2007, 04:22 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ჯერ ერთი უნდა გამიჯნო წმინდანის ცხოვრების მომენტები დეტალებში და თავად წმინდანი და ეს დეტალები არ გააიგივო მის წმინდანობასთან ზაზა, წმ. გიორგის ცხოვრება არ იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ სამსახურის დათმობა არ შეძლებოდა ქრისტესთვის. მან ხომ, როცა მოსთხოვეს, სიცოცხლეც კი დათმო. ჯარში სამსახური რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყოფილიყო, წმ. გიორგის ეს არ ეცოდინებოდა? სუსტი რომ არ იყო და წამების არ ეშინოდა, ეს ჩვენთვის უკვე ცნობილია. ციტატა წმინდანი არ ნიშნავს უცოდველს ე.ი. როცა წმ. გიორგი ჯარში მსახურობდა, სცოდავდა? წმ. დავით აღმაშენებელი ომებს რომ აწარმოებდა ცოდვაში ეთვლებოდა? ცოდვა იყო ისიც, როცა მოსე ღვთის ბრძანებით იღებდა მონაწილეობას ომში? ციტატა წმინდა გიორგის გამოცხადებაზე მეჩვენება, რომ ეს არის აგიოგრაფიული და არა მისტიკური რეალობა, თუმცა გამოცხადება ალბატ მოხდა, მაგრამ არა ისე, როგორც ეგ ლეგენდა მოგვითხრობს მე მჯერა, რომ ზუსტად ისე მოხდა, როგორც წერია. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი პრეცნდენტი ბასილი დიდის ცხოვრებაშიც არსებობს. იულიანე განდგომილზე გკითხე წეღან და არ მიპასუხე. სწორედ ამას ვგულისხმობდი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი