IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯეოსელის გათამაშება
თამარი
პოსტი Nov 21 2006, 03:42 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვრის აზრსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ფორუმზეც დაფიქსირებულიყო მოძღვრის აზრი ამ საკითხზე.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 22 2006, 03:51 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ლექსიკონების თანახმად, აზარტში იგულისხმება გაცეცხლება, აღგზნება. მიჩვენეთ წმიდა მამა, რომელიც ბრძანებს, რომ გაცეცხლება არ არის დამანგრეველი სულისათვის.
არ შეიძლება ყველა თამაშს დავასვათ დაღი: "აზარტული". ჭადრაკი და ბანქო არ შეიძლება ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ. ან იქნებ ფეხბურთის გულშემატკივართა გადაღებილ–გაშმაგებული სახეები გაიგივდეს ჭადრაკის ეფექტთან?
ციტატა(KAIROS @ Nov 21 2006, 08:03 PM) *
უნდა ნახოს მოძღვარმა ესათუის თამაში ვის ანგრევს და ვის ასვენებს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ

ერთი სიტყვა დაგავიწყდათ: "დაცემული". დიახ, ჩვენც ხომ დაცემული ადამიანები ვართ. ისინი, ვინც განიდევნა სამოთხიდან, რათა წუთისოფლის ხანმოკლე ჭირით სასუფეველი დაიმკვიდროს; ისინი, ვისშიც არ დარჩა სიწმიდე, რადგან ყოველივეს ცოდვის ბიწი შეერია და ამდენად ადამიანური სიკეთე გახადა უვარგისი ღმრთის შესაწირავად; ისინი, ვის გამოხსნას ქრისტეს ჯვარცმა დასჭირდა; ეს სიტყვებიც, ალბათ გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ აქ უკვე, ძველ მამებს თუ არა, თუნდაც წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვს მივმართოთ.
აპელირება კაცობრივი ბუნებისადმი უკვე არის შეჩერების წერტილი. იცვლება საზოგადოების იდეალები, შესაბამისად იცვლება ადამიანი, იცვლება ცხოვრება და ჩვენც მივყვებით მას. მართლაც, რამდენად ადვილია თქვა "მეც ხომ კაცი ვარ" და ეცადო მოირგო ეკლესიურობა, ვიდრე აღიარო "დაცემული ვარ" და ძალისაებრ შენისა ეცადო მოერგო მამათა სულს.
ნუთუ შეიძლება იყოს ისეთი თამაშობა, რომელიც ანგრევს ერთს და ასვენებს მეორეს?

ციტატა(KAIROS @ Nov 21 2006, 08:03 PM) *
შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრ ქართველ მეფეს თუ სასულიერო პირს უყვარდა ნარდი, ბანქო, ჭადრაკი და სხვა... ახლაც ძალიან ბევრი ვიცი სასულიერო პირი, რომელიც ლოტოსაც თამაშობს.

მახსოვს. მაგრამ ჩვენი საზომი და იდეალი არის არა მეფეთა და სასულიერო პირთა ცხოვრება, არამედ სახარების სიტყვა და წმიდა მამათა შეხედულებანი. დიახ, ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება ერთობოდეს მსგავსად, მაგრამ რატომ მოგვწონს იგინი, ვინც ამართლებს ჩვენს სურვილებს და არ მოგვწონს იგინი, ვისი ცხოვრება გვამხელს? წარმოგიდგენიათ, ვთქვათ წმიდა მოციქულები ბანქოს სათამაშოდ შეკრებილნი? ან წმიდა ნიკოლოზი ფეხბურთის მოთამაშედ? (ღმერთმა შემინდოს მათი მსგავსად მოხსენიება). ლაპარაკია იდეალზე, და არა ჩვენს შესაძლებლობებზე. როცა იდეალი იგივდება ადამიანის სურვილთან და შესაძლებლობასთან, ის უკვე არ არის იდეალი. არადა სასუფეველს მოწყურებულნი გვქვია.

ციტატა(KAIROS @ Nov 21 2006, 08:03 PM) *
მეჩვენება, რომ დიდი სიმკაცრე და მისი სწორხაზოვნება - არასწორია

გააჩნია რა მოგვეჩვენება დიდ სიმკაცრედ. ისე, მოციქულებსაც კი გაუჭირდათ თავდაპირველად უფლის სიტყვების მიღება და უთხრეს: ”ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე" (ინ. 6.60).
სულიერი ცხოვრების წარმატებულობის აუცილებელ შემადგენელად მამები სულიერ ძალთა სიმშვიდეს მიიჩნევდნენ. მაცხოვარიც ბრძანებს: "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (მთ. 12.29). დამეთანხმებით, აღგზნება სულაც არ არის სიმშვიდის გამოხატულება.
მე მესმის, რომ ძნელია შეუერთო თანამედროვე ცხოვრების საშვებელი და მამათა სწავლება ერთმანეთს, მაგრამ ვინ გვაძალებს? "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მთ. 16.24) - ბრძანებს მაცხოვარი.
უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ამქვეყნად და არ დავიბადეთ პირდაპირ სასუფეველში: რომ განვიძარცვოთ ძველი კაცი და ახალი შევიმოსოთ. მამა პაისის თქმისებრ, იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორმე კომფორტულად მოვეწყოთ აქ, არამედ რათა განვიწმიდოთ და ქრისტესთან მივიდეთ.
"მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობ. 4.4) არაა საჭირო შეგახსენოთ, რომ "სოფელში" იგულისხმება არა დედამიწა, არამედ ადამიანთა ურთიერთობის წესები, მათი იდეალები, ზნეობრივი შეხედულებები.

ციტატა(KAIROS @ Nov 21 2006, 08:03 PM) *
უბრალოდ გართობისათვის, ერისკაცმა, რომ დავუშვათ და ჭადრაკი ითამაშოს

ითამაშეთ, თუ გასართობად გაქვთ საქმე. ერთია გართობა და სხვაა დასვენება. "ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (1ტიმ. 5.6)
და კიდევ: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლკ.21.34)

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 21 2006, 09:17 PM) *

დღეს ისევ წავალ დარბაზში და დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებ smile.gif

მეც ვვარჯიშობდი სტიქაროსნობისას, კარგია ჯანმრთელობისთვის. smile.gif
ოღონდ იგივეს ვერ ვიტყვი, როცა სპორტი მასების გაცოფების იარაღად გამოიყენება.

ბოლო ჟამის ქრისტეანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია. დაიკარგა სიმხურვალე; მშვინვიერმა ემოციებმა შეცვალეს სულიერი განცდები; უპროდაპრო ცოტა რჩება ამქვეყნად ცოცხალი მისაბაძი მაგალითი ქრისტეს ერთგულებისა; ვერ იტევს წუთისოფელი ქრისტეს. ვითან ვართ ჩვენ? შევძლებთ ვიცნოთ და შეუდგეთ ქრისტეს? თუ აღმოვჩნდებით იმ უმრავლესობასთან, რომელმაც დაამსხვრია ქრისტეს სწავლება და მისი აგურებით თავის ტაძარს აგებს?


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 04:27 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დეკ. ანდრია @ Nov 22 2006, 04:51 AM) *

მიჩვენეთ წმიდა მამა, რომელიც ბრძანებს, რომ გაცეცხლება არ არის დამანგრეველი სულისათვის.

თეოფანე დაყუდებული: გაცეცხლება ცოდვაზე არის დადებითი ემოცია და ეს უნდა შევინარჩინოთო.

ციტატა(დეკ. ანდრია @ Nov 22 2006, 04:51 AM) *

გააჩნია რა მოგვეჩვენება დიდ სიმკაცრედ. ისე, მოციქულებსაც კი გაუჭირდათ თავდაპირველად უფლის სიტყვების მიღება და უთხრეს: ”ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე" (ინ. 6.60).

მაგრამ მამაო, ეს სიტყვა ეხებოდა ზიარებას და მის საიდუმლოებას, ჩვენ კი ვსაუბრობთ გაცილოებით მეორეხარისხოვან რამეზე. მგონი არცთუ სწორი ანალოგიაა

ციტატა(დეკ. ანდრია @ Nov 22 2006, 04:51 AM) *

ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლკ.21.34)

მაგრამ აქ ხომ საუბარია მემთვრალეობაზე, და გულის დამძიმებაზე ყოველდღიურობით, ნუთუ ჩვეულებრივი სამსახურით არ შეიძლება დამძიმდეს ეგ გული, ცხადია შეიძლება, მაგრამ არის კი ეს არგუმენტი, რომ სამსახურზე უარი ვთქვათ, ცხადია არა, აქ მგონი საუბარია იმაზე, რომ არ უნდა გაკერპება ამ ყოველივეს.

ციტატა(დეკ. ანდრია @ Nov 22 2006, 04:51 AM) *

ბოლო ჟამის ქრისტეანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია.

ბოლო ჟამი ქრიტეს მოსვლიდან დაიწყო და შემრიგებლობა არც მაშინ იყო ნაკლები მამაო. თუმცა მართალს ბრძანებთ, ფხიზელი თვალია საჭირო.


პატივისცემით


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
.:თამარი:.   ჯეოსელის გათამაშება   Nov 21 2006, 03:42 PM
დეკ. ანდრია   სამოთხიდან განდევ...   Nov 21 2006, 06:15 PM
KAIROS   მამაო, დაგვლოცეთ...   Nov 21 2006, 08:03 PM
კანუდოსელი   სპორტი ასევე აზარტ...   Nov 21 2006, 09:17 PM
დეკ. ანდრია   ლექსიკონების თანა...   Nov 22 2006, 03:51 AM
კანუდოსელი   მიჩვენეთ წმიდა მა...   Nov 22 2006, 04:27 AM
solomony   მრისხანება ცოდვას...   Nov 22 2006, 05:19 AM
დეკ. ანდრია   მაგრამ ჩვენ ხომ აზ...   Nov 22 2006, 05:38 AM
კანუდოსელი   დამლოცეთ მამაო მა...   Nov 22 2006, 05:53 AM
solomony   ზოგადად აზარტი შეი...   Nov 22 2006, 06:46 AM
.:თამარი:.   სიმართლე გითხრათ, ...   Nov 22 2006, 04:52 PM
მარიამი   სრულიად ვეთანხმე...   Nov 22 2006, 05:05 PM
KAIROS   ერთი წუთი, მამაო მა...   Nov 22 2006, 07:46 PM
კანუდოსელი   კაიროს ჯიგარი ხა...   Nov 22 2006, 09:09 PM
.:თამარი:.   ერთი წუთი, მამაო მა...   Nov 22 2006, 08:10 PM
KAIROS   ეგ ფორუმია და მამა...   Nov 22 2006, 09:41 PM
ლილიანა   ადამიანები რომლებ...   Nov 23 2006, 12:16 AM
დეკ. ანდრია   ყოველი ადამიანი სჯ...   Nov 24 2006, 01:31 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 11:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი