![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ლექსიკონების თანახმად, აზარტში იგულისხმება გაცეცხლება, აღგზნება. მიჩვენეთ წმიდა მამა, რომელიც ბრძანებს, რომ გაცეცხლება არ არის დამანგრეველი სულისათვის.
არ შეიძლება ყველა თამაშს დავასვათ დაღი: "აზარტული". ჭადრაკი და ბანქო არ შეიძლება ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ. ან იქნებ ფეხბურთის გულშემატკივართა გადაღებილ–გაშმაგებული სახეები გაიგივდეს ჭადრაკის ეფექტთან? უნდა ნახოს მოძღვარმა ესათუის თამაში ვის ანგრევს და ვის ასვენებს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ ერთი სიტყვა დაგავიწყდათ: "დაცემული". დიახ, ჩვენც ხომ დაცემული ადამიანები ვართ. ისინი, ვინც განიდევნა სამოთხიდან, რათა წუთისოფლის ხანმოკლე ჭირით სასუფეველი დაიმკვიდროს; ისინი, ვისშიც არ დარჩა სიწმიდე, რადგან ყოველივეს ცოდვის ბიწი შეერია და ამდენად ადამიანური სიკეთე გახადა უვარგისი ღმრთის შესაწირავად; ისინი, ვის გამოხსნას ქრისტეს ჯვარცმა დასჭირდა; ეს სიტყვებიც, ალბათ გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ აქ უკვე, ძველ მამებს თუ არა, თუნდაც წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვს მივმართოთ. აპელირება კაცობრივი ბუნებისადმი უკვე არის შეჩერების წერტილი. იცვლება საზოგადოების იდეალები, შესაბამისად იცვლება ადამიანი, იცვლება ცხოვრება და ჩვენც მივყვებით მას. მართლაც, რამდენად ადვილია თქვა "მეც ხომ კაცი ვარ" და ეცადო მოირგო ეკლესიურობა, ვიდრე აღიარო "დაცემული ვარ" და ძალისაებრ შენისა ეცადო მოერგო მამათა სულს. ნუთუ შეიძლება იყოს ისეთი თამაშობა, რომელიც ანგრევს ერთს და ასვენებს მეორეს? შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრ ქართველ მეფეს თუ სასულიერო პირს უყვარდა ნარდი, ბანქო, ჭადრაკი და სხვა... ახლაც ძალიან ბევრი ვიცი სასულიერო პირი, რომელიც ლოტოსაც თამაშობს. მახსოვს. მაგრამ ჩვენი საზომი და იდეალი არის არა მეფეთა და სასულიერო პირთა ცხოვრება, არამედ სახარების სიტყვა და წმიდა მამათა შეხედულებანი. დიახ, ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება ერთობოდეს მსგავსად, მაგრამ რატომ მოგვწონს იგინი, ვინც ამართლებს ჩვენს სურვილებს და არ მოგვწონს იგინი, ვისი ცხოვრება გვამხელს? წარმოგიდგენიათ, ვთქვათ წმიდა მოციქულები ბანქოს სათამაშოდ შეკრებილნი? ან წმიდა ნიკოლოზი ფეხბურთის მოთამაშედ? (ღმერთმა შემინდოს მათი მსგავსად მოხსენიება). ლაპარაკია იდეალზე, და არა ჩვენს შესაძლებლობებზე. როცა იდეალი იგივდება ადამიანის სურვილთან და შესაძლებლობასთან, ის უკვე არ არის იდეალი. არადა სასუფეველს მოწყურებულნი გვქვია. მეჩვენება, რომ დიდი სიმკაცრე და მისი სწორხაზოვნება - არასწორია გააჩნია რა მოგვეჩვენება დიდ სიმკაცრედ. ისე, მოციქულებსაც კი გაუჭირდათ თავდაპირველად უფლის სიტყვების მიღება და უთხრეს: ”ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე" (ინ. 6.60). სულიერი ცხოვრების წარმატებულობის აუცილებელ შემადგენელად მამები სულიერ ძალთა სიმშვიდეს მიიჩნევდნენ. მაცხოვარიც ბრძანებს: "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (მთ. 12.29). დამეთანხმებით, აღგზნება სულაც არ არის სიმშვიდის გამოხატულება. მე მესმის, რომ ძნელია შეუერთო თანამედროვე ცხოვრების საშვებელი და მამათა სწავლება ერთმანეთს, მაგრამ ვინ გვაძალებს? "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მთ. 16.24) - ბრძანებს მაცხოვარი. უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ამქვეყნად და არ დავიბადეთ პირდაპირ სასუფეველში: რომ განვიძარცვოთ ძველი კაცი და ახალი შევიმოსოთ. მამა პაისის თქმისებრ, იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორმე კომფორტულად მოვეწყოთ აქ, არამედ რათა განვიწმიდოთ და ქრისტესთან მივიდეთ. "მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობ. 4.4) არაა საჭირო შეგახსენოთ, რომ "სოფელში" იგულისხმება არა დედამიწა, არამედ ადამიანთა ურთიერთობის წესები, მათი იდეალები, ზნეობრივი შეხედულებები. უბრალოდ გართობისათვის, ერისკაცმა, რომ დავუშვათ და ჭადრაკი ითამაშოს ითამაშეთ, თუ გასართობად გაქვთ საქმე. ერთია გართობა და სხვაა დასვენება. "ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (1ტიმ. 5.6) და კიდევ: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლკ.21.34) დღეს ისევ წავალ დარბაზში და დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებ ![]() მეც ვვარჯიშობდი სტიქაროსნობისას, კარგია ჯანმრთელობისთვის. ![]() ოღონდ იგივეს ვერ ვიტყვი, როცა სპორტი მასების გაცოფების იარაღად გამოიყენება. ბოლო ჟამის ქრისტეანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია. დაიკარგა სიმხურვალე; მშვინვიერმა ემოციებმა შეცვალეს სულიერი განცდები; უპროდაპრო ცოტა რჩება ამქვეყნად ცოცხალი მისაბაძი მაგალითი ქრისტეს ერთგულებისა; ვერ იტევს წუთისოფელი ქრისტეს. ვითან ვართ ჩვენ? შევძლებთ ვიცნოთ და შეუდგეთ ქრისტეს? თუ აღმოვჩნდებით იმ უმრავლესობასთან, რომელმაც დაამსხვრია ქრისტეს სწავლება და მისი აგურებით თავის ტაძარს აგებს? -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th August 2025 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი